national delicacy

ულუმბო, რუისი, ურბნისი, ნადარბაზევი

  • ID: 56976
  • ნახვები: 3225
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/11/19
    დაბრუნება
    • 03/11/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 3 ნოემბერს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო-მომლოცველობით ტურს შიდა ქართლში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადის ხეობაში. დიდებულია და ულამაზესია იგი, ტყეში ჩაფლული სისპეტაკე და სიმშვიდე დანახვისთანავე ჩაგაფიქრებს, მეტყველების უნარს გაკარგვინებს და მონუსხული, ემოციებით აღვსილი, ზიხარ ეზოში და უყურებ ამ პატარა ტაძრის სიდიადეს. სიდიადეს რომელიც სანთლისა და საკმევლის სუნით შეგახსენებს უფალი სუფევს შენში და ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე. აქ კი უფრო ახლოს ხარ კეთილშობილებასთან, სიმართლესთან, სიყვარულის გრძნობით, მადლიერი ხარ და ბედნიერი, რომ ნახე და შეეხე ... რომ განიცადე ... რომ შეგიძლია სხვასაც გაუზიარო ... რომ ღმერთმა ამის ღირსი გაგხადა.

1. ნადარბაზევის ტბა. მდებარეობს კვერნაკის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 856 მეტრზე. ზედაპირის ფართობი 1.18 კმ²–ია. უდიდესი სიღრმე 1.8 მ, ხოლო მოცულობა 3 მლნ. მ³.
2. ურბნისის სიონი, მე-5-6 სს.
3. რუისის ფერისცვალების ტაძარი , მე-8-9 სს. 1104 წელს მეფე დავით IV-აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება – “სანახებდა ქართლისათა მახლობლათ ორთა საეპისკოპოთა რუისისათა და ურბნისისათა”;
4. ულუმბოს მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადის ხეობა. მე-6 საუკუნეში აქ მონასტერი დააარსა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - მიქაელმა, რომელიც აქვეა დაკრძალული. საუბედუროდ, ამჟამად ღირსი მამის საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია, ვარაუდობენ, რომ ტაძარის სიახლოვეს უნდა იყოს დაკრძალული.

✔ 3 ნოემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 23 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ულუმბოს მონასტრისკენ 6კმ. ერთი გზა. რელიეფი - მარტივი, ორხიდიანის სამანქანო გზა. მიკროავტობუსმა შესაძლოა შეგვიმციროს ფეხით გასავლელი მანძილი. ეს გზა მიუყვება მდ. ჭირათხეულას ხეობის ულამაზეს ბუნებას, სუფთა ჰაერი, წყლის ჩხრიალი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის შერწყმა და ა.შ.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ულუმბოს მონასტერი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადის ხეობა. მე-6 საუკუნეში აქ მონასტერი დააარსა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - მიქაელმა, რომელიც აქვეა დაკრძალული. საუბედუროდ, ამჟამად ღირსი მამის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია. ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს მე-13-15 საუკუნეთა მანძილზე. სიგელის მეოთხე პუნქტში მოთხრობილია მე-13 საუკუნის ამბავი - ქართველთა ერთ–ერთი გამარჯვება ჯალალ–ედ–დინთან. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე-დროშა და იგი ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის შეუწირავთ. ჩანს, მე-13 საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთვის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ. მე-16 საუკუნის მიწურულში ულუმბო მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულმოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებში. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე პირველი დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილი დაბადებისთანავე (1390 წ) მეფის სახლს შესაწირავი მიაქვს მონასტერში. ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს "მოუტანა საქონელი ურიცხვი" და შესაწირი. ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია თემურ–ლენგის ლაშქარს. ულუმბოს მონასტრის მეორედ აღშენების თარიღად 1400-1415 წლები სახელდება, ეს დასტურდება ამირეჯიბთა გვარის სიგელიდან. 1871 წელს მღვდელმსახურების განახლების მიზნით ულუმბოს მონასტერი თავიდან აღადგინა ალექსი კევლიშვილმა. 1795 წელს კრწანის ბრძოლის შემდეგ სოფელი ულუმბო დაიცალა. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში, საჩხრიდან გადმოსულა 10-20 ოჯახი და დასახლებულა ნასოფლარ ულუმბოს ტერიტორიაზე, სადაც მაშინ მიუვალი ტყე იყო. ამრიგად, გაწყდა მეხსიერების ჯაჭვი ხალხის ცნობიერებაში და დაიკარგა ღირსი მამის მიქაელ ულუმბოელის საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი.

✔ ურბნისის სიონი: ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე თარიღდება მე-5-6 საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი. ფეოდალურ ხანაში ურბნისის მნიშვნელობაზე მიუთითებს აქ საეპისკოპოსოს დაარსება და მე-5-6 საუკუნეების მიჯნაზე დიდი ქრისტიანული ტაძრის, ხოლო მოგვიანებით ქალაქის ალიზის დიდი გალავნის მშენებლობა. წერილობითი ცნობებით მე-8 საუკუნის 30-იან წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად ქალაქი მთლიანად განადგურდა. ამის შემდეგ ურბნისი ქალაქად აღარ იხსენიება. აქ რჩება მხოლოდ საეპისკოპოსო რეზიდენცია, რამაც XIX საუკუნემდე იარსება. ფეოდალური ხანის ურბნისის მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ დავით აღმაშენებელმა აქ და რუისში ჩაატარა 1104 წლის საეკლესიო კრება. ურბნისი ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება (მე-10 საუკუნე, გადამწერი იოანე ტატანელი).

✔ რუისის ფერისცვალების ტაძარი , მე-8-9 სს. 1104 წელს მეფე დავით IV-აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება – “სანახებდა ქართლისათა მახლობლათ ორთა საეპისკოპოთა რუისისათა და ურბნისისათა”; რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის საქართველოს არა ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072-1083 წწ.). ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. რუისის საეპისკოპოსო წარმოადგენდა ფეოდალური საქართველოს მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. აქ მოღვაწეობდნენ ანტონ მროველი (მე-9-10 სს.), ლეონტი მროველი (მე-12-13 სს.) და ა.შ. აქ იყო დიდი წიგნთსაცავი, სადაც ინახებოდა ბევრი ხელნაწერი. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუისის სახარება (მე-11 ს.). გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს (გარდ. 503 წ.). ამ ხანის ნაგებობას არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი მე-8-9 სს. მიეკუთვნება. მე-10 საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. მე-11 ს-ში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განაუხლებია და მდიდრულად მოურთავს. თემურლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთ ფასადის წარწერის თანახმად ეკლესია აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442 წწ.).

✔ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. 1104 წელს მოიწვია დავით აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მახლობლად. კრების მოწვევას ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სამეფოს წინაშე იდგა ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა). კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. შემოიკრიბა რა გიორგი მთაწმიდლის იდეურ მემკვიდრეთა ძლიერი დასი, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მკაცრად შეუტია ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს. კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამიერიდან დიდი ფეოდალები მღვდელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ. რეფორმას მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ფართო ფენები. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცება-ცენტრალიზებაში.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/11/19
    დაბრუნება
    • 03/11/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა