ბიუჯეტი

ID: 56155
1
2
3
4
5
6
7
8
9

ზარზმა ჭულე აბასთუმანი ობსერვატორია თამარის ციხე და ა.შ

29 GEL

კონტაქტი

თბილისი
.
555407650

მდებარეობა - ხანგრძლივობა

ტურის გამართვის პერიოდი

05/10/19 - 05/10/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა

კონტაქტი

თბილისი
.
555407650

გაზიარება

,,საქართველო ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს სამცხეში.

1. ზარზმის სამონასტრო კომპლექსი მე-7-9 სს.
2. ჭულეს წმ. გიორგის მონასტერი მე-14 ს. და ჩანჩქერი
3. აბასთუმნის თამარის ხიდი მდ. ოცხეზე მე-9-11 სს.
და შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი.
4. აბასთუმნის თამარის ციხე და ეკლესია მე-9-11 სს.
5. აბასთუმნის ობსერვატორია (ტელესკოპით დავაკვირდებით პლანეტებსა და ვარსკვლავებს).

✔ 5 ოქტომბერი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება: 29 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
2 კმ. მარტივი, ტყის ბილიკზე.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

✔ ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

✔ ტურის ღირებულებაში არ შედის:
ობსერვატორიის ბილეთი:
ზრდასრულები - 6 ლარი.
მოსწავლეებიი და სტუდენტები - 3 ლარი.

ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20
სთ. გავდივართ 6:40 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. მეტრო მუშაობს დილის 6:00 სთ-დან. 20 - 30 წუთში ნებისმიერი მეტრო სადგურიდან თავისუფლად მოხვალთ რუსათველზე.)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 
 

✔ ზარზმის სამონასტრო კომპლექსი მე-7-9 სს. თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს. ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექამანდატურთუხუცესის დროს. მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტერში მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.ზარზმის მონასტერის საძვალეში ინახება მონასტერში მოღვაწეთა ნაწილები. მათ შორის ასევე არის მე-10 საუკუნის უხრწნელი გვამიც.

✔ ჭულეს წმ. გიორგის მონასტერი მე-14 ს. გუმბათოვანი ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წელს. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის ზემოთ, განირჩევა რამდენიმე მამაკაცის პორტრეტი. ესენი ჯაყელები არიან, რომლებიც საფარასა და ზარზმაშიც გვხვდება: სარგის-საბა, ბექა I, სარგის II, ყვარყვარე I, აქვეა გამოსახული მეხუთე პირიც, ბექას უმცროსი ვაჟი შალვა.

✔ აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. IX-X საუკუნეებში მას „ოძრხედ” მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა „ოცხე”, XIX საუკუნიდან „აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. სახელწოდება „აბასთუმნის“ შესახებ არის მრავალი ლეგენდარული გადმოცემა. მაგალითისათვის ზისერმანი – „თბილისის გუბერნიის აღწერაში“ აბასთუმანს მოიხსენიებს და ამბობს: „აბასთუმნის თბილ წყლებში შაჰ-აბასი ბანაობდა, უცებ თავს წამოადგა დიდძალი მტერი. შაჰ -აბასმა ჩაცმაც ვეღარ მოასწრო რიგიანად. ასე, რომ პერანგის ამხანაგი იქ დარჩა. ხალხმა დაინახა და დაიძახა: „აბასის თუბანი, აბასის თუბანიო!“ (თუბანი-ოსმალურად ქვედა საცვალს ჰქვია, თითქოს აქედან მოდის სახელწოდება აბასთუმანიო). ხალხური გადმოცემით აბასთუმნის სამკურნალო წყლების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ამავე წყაროს მიხედვით ალექსანდრე მაკედონელი აბანავებდა მასში თავის მხედრებს და კურნავდა მათ ჭრილობებისაგან.

✔ აბასთუმნის თამარის ციხე მე-9-11 სს. ციხის სიგრძეა 50 მ, სიგანე 15 მ. აქვს ორი მრავალსართულიანი კოშკი. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით. წყობაში ჩანს სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი.

✔ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით. აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

მსგავსი ტურები
Самцхе-Джавахети (Вардзия, Зеленый монастырь, замок Xертвиси, Рабат, Боржоми)
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ვიპ ბორჯომი - ბაკურიანი borjomi-bakuriani
planebed2caseeatumbrellamen
250 GEL
ბორჯომი - მწვანე მონასტერი - რაბათი - ხერთვისის ციხე - ვანის ქვაბები - ვარძია.
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ვარძია - ვანის ქვაბები - ხერთვისის ციხე - რაბათი - მწვანე მონასტერი - ბორჯომი . . .
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
სამცხე–ჯავახეთის ერთ დღიანი ტური
planebed2caseeatumbrellamen
27 GEL
ერთდღიანი ტური სამცხე-ჯავახეთში 50 ლარად.. ბორჯომი-მწვანე მონასტერი-რაბათი-ვარძია
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ტური კავახეთში : ვარძოა - ვანის ქვაბები - ხერთვისის ციხე - რაბათი - მწვანე მონასტერი - ბორჯომი ,
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ბორჯომი - მწვანე მონასტერი - რაბათი - ხერთვისის ციხე - ვანის ქვაბები - ვარძია
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
დაშბაშის კანიონის და ჯავახეთის ტბების 1 დღიანი ტური
planebed2caseeatumbrellamen
20 GEL
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა