national delicacy

ბირთვისი - ალგეთის ხეობა

  • ID: 56349
  • ნახვები: 2583
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/10/19
    დაბრუნება
    • 13/10/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 13 ოქტომბერს გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს თრიალეთის გეგმარებით ეროვნულ პარკში, ალგეთის ხეობაში, სადაც ბირთვისის აუღებელ ციხეებს ავიღებთ. ტურის ფარგლებში ვნახავთ ბირთვისის სრულ კომპლექსს, შემოდგომას ეს მხარე ულამაზესია. საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს.

1. დევის ნაპრალი.
2. არსენას კოშკი.
3. ბირთვისის აუღებელი ციხესიმაგრე, მე-11 ს. აქედან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ყველა მიმართულებით.
4. დედა ციხე.
5. კოშკი "შეუპოვარი" (ასვლა სურვილისა და შეძლებისამებრ).
6. ალგეთის წყალსაცავი.

✔ 13 ოქტომბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 19 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 7კმ. ტყის ბილიკებზე. რელიეფის მხრივ ტურის საერთო სირთულე - საშუალო, შეუპოვარზე ასვლა - რთული.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ბირთვისის ციხესიმაგრე საქართველოს დიდი ისტორიის მოწმეა. თავის დროზე ბირთვისის ციხე აუღებლადაც ითვლებოდა. იგი ბუნებრივად მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს. ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი. ციხის ნანგრევებს შორის თავდაცვით ნაგებობათა გარდა ჩანს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია მე-11 საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელს ალგეთის ხეობაზე. მაგრამ იგი გაცილებით ადრე უნდა იყოს წარმოქმნილი. მას სიმაგრის მნიშვნელობა მე-18 ს. ბოლომდე არ დაუკარგავს და აუღებლად ითვლებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი მე-15 საუკუნეში მოხდა. თემურლენგი მერვედ და უკანასკნელად შემოესია საქართველოს. ბირთვისის აღებას იგი თვითონ ჩაუდგა სათავეში. ციხეს ალყა შემოარტყა და ლოდსატყორცნიდან დაუშინა ქვები. სროლა წუთითაც არ წყდებოდა. ერთ ღამეს ლოდსატყორცნი უეცრად დადუმდა, ამ დროს კლდეზე მცოცავებმა შეაღწიეს ციხეში და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, თუმცა უკვე გვიანი იყო. ბირთვისი დაეცა. გადარჩენილი ქართველები თემურლენგმა სიკვდილით დასაჯა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე19.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/10/19
    დაბრუნება
    • 13/10/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა