მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ 2 დღიან ტურს კურორტ გომისმთაზე ♥
შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 06:30 სთ
გასვლა: 07:00 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
ულამაზესი ხედები ღრუბლების ზემოთ, ცასთან ახლოს ♥
კურორტი გომის მთა ♥
ლამაზი ფოტოები და გართობა არაამქვეყნიურ ადგილას ჩვენზეა, ულამაზესი მზის ჩასვლა ბუნებას და ღმერთს მივანდოთ ♥
აღსაფრთოვანებელი ხედების შემდეგ კი ზღვაზეც ვიჭყუმპალავებთ ;)
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
0 კმ :)
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 50 ლარი
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 240 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
საჭირო ინვენტარი:
კარავი (თუ თქვენ არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ განთავსებას), საძილე, საგებელი, ფანარი, მზისაგან დამცავი კრემი, ანტიკოღი ;) სათვალე, კეპი, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის
აფთიაქი - თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.
... და ბოლოს არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა ♥
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
გასვლა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი