national delicacy

მაჭის ციხე - ლაგოდეხის ნაკრძალი

  • ID: 56624
  • ნახვები: 3784
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს ლაგოდეხის ნაკრძალში, კერძოდ მაჭის ციხეზე, რომელიც შემოდგომით არის ყველაზე ლამაზი.

მოდი ვნახოთ, რამდენ ჩვენგანს გვსმენია მაჭის ციხეზე?! 
მაჭის ციხე ( თოღა ), რომელიც მდებარეობს მდ. მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის შესართავთან, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზეა. მე-7 საუკუნეში, ლაგოდეხის ბუნების სილამაზით მოხიბლულმა მეფე არჩილმა ააგო საზაფხულო რეზიდენცია „მაჭის ციხე“.
ტური იწყება სოფ. მაწიმიდან და მიემართება მდინარე ,,ბნელი ხეობის” მიმართულებით. სახელიც კი როგორი დიადი აქვს არა? " ბნელი ხეობა" ...
მთელი მარშრუტის მანძილზე, თავზე უზარმაზარი, საუკუნოვანი ხეები წამოგდგომია და ფეხქვეშ კი ფოთლების შრიალი გამუდმებით გიმშვიდებს გონებას. გზად გვხვდება ჯაგრცხილის კორომი, ირგვლივ ხალიჩასავით მოფენილი ხავსები, რომლებიც თითქოს ქურქივით წამოუსხამთ შიშველ ქვებს. რეალურად ქცეულ ზღაპარში მოხვედრილნი გავდივართ წიფლნარის შერეულ კორომს და ხიდით ვკვეთ მდ. ,,ბნელ ხევს”, საიდანაც ვიწრო ბილიკით მთის კალთას შეუყვებით, რომელსაც მივყავართ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ ციხე-სიმაგრესთან. ფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს თვალსაჩინო ციხე-სიმაგრე გარს შემორტყმული გალავნითა და მის შიგნით ჯერ კიდევ ამაყად მდგარი კარის ეკლესიით, მიწისქვეშა გასასვლელებით და ოდესღაც იქ მდგარი შენობების ნანგრევებით მნახველის თვალწინ აცოცხლებს უკვე დავიწყებული შორეული წარსულის სურათებს.
ლაგოდეხის ნაკრძალი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ნაკრძალია, რომელიც მდებარეობს საქართველოს უკიდურეს ჩრდილო–აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 450–500 მეტრზე სუბტროპიკულ სარტყელში.ლაგოდეხის ისტორიული სახელწოდება „ლაკუასტი“ გვხვდება ძველ ისტორიულ წყაროებში.

შემოგვიერთდი, იმოგზაურე ნიმფების სამყაროში, გადაიღე ბევრი სამახსოვრო ფოტო, შეიძინე ახალი მეგობრები, დაიტვირთე დადებითი ემოციებით, შექმენი შენი თავგადასავალი, დაწერე საკუთარი ისტორია.

1. სოფელი მაწიმი
2. მდ. მაწიმისწყლის ხეობა
3. მაჭის ციხე

✔ საშვის ასაღებად აუცილებელია გქონდეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში
9 კმ. მარტივი.

✔ 20 ოქტომბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).
ტურის ბოლოს კი გვექნება კოცონ-პიკნიკი და მწვადაობა. ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ემოციებს, ვიმხიარულებთ, მოვყვებით საინტერესო ამბებს და ა.შ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს.

⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა