national delicacy

მოირონინე შემოდგომისფერი სვანეთი 18-20 ოქტომბერს 110 ლარად <3

  • ID: 56185
  • ნახვები: 3898
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ 3 დღიან არასტანდარტულ ტურს სვანეთში ;)

 შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 01:30 სთ.
 გასვლა: 02:00სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

 ტურის აღწერა:

 პირველი დღე
1. ჰეშკილის ქოხები და ცნობილი საქანელა ♥
2. სიყვარულის კოშკი (ღირებულება 1 ლარი)
3.თამარის კოშკი - XII-XIII სს -გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.
4. უშგულის ლამარია (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს)

 დაბინავება უშგულში საოჯახო ტიპის სასტუმროში


 მეორე დღე
1. შხარის ძირში ასვლა დელიკებით (დელიკის ღირებულება 1 ადამიანზე 15 ლარი)
2. კურორტი თეთნულდი
3. ღამის მესტია (თავისუფალი დრო)

 დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში



 მესამე დღე
1. მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი (ღირებულება 10 ლარი)
2. ენგურის წყალსაცავი
3. დადიანების სასახლე

 სურვილის შემთხვევაში ზუგდიდში ელარჯსაც მივირთმევთ ;)


 გამომგზავრება თბილისში

 მარშუტის სირთულე:
მარტივი
 ფეხით გასავლელი მანძილი
4 კმ


 ტურის ღირებულება - 110 ლარი

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 (1 კვირა) საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.


 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
 განთავსება სასტუმროში ორი ღამით


 ფასში არ შედის:
სამი დღის სამყოფი საკვები, მიგვაქვს ინდივიდუალურად და ვიკვებებით ერთად .
მესტიის მუზეუმში შესასვლელი ბილეთი 10 ლარი, სიყვარულის კოშკში შესვლის ღირებულება 1 ლარი, შხარის ძირში მისასვლელი დელიკის ღირებულება 15 ლარი.


 რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი. ????


 აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე110.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა