national delicacy

ჭერემი, ზიარის ტბა, ახტალა, ზეგაანი

  • ID: 55572
  • ნახვები: 5747
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/09/19
    დაბრუნება
    • 15/09/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ 15 სექტემბერს ვახტანგ გორგასლის ეპოქაში მიემგზავრება. ქალაქი მე-5 საუკუნეში დააარსა მეფე ვახტანგ გორგასალმა. ისტორიული წყაროების ცნობით, "ჭერემი იყო ქალაქი, სადაცა აღაშენა გორგასალმა ეკლესია დიდშენი და ქალაქი მყარი და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით კახეთისა". საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️ და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს.

1. ზიარის ტბა, ლამაზი ადგილი ფოტოსესიისთვისა და განტვირთვისთვის.
2. ახტალა – საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტი. დავათვალიერებთ მხოლოდ ეზოს, სადაც სამკურნალო ტალახი მოიპოვება.
3. ზეგაანის მონასტერი - მე-5-7 სს. მდებარეობს ულამაზეს ტყეში, გამოირჩევა სიმყუდროვით, სიწყნარით. აქ ზუსტად მონასტრისთვის შესაფერისი გარემოა.
4. ჭერემი, ისტორიული სოფელი, ვახტანგ გორგასლის ეპოქა, ზ.დ. 1000 მ:
✔ მამა დავითის ეკლესია (მე-6-7 სს.), გარშემო იდუმალებით მოცული ტყე და ძველი საფლავები.
✔ წვეროდაბლის წმინდა გიორგი (მე-6-7 სს.).
✔ წმ. ბარბარეს ეკლესია (მე-5-7 სს.).
✔ ჭერემის ციხე, ვახტანგ გორგასლის სამეფო რეზიდენცია.
✔ კვირიკეს სალოცავი.
✔ ღვთისმშობლის საეპისკოპოს ტაძარი (მე-5 ს.).
✔ ეპისკოპოსის სასახლის ფრაგმენტი (მე-5 ს.).
✔ წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (გვ. შუა საუკუნეები).

✔ 15 სექტემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი.

ფეხით სასიარულო (ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში):
6 კმ. მარტივი, ტყეში სასეირნო.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ახტალა – საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. მას მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი (მე-18 ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (მე-19 ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (დაარსდა 1928) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

✔ ზეგაანის მონასტერი - კომპლექსი მოიცავს მე-5 საუკუნის წმ. მარინეს ეკლესიას, რომელიც მე-16 საუკუნეში მოიხატა, მე-6-7 საუკუნეების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამეკლესიან ბაზილიკას, სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოებს, მარანსა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებს. მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი. მდებარეობს ტყეში.

✔ ჭერემი აღმოსავლეთიდან მომავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა (ხორნაბუჯი, ველისციხე, ჭერემი, უჯარმა), ჭერემზე გადიოდა აგრეთვე შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა - ველისციხე-ჭერემი-ჩაილური. ჭერემი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სიმაგრე იყო ქართლთან პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ პოლიტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ ჭერემმა დაკარგა სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. V საუკუნის ბოლოს, ირანის ჯარის მიერ დარბევის შემდეგ, უფრო დაქვეითდა, შეუნარჩუნდა მხოლოდ რელიგიური ცენტრის სტატუსი. 1757 წლიდან ფეოდალების თავდასხმების შედეგად გაპარტახებული ჭერემის მხარე, ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქიის მიწები ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს გადაეცა. სოფლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭერმისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე, შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი - საეპისკოპოსო ტაძარი, ეპისკოპოსის სასახლე, III-VII საუკუნეების ქვის სამარხები და კიდევ ერთი ნაგებობის ნანგრევები. ძველ სასაფლაოზე დგას ძლიერ დაზიანებული მამა დავითის სამეკლესიიანი ბაზილიკა. წმინდა ბარბარეს დარბაზული ტიპის ეკლესიისა და წვეროდაბლის სამეკლესიანი ბაზილიკის ახლოს გამოვლინდა გალავნიანი ციტადელი, ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭე, დარბაზები, სამეურნეო ნაგებობები, ციხე-დარბაზი.

✔ მამა დავითის ეკლესია (მე-6-7 სს.), ეს ტაძარი სოფლის ძველ სასაფლაოზე დგას. მის შესახებ ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი. ის სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა. ნაგებობის ჭერი მთლიანად ჩაქცეულია. შედარებით უკეთ არის შემორჩენილი ცენტრალური ნაწილი, საკურთხევლის მთელი სიმაღლით. ეკლესია მე-6-7 საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკის ჯგუფს მიეკუთვნება.

✔ წვეროდაბლის წმინდა გიორგი (მე-6-7 სს.). წვეროდაბლის წმინდა გიორგი სამეკლესიიანი ბაზილიკაა და თარიღდება მე-6-7 საუკუნეებით. გიორგი ჩუბინაშვილის მოსაზრების საპირისპიროდ, ნიკო ჩუბინაშვილი თვლის, რომ წვეროდაბლის ეკლესია ამჟამად წარმოადგენს სამეკლესიიან ბაზილიკას, თავდაპირველად კი დარბაზული უნდა ყოფილიყო და მე-5 საუკუნის ძეგლად მიიჩნევს. მისი აზრით, სწორედ ის უნდა იყოს ვახტანგის მიერ აგებული საკათედრო ტაძარი. ის მართლაც გამორჩეულია. აქვს სამლოცველო ნიში და "სასანთლე".

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/09/19
    დაბრუნება
    • 15/09/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა