national delicacy

კლდეკარი, ბედიანი, ამლევი და ა.შ.

  • ID: 55353
  • ნახვები: 2608
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/09/19
    დაბრუნება
    • 04/09/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ინფო ტურს.

გასვლა არის არაკომერციული. ვდებთ მხოლოდ დელიკის (საწვავის) და მძღოლის თანხას.
მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4).

1. კლდეკარის ციხესიმაგრე -
კლდეკარიდან ხელისგულივით მოჩანს, როგორც სამხრეთის, წალკისა და მანგლისის მიდამოები, ისე ჩრდილოეთის - მდინარეების ტანისა და თეძმის ხეობები. მდებარეობდა მნიშვნელოვან გზასაყარზე, იქ სადაც გაპობილი კლდე გასასვლელს ქმნის (აქედან სახელწოდებაც კლდეკარი ე. ი. კლდის კარი). კლდეკარის ციხე ააგეს მას შემდეგ რაც არგვეთელი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში IX საუკუნის 70-იან წლებში თრიალეთში გადავიდა. მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე კლდეკარის საერისთავოს ცენტრი იყო. საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ, რომელიც ვერ ეგუებოდა ბაღვაშთა პოლიტიკური სიძლიერის ზრდას, რამდენიმეჯერ ჩამოართვა მათ კლდეკარის ციხე.

2. ამლივის (ამლევი) კომპლექსი - ეკლესიაზე დაცული სამშენებლო წარწერის თანახმად ბარათაშვილების საგვარეულო შტოს წარმომადდგენელმა პაპუნა გოსტაშაბიშვილმა 1683 წ. გიორგი XI მეფობის პერიოდში ააგო კარის ეკლესია, სამრეკლო, სასახლე და რამდენიმე სამეურნეო ნაგებობა.

3. ბედიანის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა სტავროპიგიალური მონასტერი. მე-14-15ს.ს.

თუ მოვასწარით დავამატებთ
4. ბარეთის ტბა
5. გოხნარის ტბა
6. გოხნარის ეკლესია

✔ 4 სექტემბერი, ოთხშაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 35 ლარი

რაც შეეხება ფეხით სასიარულოს, დაახლოებით 4 კმ. ჯამში.

ვიკრიბებით: მეტრო ისანთან.
6:30 სთ. გავალთ 6:45 სთ.
(მეტრო მუშაობს დილის 6:00 საათიდან და თავისუფლად მოასწრებთ მოსვლას).

საკვები შეიძინეთ წინა დღეს. მაღაზიაში არ გავჩერდებით დრო რომ არ დავკარგოთ.

გთხოვთ პრეტენზიულები და წუწუნები ნუ წამოხვალთ
ამ ტურში. გასვლა არის მეგობრული სახის, არაკომერციული და ჩვენც თქვენსავით ვდებთ ტურის თანხას.

გაითვალისწინეთ რომ ასეთ გასვლებს არ ვიმეორებთ. ერთხელ გეძლევათ შანსი მაქსიმალური ნახოთ უმცირეს ფასად.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. ამინდზე პრეტენზიები არ განიხილება.

რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ 5 კაცის წაყვანა შეგვიძლია.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/09/19
    დაბრუნება
    • 04/09/19