მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯავახეთში.
შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 06:15 სთ
გასვლა: 06:30 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1.ფარავნის ტბა
2.ფოკის წმ.ნინოს მონასტერი (1989 წ.)
3. კუმურდოს ტაძარი (Xს.)
4.წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XII-XIII სს.)
5. ვარძია (XII-XIII სს.)
6. ვანის ქვაბები
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
1-2 კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 25 ლარი
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება: გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
რა ჩავიცვა?!
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, მოსახერხებელი ტანსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის ;)
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი