national delicacy

საბადური ბნელა საყდარი, ნადოკრა, ცხვარიჭამია, მამკოდა

  • ID: 56625
  • ნახვები: 3834
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს მცხეთისა და თიანეთის რაიონებში, შემოდგომისფერ საბადურის ტყეში.

1. კევლიანის მონასტერი: - ივერიის ღვთისმშობლის ხატის მამათა სავანე, ამაღლების ეკლესია ("ბნელა საყდარი", მე-8-10 საუკუნეები).
2. ცხვარიჭამიის მონასტერი: - წმ. ილია მართლისა და ამაღლების ეკლესიები ("დიდი საყდარი", მე-7-8 საუკუნე).
3. საბადურის ტყე.
4. ნადოკრას მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (არჩილ მეფის საფლავი, მე-8 საუკუნე).
5. ცხვარიჭამია: დათვების თავშესაფარი.
6. მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, მე-9 საუკუნე. (აქ გადაღებულია ფილმი ორმაგი სახე. მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ).

✔ 20 ოქტომბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 5კმ. მარტივი, ტყის გზაზე, სუფთა ჰაერზე.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:15 სთ-დან.
გავდივართ 7:30 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).
ტურის ბოლოს კი ჯგუფის სურვილის შემთხვევაში გვექნება კოცონ-პიკნიკი და მწვადაობა. ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ემოციებს, ვიმხიარულებთ, მოვყვებით საინტერესო ამბებს და ა.შ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს.

 

1. კევლიანის მონასტერი: - ივერიის ღვთისმშობლის ხატის მამათა სავანე, ამაღლების ეკლესია ("ბნელა საყდარი", მე-8-10 საუკუნეები). სტილისტური ნიშნებით თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანის მიწურულით. ბნელა საყდარი სამეკლესიანი ბაზილიკაა (8,7 X 8,1 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობის კუთხეებში და ცალკეული არქიტექტურული ელემენტებისათვის (აფსიდის მხრები, სატრიუმფო თაღი, პილასტრები, სარკმლის წირთხლები) შირიმის ქვაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთ ეკლესიიდანაა. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით ფართო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიშია.

2. ცხვარიჭამიის მონასტერი: - წმ. ილია მართლისა და ამაღლების ეკლესიები ("დიდი საყდარი", მე-7-8 საუკუნე). დიდი საყდარი სამეკლესიანი ბაზილიკაა (9,2 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში გათლილი შირიმის ქვაა გამოყენებული, ხოლო კედლის თაღებისათვის - აგური. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით უფრო ფართო და მაღალია. შესასვლელი ორი აქვს: სამხრეთით კედლის თაღებს შორის და დასავლეთით - სიმეტრიის ღერძზე.

3. საბადურის ტყე.

4. ნადოკრას მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (არჩილ მეფის საფლავი, მე-8 საუკუნე). კომპლექსში შედის მიჯრით მდგარი ორი დარბაზული ეკლესია და ხუთსართულიანი კოშკი; აგრეთვე მარანი, საცხოვრებელი შენობისა და გალავნის ნაშთები. ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი მე-8 საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719-745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთი კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ხაზზე მდებარებს და სამხრეთ-დასავლეთი კუთხით ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება. მე-16-18 საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი, რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო II ეკლესიის, სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი.

5. ცხვარიჭამია: დათვების თავშესაფარი.

6. მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, მე-9 საუკუნე. (აქ გადაღებულია ფილმი ორმაგი სახე. მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ). ეკლესიები აგებულია მე-9 საუკუნეში. მონასტრის წინამძღვრის, მამა გრიგოლის ცნობით, 1924 წელს ღვთისმშობლის ტაძარი კომუნისტებს აუფეთქებიათ და მას შეუწყვეტია ფუნქციონირება. დედაღვთისას ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა 2006 წელს და მას შემდეგ აღსდგა მსახურება. ტაძრის მოძღვრის, მამა სვიმონის ინფორმაციით, აქ ერთი ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელს ულოცია. გადმოცემის თანახმად, ძეგლის სახელწოდებაც დავითს უკავშირდება. ამბობენ, რომ ეს მიდამოები ხშირად ყოფილა მომხვდურის სამიზნე და ხალხი საზარლად აუოხრებიათ. როდესაც დავით აღმაშენებელმა ნახა აოხრებული სოფელი უთქვამს: ხალხის შეჭირვებამ გული დამიკოდაო. მამკოდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვით. აგური გამოყენებულია მხოლოდ თაღების, გუმბათის ძირისა და ყელის კონსტრუქციაში. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (10,8X7,1მ), შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზულია ( 13,9X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა