national delicacy

ქვათახევი, რკონი, იკვი, ერთაწმინდა ,თეძმის ხეობა

  • ID: 56321
  • ნახვები: 4810
complogo
ედემი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია G&M TOURS გთავაზობთ ერთდღიან შიდა ქართლის ტურს შემოდგომის ულამაზესი ფერებით მორთულ რკონი-თეძმის ხეობაში
ტური შედგება 20 ოქტომბერს კვირას
მოვინახულებელი ადგილები:
✔️ ქვათახევი, ან ქვაბთახევი — XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი
გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს. აქვე დავანებულია ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთ მოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.
✔️ ერთაწმინდა . წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის ტაძარი.
აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.
✔️ რკონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რკონის კომპლექსი XIII-XIV საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა.
 თამარის ხიდი (სიგრძე 12,5 მ, სიგანე 2,2 მ), რომელიც სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარე თეძამზეა გადებული.
✔️ იკვის მონასტერი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი
ტურის ღირებულებაა 23 ლარი
 ღირებულებაში შედის:
 ✔ ტრანსპორტირება (სპრინტერის მიკრო ავტობუსით)
 ✔ გიდი
 ✔ ფოტოგადაღება პროფესიონალი აპარატით
კვება , ინდივიდუალურად მოგვაქვს ერთი დღის საკვები.
ვითვალისწინებთ : არ ვიგვიანებთ , არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში, არ ვსვათ და არ ვეწევით ტრანსპორტში , არ ვანაგვიანებთ გარემოს.
ალკოჰოლური სასმელის წამოღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით , ერთობლივად გვექნება პიკნიკი ბუნებაში
ტურზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თვითნებულად გადახვევა ბილიკიდან ორგანიზატორთან შეუთანხმებლად
ვითვალისწინებთ ორანიზატორის მიერ დათქმულ დროს და დროულად ვბრუნდებით ტრანსპორტთან.
ყოველივე ზემოთხსენებულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას მონაწილე გამოეთიშოს ტურს
გასვლა: 20 ოქტომბერს ქ,თბილისი, ველოსიპედის ძეგლიდან დილის 07:00 საათზე დაბრუნება თბილისში: 22:00 საათზე
ტურის დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
577-36-75-21 571-06-35-81 ალექსანდრე
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე
https://www.facebook.com/GM.TOURS.GEO/
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ!!!
საქართველოს ბანკის ანგარიშზე GE45BG0000000599527900
მიმღები ი/მ მაკა ბრეგვაძე
პ/ნ 18001019366
ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
ედემი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა