national delicacy

თავკვეთულობა, ვარძია, სარო

  • ID: 55544
  • ნახვები: 4435
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/09/19
    დაბრუნება
    • 11/09/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს თავკვეთულობის დღესასწაულზე, წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს.

1. თავკვეთულა - წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის კლდეში ნაკვეთი ტაძარი, მე-7 ს. (მტკვარზე გადასასვლელად გაკეთებულია ხიდი და წყალში გატოპვა აღარ გვიწევს)
2. ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, მე-12-13 ს.ს.
3. ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია - მე-11 ს.
4. სოფელი სარო - უნიკალური არქიტექტურის კერა, მეგალითები და მთავარანგელოზის ეკლესია მე-7-8 ს.ს.

✔ თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ ხერთვისის მე-10ს. ციხეს.

✔ 11 სექტემბერი, ოთხშაბათი
✔ ტურის ღირებულება: 29 ლარი

ფეხით სასიარულო:
✔ ვარძიაში - 1 კმ.
✔ თავკვეთულა - 500მ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:15 სთ-დან. გავდივართ 6:30 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში.

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი)
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 კაციანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
ვარძიაში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 7 ლ, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ. გიდის მომსახურება ჯგუფზე - 25 ლ.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები, წყალი და ა.შ. შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ გზად.
✔ ვიპიკნიკებთ შუადღეს. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

✔ საროს მთავარანგელოზთა ეკლესია VII-VIII ს.ს. ეკელსია დარბაზულია (გარე ზომებია: 11,9 X 14,1 მ.), ნაგებია ვულკანური წარმოშობის ნაცრისფერი ქვით. შენობის კუთხეები, ღიობების წირთხლები, სარკმლის შემორჩენილი თავსართები ამოყვანილია სუფთად გათლილი ტუფით. ტაძარი გარედან შეთეთრებულია კირხსნარით, ინტერიერი დაფარულია საკმაოდ სქელი ნალესობით. მიუხედავად ამისა, ნათლად იკითხება გვიანდელი, სავარაუდოდ XIX საუკუნის აღდგენა ან გადაკეთება.

✔ ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს.მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა „აქ ვარ ძია!“, და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს „ვარძია“.

✔ ზედა ვარძია XI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია. მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.

✔ თავკვეთულა- იოანე ნათლისმცემლის სახელობის კლდეში ნაკვეთი ტაძარი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე29.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/09/19
    დაბრუნება
    • 11/09/19