national delicacy

თრუსოს ხეობა

  • ID: 55357
  • ნახვები: 4106
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/09/19
    დაბრუნება
    • 08/09/19
დამატებითი ინფორმაცია

,, საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სადაც მოვინახულებთ ულამაზეს თრუსოს ხეობას, მდინარე თერგის ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის.

თრუსოს ხეობა - სამოთხეა დედამიწაზე. ხეობა იშვიათი, ეგზოტიკური სილამაზით გამოირჩევა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება ცად აზიდული კოშკები, ხავსმოკიდებული ნასახლარები და საყდრები. მზის შუქზე ოქროსფერ-მწვანე მდელოები ელვარებს, ბობოქრობს თერგი, აზვირთებულან მთები… ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ, უსასრულო სითეთრით დაფარული ხეობა ზაფხულში ბართან კონტაქტს აახლებს და მნახველებს ელოდება. წინ ყველაზე დიდი სილამაზე და სიამოვნება გელოდებათ…მიდიხარ და იკარგები თვალუწვდენელ მთებში. არ გტოვებს განცდა, რომ უდიდესი სიმდიდრის, ძალაუფლების პატრონი ხარ… ხეობის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე მინერალური წყლებია. ალბათ ბევრი არ გსმენიათ თრუსოს ვეძას შესახებ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მჟავე წყალი, რომელიც აქ ამოდის, ბევრ დაავადებას კურნავს. სასწაულია იმის ნახვა, როგორ ჭრის კლდეს და შენს თვალწინ იბადება პატარა წყარო. თრუსოს ხეობაშია „უძირო ტბა“. მწყემსები ამბობენ, ამ ტბას ძირი არ აქვს, რადგან მის ნაპირზე ძველად დათვი მოუკლავთ, რომელიც ტბაში გადაეშვა და ისე ჩაიკარგა, კვალიც ვეღარ იპოვესო. სწორედ ამ ამბის მერე დაარქვეს ტბას „უძირო“. თრუსოს ხეობის მცველები დედები არიან. გალობენ, ლოცულობენ და დაუღალავად შრომობენ. თრუსოს დედათა მონასტრის ამბები ბევრმა არც იცის… დედებმა დღემდე ურთულესი გზა გაიარეს. ალბათ წარმოგიდგენიათ ზამთარი თრუსოს ხეობაში და იქ ეულად, უფლის იმედად დარჩენილი დედები… ❤

: ქასარას კანიონი
: თრუსოს ტრავერტინები და მჟავე წყლები
: ნასოფლარ კეტრისს (კეტრისის ტრავერტინები)
: ციხე - სოფელი აბანო (დედათა და მამათა მონასტრები)
: ციხე - სოფელი ზაქაგორი
: თრუსოს უძირო ტბა

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
17 კმ. სალაშქრო ბილიკი არის მარტივი. სულ სწორ რელიეფზე.

აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობა!

✔ 8 სექტემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). შუადღით ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

ტურის შემდეგ ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავაგემოვნებთ ხინკალს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/09/19
    დაბრუნება
    • 08/09/19