national delicacy

შიომღვიმე, ზედაზენი - შემოდგომის ფერებში

  • ID: 56760
  • ნახვები: 3487
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/10/19
    დაბრუნება
    • 26/10/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 26 ოქტომბერს, შაბათს, გთავაზობთ შემოდგომის ერთ დღიან ტურს მცხეთაში, თბილისის ეროვნულ პარკში. ზუსტად ამ დროს აქ ულამაზესი ფერები გვხვდება. ტურში ვიხილავთ როგორც ცნობილ, ისე სრულიად უცხო ძეგლებს. ლაშქრობას ვიწყებთ შიომღვიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ მთაზე აღმართული ჯვართამაღლების მე-12 საუკუნის (ფრესკებით) ტაძარში ასვლით. აქვე ჩავძვრებით ბერის კლდეში ნაკვეთ კელიაში და კლდეში გაჭრილი გვირაბის გავლით ავალთ მონასტრის თავზე აღმართულ ჯვარზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. მთიდან ჩამოსულები მოვილოცავთ შიომღვიმის მონასტერს და შემდეგ საგურამოსკენ გავეშურებით. აქ მცირე ლაშქრობას უკვე შემოდგომის ფერებით აჭრელებულ თბილისის ეროვნულ პარკში მოვაწყობთ. საგურამოდან ტყეში ავუყვებით ბილიკს, რომელსაც მივყავართ მე-6-7 საუკუნეების წმ. გიორგის ტაძრისკენ (ქასურ-საყდარი), სადაც პირველად მივიდა და დამკვიდრდა იოანე ზედაზნელი. ბოლოს ავალთ ზადენის მთაზე და მოვილოცავთ ზედაზნის მონასტერს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მცხეთასა და თბილისზე. რაც მთავარია, ტურის მიმდინარეობისას მოვილოცავთ ორ უდიდეს სიწმინდეს, ორი ასურელი მამის: შიო მღვიმელისა და იოანე ზედაზნელის საფლავებს და მათ დაარსებულ მონასტრებს. ტრადიციულად სულ ბოლოს კი მოკოლენდთან მოწყობილ საპიკნიკესთან დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს.

1. შიმოღვიმის კომპლექსი - მონასტერი დაარსებულია მე-6 საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის – შიოს მიერ. მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ აქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული. დავათვალიერებთ სრულ კომპლექსს, რომლის დიდი ნაწილი შესაძლოა ნანახი არც გქონდეთ:
1.1 ჯვართამაღლების ტაძარი - თარიღდება მე-12 საუკუნით. მდებარეობს მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალ მთაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. ამ ადგილას ღირს მამას ღვთის ნება განეცხადა.
1.2 ბერის კლდეში ნაკვეთი კელია.
1.3 კლდეში ნაკვეთი გვირაბი და მონასტრის თავზე აღმართული ჯვარი.
1.4 იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - აგებულია მე-6 საუკუნეში მეფე ფარსმან მე-6-ის შეწირულობით ღირსი მამის მოღვაწეობის დროს.
1.5 შიოს სასაფლაო-ეკლესია - წარმოადგენს ერთგვარ მღვიმე-ჭას, რომელშიაც გაატარა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები. მე-11 საუკუნეში ამ მღვიმეს მონასტრის წინამძღვრის მიქაელის (1072-1123) ინიციატივით ეკლესია დააშენეს.
1.6 ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია მე-11-12 საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით. წმინდა მეფემ მონასტერს ანდერძიც დაუწერა.
1.7 წმ. ევაგრეს ჭა.
1.8 წყარო "ბერის ცრემლები", რომელიც ღირსი მამა შიოს ლოცვით ანგელოზმა კლდიდან კვერთხის დაცემით აღმოაცენა.
1.9 და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, მღვიმე, სადაც პირველად შიო დაბინავდა და 60 დღიანი მარხვის შემდეგ წმინდა მამას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოანე ნათლისმცემელთან და ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა. მე-11 საუკუნეში გამოცხადების ადგილზე, მღვიმის გვერდით, აგებულია მცირე საყდარი შიო მღვიმელის სახელზე.

2. თბილისის ეროვნული პარკი შემოდგომის ფერებში. შეიქმნა 1973 წელს. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს.

3. ქასურ-საყდარი - მე-6-7 საუკუნეების წმ. გიორგის ტაძარი, სადაც პირველად მივიდა და დამკვიდრდა იოანე ზედაზნელი.

4. ზედაზნის მონასტერი - იოანე ზედაზნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 ს. მდებარეობს ზედაზნის მთაზე ზ.დ.1200-1300 მეტრზე (საგურამოს ქედის ერთ-ერთი განშტოება, იქ, სადაც ოდესღაც ზადენის მრისხანე კერპი იდგა). აქედან იშლება ულამაზესი ხედები თბილისსა და მცხეთაზე.

5. "მოკო-ლენდი", ზ.დ. 1000 მეტრზე მოწყობილი საპიკნიკე, ბავშვებისთვის სალაშქრო ბილიკები, გასართობები, ძველი ტაძარი და ა.შ. ტურის ბოლოს აქ გვექნება საერთო პიკნიკი, დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს.

✔ 26 ოქტომბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 18 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 7 კმ. ძირითადად მარტივი, რამდენიმეგან საშუალო სირთულის რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე, საგურამოს სამხრეთით 6 კილომეტრზე მდებარეობს.
სავარაუდოდ, სახელი “ზედაზენი” მოსავლისა და ნაყოფიერების წარმართული ღვთაების ზადენის სახელს უკავშირდება და “ზედა ზადენს” ნიშნავს. შესაძლოა, ოდესმე აქ მისი კერპიც იდგა. ზადენის კერპი ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება გახლდათ, რომელსაც თაყვანს ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ. VI საუკუნეში კი საქართველოში ჩამოსულ ასურელ მამათა წინამძღვარი თავის თორმეტი მოწაფითურთ ამ მთაზე დამკვიდრდა. მამა იოანემ აქ მონასტერი დააარსა და თავადაც ზედაზნელი ეწოდა. იოანემ შეარჩია “მთაი… მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო”, “აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ”. აქ “პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრეს მუნ”. მისი მოწაფეები შემდგომ საქართველოს სხვადასხა კუთხეში წავიდნენ სამოღვაწეოდ, მამა იოანე კი სიცოცხლის ბოლომდე ზედაზენზე დარჩა და ანდერძისამებრ აქვე დაკრძალეს, მღვიმეში, რომელშიც მოღვაწეობდა.
დღეს ზედაზნის მთაზე დგას იოანე ნათლისმცემლის სახელზე ნაკურთხი VIII საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც კათალიკოსმა კლემენტოსმა ააშენა. გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. მისი ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის საკურთხეველში შეჭრილია ქვის კუბო იოანე ზედაზნელის წმიდა ნაწილებით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ – აგურით, გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაც გვხვდება. ეკლესიის სამხრეთით რვაწახწაგა სამრეკლო დგას. მის დასავლეთით გამოყოფილია XVIII საუკუნით დათარიღებული მცირე სენაკი.
1705 წელს ზედაზენზე სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა და მოგვიანებით კვლავ განახლდა. მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. აქ გაჩაღებული უნდა ყოფილიყო კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მწიგწნობრის, მიქაელ წინამძღვრის სახელი (XI ს.). მის მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე უცნობმა ავტორმა აღწერა ამ მონასტრის დამაარსებლის იოვანე ზედაზნელის ცხოვრება.
ზედაზნის მონასტერი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე18.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/10/19
    დაბრუნება
    • 26/10/19