national delicacy

ორბეთის წმ. გიორგი (არაკომერციული ლაშქრობა)

  • ID: 56371
  • ნახვები: 3970
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/19
    დაბრუნება
    • 14/10/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ 14 ოქტომბერს (ორშაბათი, სვეტიცხოვლობა, ოფიციალური დასვენების დღე) გთავაზობთ არაკომერციულ (მეგობრულ, შინაურულ) სალაშქრო ტურს ორბეთში. ტურში მეტი თავისუფალი დრო დაეთმობა გართობას, ტყეში სუფთა ჰაერზე სეირნობას, დასვენებას, ქეიფს და თავისთავად უცხო, ძალიან საინტერესო, ლამაზ ხედებიანი და ისტორიული ადგილების მონახულებას. რეკომენდაციას ვუწევთ ყველას, ვისაც უყვარს, შეუძლია და არ ეზარება ბუნებაში სიარული. წუწუნები და ზარმაცები ნუ წამოხვალთ :) ლაშქრობა არის არაკომერციული, ვაგროვებთ მხოლოდ მძღოლისა და საკვების თანხას.
ტურის მიმდინარეობისას, ორბეთის წმ. გიორგის ტაძრის ძირში მოწყობილ საპიკნიკე მაგიდა-სკამებთან დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც), შემდეგ გავაგრძელებთ ლაშქრობას და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. ტურის ფარგლებში კი ვიხილავთ:

1. გელიყარის კლდე (პანორამული ხედები) - აქედან გადააგდო საჩინო ბარათაშვილმა, მე-16 საუკუნის ქართლის სამეფოს პოლიტიკურმა მოღვაწემ და მეწინავე სადროშოს სარდალმა, კახაბერ ყორღანაშვილი, რომლის ღალატითაც შეიპყრეს ყიზილბაშებმა სიმონ I.
2. ნასოფლარი ზირბითი და მიტოვებული ძველი ტაძარი.
3. ორბეთის კლდეები, სადაც ოდესღაც ამაყად მდგარა ორბეთის ციხის კომპლექსი, რომლიდანაც დღესდღეობით შემორჩა და აღდგენილია მე-10 საუკუნის წმ. გიორგის ტაძარი. მდებარეობს ღონისძიების მთავარ ფოტოზე გამოსახული მთის წვერზე. აქედან იშლება ულამაზესი ხედები ყველა მიმართულებით: ჩანს სოფლები: ორბეთი, თონეთი, წვერი, ბირთვისები, ფარცხისი, საღარაშენი და ა.შ.
4. ფარცხისის ციხის კომპლექსი (მე-11 ს.): ციხე-გალავანი, ეკლესია, საიდუმლო გვირაბი და ა.შ.

⚠️ რას ნიშნავს არაკომერციული ლაშქრობა? ანუ ვდებთ მხოლოდ ტრანსპორტირებისა და საკვების (სამწვადე) თანხებს. ტურის ორგანიზატორები (გამყოლები) უსასყიდლოდ მოგემსახურებით.
თუ მოგროვდა მონაწილეთა მხოლოდ ის რაოდენობა, რაც დაფარავს ტრანსპორტირების ხარჯებს, საკვების (სამწვადე) ხარჯებზე თანხა დავამატოთ სურვილისამებრ, რომ ტური არ გაუქმდეს. თუ ბოლომდე შეივსო, პროდუქტებსაც ჩვენ შევიძენთ, ანუ ტურის ფასში შევა.

✔ 14 ოქტომბერი, ორშაბათი. (სვეტიცხოვლობა, ოფიციალური დასვენების დღე).
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ფეხით სასიარულო: ლაშქრობას ვიწყებთ სოფ. ორბეთის მისადგომებიდან და ვასრულებთ სოფ. ფარცხისში, სადაც დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი. ჯამში უნდა გავიაროთ 14კმ, აქედან უმეტესი ნაწილი არის დაღმართზე, მარტივ რელიეფზე, ძველ სამანქანო, სამარხილე გზაზე. აღმართი გვიწევს მხოლოდ ორბეთის კლდეებზე ასასვლელად, სადაც საფეხვამლო ბილიკი არის მხოლოდ 1კმ, დანარჩენი მთლიანად დაღმართზე გადავაადგილდებით.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:15 სთ. გავდივართ 07:30 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ სამწვადე, წვენები, შოთის პურები, ალკოჰოლი მცირე დოზით (ჭაჭა ან ღვინო), ერთჯერადი ჭურჭელი.
"მემწვადე" რამაზი :)
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
სამწვადის გარდა მთელი დღისთვის საჭირო საკვები. წამოიღეთ ინდივიდუალურად.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ფარცხისის ციხე – ციხესიმაგრე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს მაღალ გორაკზე. ფარცხისის აგების შესახებ ცნობა არ მოიპოვება. მართალია, იგი მატიანეთა ფურცლებზე მხოლოდ ბაგრატ IV-ის (1027 -1072 წწ.) მეფობის დროიდან იხსენიება, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხის ამგებთათვის, როგორც ეტყობა, მისი მიუდგომლობა არ იყო განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იყო სტრატეგიულად შერჩეული ადგილი. ციხე ქვემო ქართლის ერთ-ერთ მაგისტრალურ გზაზე მდებარეობდა. აქედან კარგად მოჩანდა ისეთი სახელგანთქმული ციხეები, როგორიცაა ბირთვისი, ორბეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთით კოჯრის მიდამოებიც. ციხე ნანგრევებადაა ქცეული და მხოლოდ აქა-იქ შერჩენილია კედლები. გათხრების ჩატარებამდე გეგმაც არ იკითხება მთლიანად. ციხეს გრძელი გეგმა ჰქონია, ბოლოებში მომრგვალებით. როგორც ეტყობა, ციხე ორ ნაწილისაგან შედგებოდა. ცენტრალური ნაწილი მთელ სიგრძეზე მოკავებული ჰქონდა ციტადელს, ხოლო მის ირგვლივ, თითქმის კონცენტრულად, გადიოდა გალავანი, რომელთა კვალი ამჟამად მხოლოდ დასავლეთით და ჩრდილოეთი ჩანს. ციხის გარე კედლებში შესასვლელი არ ჩანს, ხოლო ზედაში ჩრდილოეთითაა. ჭიშკარი განიერია და თაღით ყოფილა გადახურული. განსხვავებით სხვა მონაკვეთებისაგან აქ აგურია გამოყენებული და რესტავრაციის აშკარა კვალს ატარებს. ციხის ძველი კედლები კი ამოყვანილია რიყისა და ყორე ქვით. ზოგან ზედა ფენებში თლილი ქვაცაა ნახმარი. ციტადელის დასავლეთის მონაკვეთი გამოყოფილი ყოფილა. ეს მონაკვეთი ორმაგი კედლებითაა შემოზღუდული. საკოჭავების მიხედვით სამი თუ ოთხსათულიანი დიდი ზომის კოშკი უნდა ყოფილიყო. ჭიშკრის აღმოსავლეთით პატარა სათავსოა, საიდანაც იწყება გვირაბი.

✔ ფარცხისის ბრძოლა 1569 – ბრძოლა ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარს შორის. ირანის შაჰმა განჯაში შაქისა და ყარაბაღის ლაშქარი შეკრიბა, დაიქირავა საშამხლოს რაზმები და საქართველოში გაგზავნა ქართლის მეფის სიმონ I-ის წინააღმდეგ. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მიეგება მტერს გზაზე და მეგზურად წაუძღვა. ბრძოლა გაიმართა სოფელ ფარცხისთან (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). მიუხედავად მტრის სიჭარბისა, ქართველებმა მედგრად შეუტიეს და უკუაქციეს იგი. გაქცეულ ყიზილბაშებს მეფე სიმონი ფეხდაფეხ მიჰყვა და თანამებრძოლთა მცირე ჯგუფით ქართველთა ძირითად ნაწილს საკმაოდ დაშორდა. მტრის გარემოცვაში დარჩენილი მეფე ერთ-ერთმა მოღალატემ შუბის კვრით ცხენიდან ჩამოაგდო. უთანასწორი ბრძოლაში მეფის თანამებრძოლები ერთიანად დახოცეს, ხოლო თვით სიმონი დაატყვევეს და ირანში გაგზავნეს, სადაც მან 1578 წლამდე დაჰყო ტყვეობაში.

✔ ორბეთის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ქვემო ქართლში (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ალგეთის ხეობის მაღალ და მიუვალ კლდეზე. წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნის 30-იან წლებში. ორბეთის ციხე ბატონობდა ალგეთის ხეობის შუა წელზე, სადაც გადიოდა მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც თრიალეთსა და სამშვილდეს თბილისთან აკავშირებდა. ორბეთის ციხის მფლობელი ბატონობდა „ორბეთის ძირის სოფლებზე“, რაც ვარაუდით მოიცავს ალგეთის ხეობის შუა წელს ბირთვისისა და ფარცხისის ციხეებიანად, ამიტომ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ალგეთის ხეობის ერთ ნაწილს „ორბეთის ქვეყანა“ უნდა რქმეოდა, ციხისა და მხარის მფლობელს კი — ორბელი. ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.) ორბეთის ციხე შეცდომით სამშილდესთან ჰქონდა გაიგივებული. ორბეთის ციხის ნაგებობებიდან ყველაზე კარგადაა შემორჩენილი წმ. გიორგის ეკლესია (X ს.).

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/19
    დაბრუნება
    • 14/10/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა