national delicacy

ხადას ხეობა

  • ID: 55545
  • ნახვები: 2180
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/09/19
    დაბრუნება
    • 14/09/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ხადას ხეობაში.

კოშკების მისტიური საუფლო და მთებში ჩაკარგული ულამაზესი სოფლები, ყვავილებით მოფენილი ბილიკები და ჩუხჩუხა გრილი ჩანჩქერები. 

„არ ვიცი ხანდო-ჭართალი, გუდამაყარი სად არი,
ხადაში გამიგონია სამოცი ციხე მაგარი“.

„ნასოფლარი ბევრი მინახავს, განსაკუთრებით მთაში. დავმჯდარვარ რომელიმე სახლის ჩამოტეხილ თავიხეზე და სიჩუმესათვის მომისმენია. თითქოს მღერის მიტოვებული სახლი. არ ემღერება, მაგრამ გულში მაინცა მღერის. ეს სიმღერა სიმარტოვის სიმღერაა, ანდა მოლოდინის. ჰო, ჰო, უფრო მოლოდინის…სიჩუმეზე უფრო ჩუმია და იმედზე უფრო იმედიანი, მოლოდინის სიმღერა. მოგისმენიათ? თუ არა, ნახეთ ნასახლარებად ქცეული საქართველო და თქვენ გაიგონებთ ამ სიმღერას.

ამჯერად თქვენს ყურადღებას საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს - ხადას ხეობას მივაპყრობთ.

: ნაღვარევის წმ. გიორგი მე-12 ს. (ტაძარი, სადაც 1795 წელს, კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა ფიცი დადო).
ტაძარი ადრე მთიდან გადმოჰ­ყურებდა ხეობას. მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია.
: ხადას ვეძა (მჟავე წყლები) და ლომისის ნიში.
: ხადას ხეობის ჩანჩქერები
: სოფლები- წკერე,ზაქათკარი, ციხიანი, გომურნი.
: ხადას მთავარმოწამე ( სოფ. ბეგოთკარი)
: ხადას ხეობის ციხე კოშკები
: შავი და თეთრი არაგვის შესართავი
: ანანური (ჯგუფის სურვილის შემთხვევაში)

✔ 14 სექტემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი
 ფეხით სასიარულო ერთი გზა 4-5 კმ. ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში - 9-10 კმ. მარტივი სირთულის.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). შუადღით ერთად ვიპიკნიკებთ ჩანჩქერთან. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

 ტურის შემდეგ ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავაგემოვნებთ ხინკალს.

 

„ხადა“ ნიშნავს მთას, მთიან ადგილს, ვარაუდით მისი ძველი სახელწოდებაა წილკანი. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით ხადა იგივეა, რაც ციკარა („ადგილი კლდოვანი და 60 კოშკოვანი“).
ხადა — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მდინარე მთიულეთის არაგვის სათავეებთან (მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თავსდება ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მცირე ნაწილი — ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე), ისტორიული თემი.
ხადის ხევი დასახლებულია ნეოლითის ხანიდან. შუა საუკუნეებში ხადა უპირატესად არაგვის საერისთავოს შემადგენელი ნაწილი იყო. XIII საუკუნის დასაწყისში ხადელები თამარ მეფის ხელისუფლების დასაცავად ებრძოდნენ აჯანყებულ დიდოელებსა და ფხოველებს. XIII საუკუნის დასასრულს ხადა გახდა მონღოლთა დამსჯელი ჯარის თარეშის ობიექტი. მთიულეთის აჯანყების (1804) დროს პირველი შეტაკებები მთავრობის ჯარებთან ხადაში, სოფელ კაიშაურნთან (ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი) მოხდა.
ხეობის მთებზე შეფენილ სოფლებს უცნაური და რთულად წარმოსათქმელი სახელები ჰქვია: ბენიათბეგონი, როსტიანი, მუღურე, იუხო, წკერე…
ხეობა ერთხელ გატეხეს მონღოლთა შემოსევის დროს, ისიც 60-დან 25 კოშკი აიღეს მხოლოდ… ხადა მონღოლთა დამსჯელი რაზმის თარეშის ობიექტი გამხდარა, რადგან იქ, მეფე დავით ულუ იყო გამაგრებული. სწორედ ხადიდან დალაშქრა და ჩაახშო თამარ მეფემ დიდოელთა და ფხოველთა აჯანყება მხარგძელის მეთაურობით… კრწანისში დამარცხებული მეფე ერეკლეც ხადაში მიუყვანიათ, სადაც რამდენიმე ხანი დაჰყო. ამბობენ, რომ ხადის ხეობის ყველა კოშკში დღემდე სიწმინდეები ინახება. მათში შესვლა, მხოლოდ სახატო დღესასწაულებზე და ისიც, მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ყველაზე მთავარ კოშკთან, რომელიც დასახლებული უბნებისაგან ყველაზე შორს და მაღლა მდებარეობს, ადრე ოქროს ყოჩები ბალახობდნენ და სწორედ ეს ოქროს ყოჩები იცავდნენ ხეობას ყოველივე ბოროტისაგან.
შუა ხეობაში დიდი ვულკანია გაქვავებული, რომლის ასაკიც არავინ იცის და მის ძირიდან ბუნებრივი გაზიანი სასმელი წყალი ამოდის, რომელიც ბევრ დააავადებს კურნავს. „ვეძას წყალს“ უწოდებენ. წლების წინ ამ ვულკანის თავზე ეკლესია იდგა, რომელიც გადმოცემის თანახმად, ოსებმა დააანგრიეს და მოიპარეს ხატი. ეხლა მხოლოდ კედლების ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ბევრი სალოცავია ხადაში და ბევრ დღეობას აღვნიშნავთ. ასეთი ნათქვამია: „ხადას ვერ დადგები ისე, რომ სალოცავს ზურგი არ აქციო“-ო.

დაღონებულხარ ხადაო
რაც არ გიხდება ძალზედა
თვითონვე ჭირად მოელი
ფიფქის ჩამოყრას მთაზედა
იცი, რომ მარტო დარჩები
მიგატოვებენ შვილები
თოვლი აქ ყველას აშინებს
თუ გზებს შაუკრა პირები
ხანია შემოდგომისა,
მაგიტომ დაიბღვირები,
მაგიტომ იხვევ ნისლებსა
არ დაჩნდეს თოვლის ღილები.
მაოწყენ მარტო დარჩები
გაგითეთრდება თმებია,
ზამთარმა სულ ეგრე იცის
ზოვს შამაიბერტყს მთებია
ცოტას ნადირი გაგართობს
შამოგყმუვლებენ მგლებია
დარდობენ ცხორის წასვლასა
მშივრები იარებიან.
გაზაფხულიც ხომ დადგება,
ფიფქები რომ გაქვრებიან,
შაიმოსები მწვანედა
ხევები ამღერდებიან.
დაგიბრუნდება ხალისი,
შვილებიც დაბრუნდებიან
იბრუნებ ძველსა იერსა
მინდორნი გაჰყვავდებიან.

✔ ნაღვარევის წმ. გიორგი - ტაძარი, სადაც 1795 წ. კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა ფიცი დადო, რომ იბრძოლებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და დაბრუნდებოდნენ გამარჯვებულები ან ბრძოლის ველზე გმირულად დაეცემოდნენ. არც ერთი მათგანი უკან არ დაბრუნებულა, 300 მთიული გმირ არაგველებად შემორჩა ისტორიას.
ნაღვარევი დუშეთის რაიონში ერთი პატარა სოფელია, ნაღვარევი, არაგვს გაღმა-გამოღმა მთებს­ შუა ხეობას შეფენილი, ზამთარ-ზაფხულ მშვენიერი და იდუმალი. გზის პირას, სოფლის ბოლოს, მე-12 საუკუნის პატარა ტაძარი დგას.
თურმე ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ადრე მთიდან გადმოჰ­ყურებდა ხეობას. მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია... სხვადასხვა ცნობა ადასტურებს, რომ ნიაღვრით ჩამობრძანებული ეს ეკლესია სამეფო კარის სალოცავი
იყო და არა სამრევლო... მე-16 საუკუნეში მისთვის გამაგრების მიზნით სამრეკლო მიუშენებიათ.
300 არაგველის ფიცი:მთიულეთს ბატონი არ ჰყოლია, ის მეფეს ემორჩილებოდა. საერთოდ, მთიელნი ლომისის ტაძრის ყმებად იწოდებიან. როცა მათ მეფე შიკრიკის პირით იხმობდა, არაგვის ხეობის მებრძოლები იკრიბებოდნენ ნაღვარევის ეკლესიაში და აქ დებნენ სამშობლოს ერთგულების ფიცს, რადგან დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებდნენ ლომისის მთის წვერზე ასვლას. გადმოცემით, კრწანისის ველისკენ წასვლამდე არაგველმა მებრძოლებმა ხატს ბარძიმი შესწირეს. ეს ცნობა დასტურდება ჯანაშიას მუზეუმში დაცული ექსპონატით, რომელიც კრწანისის ომის წლისთავზე ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს, არაგველების შთამომავლებთან ერთად, მათი სულების საოხად, ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეუწირავს. მასზე ამგვარი წარწერაა:
"შენ წმინდისა და დიდებულისა მთავარმოწამისა გიორგისა ეკლესიასა ლომისად წოდებულისა. თასი ესე მსასოებელმა მფარველობისა შენისამან ყოვლისა საქართველოსა მეფის ირაკლის მეორის ძემან ვახტანგ მპყრობელმან არაგვისამან ოდეს ჩღჟზ წელსა აღამაჰმადხანის მეორედ მომავლობა გვეგულებოდა და ჩვენ შენს დღესასწაულზე მოვედით და არაგველნი სრულ აქ გვახლდნენ და შენი დიდებული ბავარაყი ნაღვარევის ეკლესიაში ჩამოვასვენეთ და იქ იფიცეს ერთობით არაგველთ ჩვენს ერთგულებაზედ და უნაკლოდ ლაშქრობაზედ და თუ ვინმე შემსახიზნავად სულ იყვნენ იმის კეთილად დაცვაზედ და ამისათვის შენი დიდებულის ბავრაყის პატივისაცემლად მოგართვით თასი ესე. შეიწირე, მსგავსად მეუფისა შენისა და იოხენ მათთვის, რომელნიც არაგველნი აღამაჰმადხანის ომში მოისრნენ, რათა საუკუნესა ცხოვრებასა ღირს იქმნენ. მისხალნი პ. (80)".
გადმოცემის მიხედვით, მთიულეთში, ხადის ხეობაში, კრწანისის ველიდან დაბრუნდა ერთ-ერთი მებრძოლის დაჭრილი, შუბგაყრილი ცხენი... ახალგაზრდა ვაჟკაცს კი შინ ახალშერთული ცოლი და მამა ელოდნენ... ამ გადმოცემას ლეგენდის სახე აქვს, თუმცა იმ ოჯახის შთამომავლები ინახავენ შუბს, რაც თქმულებას ფაქტით ამტკიცებს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/09/19
    დაბრუნება
    • 14/09/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა