national delicacy

სამშვილდე, პირღებული, ასურეთი

  • ID: 56157
  • ნახვები: 3485
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/10/19
    დაბრუნება
    • 06/10/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს ქვემო ქართლის რეგიონში. შემოდგომის ფერთა აფეთქება ჭივჭავისა და ხრამის კანიონებში.

✔ სამშვილდის ნაქალაქარი, რომელშიც გაერთიანებულია უამრავი კულტურული ძეგლი:
ისტორიული ხიდი, სასახლეები, ციხე-სიმაგრე, ციტადელი, ნასახლარების ნაშთები, აბანოები, წყლის ავზები, საინტერესო საფლავის ქვები, ძველი ქუჩები, ტეტრალიტი და ეკლესიები: წმ.გიორგის, ღვთისმშობლის მიძინების, წმ.თევდორე მე-12ს, სამშვილდის სიონი მე-8ს, შუა ს.ს. ,,პალატის" ეკლესია, თეოგენიდა - 12ს, სამნავიანი ბაზილიკა, ეკლესია შვერილი აფსიდით.
✔ ხრამის კანიონი
✔ ჭივჭავის კანიონი
✔ პირღებული - მე-13ს. ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი
✔ ასურეთი (ელიზაბეტალი) - გერმანული სოფელი და ეკლესია 1871 წ.
✔ თუ დრო დაგრჩა დავამატებთ შავნაბადის წმ. გიორგის მონასტერს. (ხედები ღამის თბილისზე)

✔ 6 ოქტომბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
15 კმ. გზა არის მარტივი სირთულის. სწორ რელიეფზე, ჯიპის გზა მიუყვება.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). შუადღით ერთად ვიპიკნიკებთ.

 

✔ სამშვილდე - ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით პიტიახშნი" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა. 1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.
ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. XIII საუკუნეში მონღოლებმა "ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ". 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა ჯეჰან-შაჰი. მან მოტყუებით და მუქარით მისი აღება მოახერხა. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა.
1747 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.

✔ პირღებულის მონასტერი - მე-13 ს, ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. შემონახულია კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა — დიდი ეკლესია, რომელიც ფრაგმენტებისა და წარწერის თანახმად აგებულია რუსუდანის მეფობის ხანაში (1222-1245). ეკლესია შიგნით მოხატული იყო. გარედან კედლებზე წარწერებია. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თბილელ ელისე საგინაშვილს მე-17 საუკუნეში ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე და საძვალე მიუშენებია (ახლა დანგრეულია). ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამსართულიანი სამრეკლო (დარჩენილია 2 სართული). I სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი შენობის ნაშთია. კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები, როგორც ჩანს, ბერების სადგომ სენაკებად იყო გამოყენებული. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე, გვიანდელი ხანის დარბაზული ეკლესიაა.

✔ ასურეთი (ყოფ. ელიზაბეტალი) - გერმანული სოფელი და ეკლესია (1871 წ.). ასურეთი ძველი ქართული სოფელია, რომელიც მე-18 საუკუნეში გაუკაცრიელდა მტრის შემოსევების გამო. რუსმა ოკუპანტებმა მე-19 საუკუნის 20–იან წლებში ჩამოასახლეს გერმანელი კოლონისტები და შექმნეს გერმანული კოლონია, სახელად ელიზაბეტალი, როგორც საკუთარი პოლიტიკის ერთგვარი დასაყრდენი. ელიზაბეტალი სოფელს ერქვა მე-20 საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი — ასურეთი. ამ კოლონიის მოსახლეობა სიხარულით შეეგება მე-11 არმიის შემოსვლას. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია ძველი გერმანული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871 წელს. აქ გერმანული დასახლება არსებობდა 1941 წლამდე, ვიდრე ი. ბ. სტალინის ბრძანებით გაასახლებდნენ მათ საქართველოდან. აქვეა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს ასურეთში ჩამოასახლეს ამბროლაურისა და ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/10/19
    დაბრუნება
    • 06/10/19