national delicacy

ინფო ტური: ალევის სამება, ავენისი

  • ID: 55181
  • ნახვები: 1491
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/19
    დაბრუნება
    • 28/08/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ინფო ტურს.

რას ნიშნავს ინფო ტური:
ტურში ჩამოთვლილ რამოდენიმე ადგილას ჩვენც პირველად მივდივართ, მაგრამ წინასწარ გვაქვს შესწავლილი ყველა ადგილის ისტორია.

გასვლა არის არაკომერციული. ვდებთ მხოლოდ დელიკის (საწვავის) და მძღოლის თანხას.მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4).

ალევის სამებაში მსახურობს ბერი, რომელმაც მომნათლა და მას შემდეგ წლებია ვეძებდი, თუ სად მსახურობდა და შემთხვევით აღმოვაჩინე. ვისაც სურვილი გექნებათ მცირეოდენი შესაწირი წავუღოთ.

ადგილები შეზღუდულია. მხოლოდ 6 ადგილი გვაქვს ტურზე.

მძღოლი გამოდის რუსთავიდანაც.

1. ალევის სამების მონასტერი "ოქროსკარიანი" - მე-7ს. ახალგორის მუნიციპალიტეტში, კორინთის თემში, სოფელ ზემო ალევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ში აღმართული უნაგირა მთის თხემზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.
ალევის სამება XVII-XIX საუკუნეებში, ვიდრე გაიძარცვებოდა, ძალზე მდიდარი ყოფილა. მას ოქროს კარი ჰქონია. გადმოცემით, ტაძარი მურვან ყრუს დაულაშქრავს და ბევრი ძვირფასი ნივთი წაუღია. იმ ხანებში მის ლაშქარში სნეულება შემოსულა. მისთვის უთქვამთ - თუ ალევის სამებას ჯვრებს არ დაუბრუნებ, შენს ჯარს შავი ჭირი გაწყვეტსო. ასეც მოქცეულა და ტაძრისთვის ოქროს ფარიც შეუბამს. ალევის სამების საკმაოდ მოზრდილ ხის ჯვარს ნუსხური წარწერა ამშვენებს - "მშვიდობაში". მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

2. ხედები ოკუპირებულ ქსნის ხეობაზე (ახალგორის მუნიციპალიტეტი), კავკასიონზე, შერხოტასა და ჭიუხებზე.

3. ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-9-10ს.ს. დუშეთის მუნიციპალიტეტში.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ:
1. ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია - სამხრეთი ფასადის წარწერის მიხედვით, ადრე ამ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესია, 1417 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს განუახლებიათ. მოგვიანებით, XVI-XVII საუკუნის შუა ხანებში, ქაიყუბათის შვილმა ეკლესიისთვის სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენა, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. 1912 წელს ეკლესია ძირეულად შეუკეთებიათ.

2. ბოდორნის სვეტი - კლდის სვეტი არაგვის ხეობაში. სვეტის ქვეშ არსებულ გამოქვაბულს ადრექრისტიანულ ხანაში (V-VII სს.) საკულტო დანიშნულება ჰქონდა. ამ დროს ფართოდ იყო გავრცელებული მესვეტეობა ე.წ. დაყუდებული ბერების მოღვაწეობა.

✔ 28 აგვისტო, ოთხშაბათი. (მარიამობის დღესასწაული, ოფიციალურად დასვენების დღე)
✔ ტურის ღირებულება: 35 ლარი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

რაც შეეხება ფეხით სასიარულოს.
გზა როგორ მდგომარეობაში იქნება იმის მიხედვით ავალთ დელიკით სადამდეც შევძლებთ. შეიძლება ერთი გზა 5 კმ მოგვიწიოს ფეხით ან 1 კმ. წინასწარ არ ვიცით. ამიტომ ვინც წამოხვალთ სალაშქროდაც მზად იყავით ყოველი შემთხვევისათვის.

გთხოვთ პრეტენზიულები და წუწუნები ნუ წამოხვალთ
ამ ტურში. გასვლა არის მეგობრული სახის, არაკომერციული და ჩვენც თქვენსავით ვდებთ ტურის თანხას.

ვიკრიბებით:
დიდუბეში სამთო ქიმიის წინ.
გასვლა 6:30 საათზე.

გაითვალისწინეთ რომ ასეთ გასვლებს არ ვიმეორებთ, რადგან შემდეგ უკვე ცალკეულ ტურებად ვანაწევრებთ ინფო გასვლებზე ნანახ ადგილებს. ერთხელ გეძლევათ შანსი მაქსიმალური ნახოთ უმცირეს ფასად.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/19
    დაბრუნება
    • 28/08/19