national delicacy

ტაბაწყური - ცხრაწყაროს უღელტეხილი

  • ID: 54872
  • ნახვები: 5223
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/19
    დაბრუნება
    • 28/08/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ 28 აგვისტოს იმოგზაურებს ჯავახურ ზღაპარში, რომელსაც ტაბაწყური ჰქვია. ბაკურიანის შემდეგ გზად გავივლით ცხრაწყაროს უღელტეხილს, რომელიც საოცარი ხედებით გამოირჩევა, შემდეგ ჩავალთ ტაბაწყურში, რომელიც ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულს წარმოადგენს და აქაც დავტკბებით ულამაზესი ხედებით და წმინდა ანკარა წყლის სილამაზით.

1. დაბის წმ. გიორგის ტაძარი, მე-14 ს.
2. ცხრაწყაროს უღელტეხილი - ზ.დ. 2462 მ. გამოირჩევა ულამაზესი ხედებით.
3. სოფ. ტაბაწყური - იგი ნახევარკუნძულზეა გაშენებული და იშიფრება, როგორც ტბის (ტაბის) ყურე, იგი ტბაშია შეჭრილი.
3. ტაბაწყურის ტბა - ზ.დ. 2000 მ. შემოსაზღრულია მთებით, წყალი არის მტკნარი. წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.
4. ტაბაწყურის "წითელი" საყდარი, განვითარებული შუა საუკუნეები.

თუ დრო დაგვრჩა, დავამატებთ:
1. ეიფელის ხიდი - 1897 წ.
2. ტიმოთესუბნის მონასტერი - მე-12-13 სს.

⚠️გაითვალისწინეთ, ცხრაწყაროს უღელტეხილის უმაღლესი წერტილი არის დაცული ტერიტორია და ტურის თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

✔ 28 აგვისტო, ოთხშაბათი (მარიამობა, ოფიციალური დასვენების დღე).
✔ ტურის ღირებულება: 28 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
დაბის წმ. გიორგიზე: 500 მ. მარტივი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ დაბის წმ. გიორგი, მე-14 ს. - ეკლესია დაბურულ ტყეში დგას და სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. დასავლეთ შესასვლელის თავზე შესრულებულია წარწერა: „ინდიქტიონისა მეფეთ–მეფე გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტისა, სიტყვისა ღვთისა ხორცშესხმის მიზეზით, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფის გიორგისა მე მოლარეთუხუცესმა“. ე.ი. დაბის ეკლესია 1333 წელს გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს აუშენებია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა.

✔ ცხრაწყაროს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე 2462 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით და მათი პიროკლასტოლითებით. მიდამოები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით. ცხრაწყაროს უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს.

✔ ტაბაწყური, ტაბისყური — ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 2000 მ. წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. ტბის გარშემო გაშენებულია სოფლები ტაბაწყური და მოლითი. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით.

✔ გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე ე.წ ეიფელის ხიდი,რომელიც აგებულია ბორჯომ- ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე. იგი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, პარიზში დადგმული, ცნობილი “ეიფელის კოშკის” ავტორს ალექსანდრე გუსტავ ეიფელს. ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე ცემისწყალზე. ადგილზე ხიდის მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი – ბაკურიანი, პირველმა ,,კუკუშკა” მატარებელმა გაიარა. ,კუკუშკა” დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს. ხიდს ხალხში დღესაც „ეიფელის ხიდს“ ეძახიან.

✔ ტიმოთესუბნის მონასტერი - მე-12-13 სს. აგებულ იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერ. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე. პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.). მონასტრის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობების ნანგრევები. ნაგებია მოვარდისფრო „ქართული აგურით“. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა-შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე28.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/19
    დაბრუნება
    • 28/08/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა