national delicacy

ალანია-კრუიზი ხმელთაშუა ზღვაზე-ხათუსა-კაბადოკია 18-24 აგვისტო!

  • ID: 54245
  • ნახვები: 9431
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/12/21
    დაბრუნება
    • 24/08/19
დამატებითი ინფორმაცია

მოინახულეთ მსოფლიოს VIII საოცრება კაპადოკია და ხეთების უძველესი დედაქალაქი ხათუსა, დაისვენეთ 3 დღე ალანიაში - ,,კლეოპატრას ცნობილ პლიაჟზე!
თარიღი: 18-24 აგვისტო,2019
6 ღამე/7 დღე
ღირებულება: 695 ლარი (2 ჯერადი კვებით HB)
საკონტაქტო: Mob/Viber : +995 597 11 88 14; (ნატა); 593 33 00 49 (სალომე) +995 595 22 38 48
ტურის მოკლე აღწერა:
მოგზაურობას ვიწყებთ ტრაპიზონიდან,სადაც მოვინახულებთ კომნენოსთა დინასტიის მიერ აშენებულ მცირე აია სოფიას ტაძარს,გზას გავაგრძელებთ კაპადოკიისაკენ. უძველესი ანატოლიის მიწაზე, ,,ლამაზი რაშების ქვეყანაში" იხილავთ მსოფლიოს მე-8 საოცრებას-ვულკანური წარმოშობის ბუნებრივ ძეგლებს და კლდეში ნაკვეთ ქალაქებს.
კაპადოკიიდან გავემგზავრებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქ. ალანიაში, სადაც დავისვენებთ 4 დღის განმავლობაში და მოვაწყობთ ეგზოტიკურ კრუიზს მეკობრეების გემით.
ალანიიდან გამოვემგზავრებით უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევისკენ და ვეწვევით ხეთების დედაქალაქ - ხათუსას, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ანატოლიაში, თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის, ყიზილ-ირმაქის (ჰალისი) ნაპირებზე.

I დღე:
9:00  გასვლა თბილისიდან (რესპუბლიკის მოედანი, სასტუმრო ივერია, ველოსიპედის ძეგლიდან.)
17:00 - 18:00 საზღვარზე გადასვლა
ტრაპიზონი- მცირე აია სოფოას ტაძარი.
შესვენება-თავისუფალი დრო (1 საათი)
გამგზავრება კაპადოკიისკენ

II დღე:
9:00 ჩასვლა კაპადოკიაში დილით.
ნომრებში განთავსება. დასვენება 4 საათი
დღის ექსკურსია:
ვესტუმრებით წმ. ნინოს სოფელს, მოვილოცავთ ეკლესიას და სახლს სადაც იზრდებოდა წმ. ნინო.
გორემე - ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ (კლდეში ნაკვეთი ეკლესიების მოლოცვა X-XV სს.)
,,მონქის ხეობა” –მსოფლიოს მე–8 საოცრება,ვულკანური წარმოშობის ძეგლები. აქლემებით გასეირნება...
,,სილვერშოპი” (სუვენირების ბაზრობა)
საღამოს გასეირნება ეგზოტიკურ ქალაქ ავანოსში(ყველაზე წყალუხვი და დიდი მდინარე თურქეთში, კიზილ ირმაკი,რომელსაც მოქანავე ხიდით გადავკვეთავთ, და ვეწვევით ფარნების ქალაქს...) გარემოში/თავისუფალი დრო
ვიზიტი კერამიკულ სახელოსნოში, მასტერკლასი...(უფასოდ!)
დაბრუნება სასტუმროში,ღამისთევა. (Mustafa hotel 4*)

III დღე:
8:00 -09:00 საუზმე
09:00 ნომრების დაცლა
11:00 ექსკურსია კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქში.(სერჰათლე)
12:00 გამგზავრება ალანიაში
19:00 ჩასვლა ალანიაში/ვახშამი
განთავსება ნომრებში
გასვლა სანაპიროზე/თავისუფალი დრო
(სასტუმრო მდებარეობს კლეოპატრას ცნობილ პლიაჟზე!)
ღამისთევა სასტუმრო Miray Hotel Kleopatra beach Alanya 3*

IV დღე
ქ. ალანია
8:00-10:00 საუზმე
გასვლა ,,კლეოპატრას” ცნობილ პლიაჟზე (სურვილის მიხედვით)
დასვენება/თავისუფალი დრო
ღამისთევა სასტუმროში

V დღე
8:00-10:00 საუზმე
12:00-18:00 ეგზოტიკური კრუიზი მეკობრეების გემით / ,,მეკობრეების გასართობი შოუ”
(სურვილის მიხედვით)
ღამისთევა/ვახშამი სასტუმროში Miray Hotel Kleopatra beach Alanya 3*

VI დღე
08:00-9:00 საუზმე
თავისუფალი დრო ზღვაზე.
12:00 გამომგზავრება ,,ათასი ღვთაების ქვეყნისაკენ"
ჩასვლა ქ. იოზგატში. დასვენება, ღამისთევა

VII დღე
08:00 საუზმე.
10:00 ვესტუმრებით ,ათასი ღვთაების ქვეყნის" დედაქალაქ ხათუსას.
ხათუსა (ხათუსას, ხატუშა, ხატუშაშ - თურქ. Hატტუსას) - ხეთების სამეფოს (მის ფუძემდებლად მიიჩნევენ ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისის მცირე აზიის ქალაქ-სახელმწიფოს - ქუსარის მმართველ ლაბარნა I-ს) დედაქალაქია, რომელიც ქალაქად ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევრიდანაა ცნობილი. ლაბარნა I-ის შემდეგ ქუსარაში ლაბარნა II, იგივე ხათუსილი I გამეფდა. მალევე ამ უკანასკნელმა სამეფო ცენტრი გადმოიტანა ხათუსაში და მისი სახელიც სწორედ ამ ქალაქის სახელწოდებას დაუკავშირდა. ხათუსა ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს და გაშენებულია თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის, ყიზილ-ირმაქის (იგივე ჰალისი) ნაპირებზე. ხათუსა 1834 წელს აღმოაჩინეს. 1986 წელს ხათუსას ნანგრევები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.
დღის მეორე ნახევარში გამომგზავრება საქართველოში
00:00 საათზე დაბრუნება თბილისში.
*******************************************
ღირებულებაში შედის:
• მგზავრობა კომფორტაბელური ავტობუსით (გზაში WiFi, ცივი წყალი, ჩაი ან ყავა...)
• ქართულენოვანი სერთიფიცირებული გიდის მომსახურება
• კვება x 2 ჯერადი (შვედური მაგიდა კაბადოკიაში)
• კვება x 2 ჯერადი (შვედური მაგიდა ალანიაში)
• აუზი (კაბადოკიაში და ალანიაში)
• უკაბელო ინტერნეტი თქვენს ნომერში
ღამისთევა სასტუმროებში:
1 ღამე კაბადოკიის 4* სასტუმროში Hotel Mustafa 4 *
3 ღამე ალანიის 3* სასტუმროში Miray Hotel Kleopatra beach Alanya 3*
1 ღამე ქ. იოზგატის 3* სასტუმროში (ლინკს დავდებთ რამოდენიმე დღეში)

ექსკურსიის ღირებულებაში არ შედის:
კვება მგზავრობის განმავლობაში
ტაძრებში და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები ჯამში(60 ლირა=40 ლარი)
*** *** *** *** *** *** *** ***
საჰაერო ბურთით გაფრენა (150-200 აშშ დოლარი)
Turkish Night -აღმოსავლური ცეკვების საღამო და დისკოთეკა.(25 $)
კრუიზი მეკობრეების გემით+შოუ პროგრამა+კვება გემზე 25 $
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან
დაგვიკავშირდით:
(+995) 577 199 270;
(+995) 577 199 192
გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე695.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/12/21
    დაბრუნება
    • 24/08/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა