national delicacy

მოირონინე ძამას ხეობა, ყინწვისიდან სარკის წმ. გიორგიმდე <3

  • ID: 56756
  • ნახვები: 3487
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/10/19
    დაბრუნება
    • 27/10/19
დამატებითი ინფორმაცია

27 ოქტომბერს, მოლაშქრეთა კლუბი რონინი  გთვაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს ძამას ხეობაში, ყინწვისიდან სარკის წმინდა გიორგიმდე ♥ 

 

 

 შეკრების ადგილი და დრო:

დიდუბე (სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს, ლუკოილისა და გალფის ბენზინგასამართებს შორის)

 შეკრების დრო: 06:45 სთ

 გასვლა: 07:00 სთ.

 

 ლოდინის მაქსიმალური დრო:

გასვლის დროდან 15 წუთი

 

 მოსანახულებელი ადგილები:

1. სამწევრისის დედათა მონასტერი (ტაძარი აგებულია XVI- XVII სს-ში ძველი ეკლესიის ფუძეზე)

2. ყინწვისის მონასტერი ( XIII ს.)

3. სარკის წმინდა გიორგის მონასტერი ( XVII ს.)

 

 დეტალური აღწერა:

27 ოქტომბერს, დილით ვიკრიბებით დიდუბეში და პირველ რიგში მივემართებით სამწევრისის დედათა მონასტრის მოსანახულებლად, შემდეგ ყინწვისის მონასტრისკენ, საიდანაც იწყება ჩვენი სალაშქრო ტური ყინწვისიდან --> სარკის წმ. გიორგიმდე შემოდგომისფერი ბილიკებით (4კმ.) სარკის წმ. გიორგიდან ჩავალთ სოფელ ლეთეთში (8კმ.) სადაც დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი და გამოვემართებით თბილისისკენ.  

 

 ფეხით გასავლელი მანძილი:

 ჯამში 12 კმ.

 

 მარშრუტის სირთულე: 

მარტივი

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა 

 

 ტურის ღირებულება 

20  ლარი.

 

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.

 თანხა არ ბრუნდება:

ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 

 

 ფასში შედის:

 ტრანსპორტირება

 გამყოლი

 ფოტოგადაღება 

 

 

 ფასში არ შედის:

 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად )

 

 

 რა ჩავიცვა?!

რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ

წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის.

 

 აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

 

  ტური  რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს

 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;

 ნუ დააბინძურებთ გარემოს;

 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

 

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:  599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/10/19
    დაბრუნება
    • 27/10/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა