national delicacy

გურია: გომისმთა - ბახმარო

  • ID: 54168
  • ნახვები: 3352
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/07/19
    დაბრუნება
    • 28/07/19
დამატებითი ინფორმაცია

„წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე…
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი.
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.“
ასეთი შთაბეჭდილება დატოვა გალაკტიონზე გურიის მთებმა. "ფიროსმანი ტურები" 27-28 ივლისს მთიან გურიაში მიემგზავრება. ვნახავთ გომისმთას, სადაინაც იშლება ულამაზესი ხედები, ჩანს ზღვა, გემები, ხოლო ჩვენ მაღლა მთებისკენ, ღრუბლებს ზემოთ მივუყვებით გზას. აქ დავბანაკდებით, ვიხილავთ საოცრებას: მზის ჩასვლასა და ამოსვლას. ეს ყველაფერი ღრუბლებს ზემოდან ხელის გულზე მოჩანს. მეორე დღეს ავალთ ნაძვნარში ჩაფლულ კურორტ ბახმაროში, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება. გზად გავსინჯავთ ორიგინალ ნაბეღლავის წყალსა და ცხრაწყაროს. მოვილოცავთ უძველეს მონასტრებს და რაც მთავარია, გავიცნობთ ადგილობრივ თბილ, მოსიყვარულე და ენაკვიმატ გურულებს, რომელთა ნახვაც გულგრილს არავის დატოვებს. მაშ ასე, ეს საქართველოა, ეს გურიაა!

დღე პირველი:
დილით გასვლა თბილისიდან დილის 05:00 საათზე.
1. ჯუმათის მონასტერი — მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი. მონასტრიდან ფაქტობრივად მთელი დასავლეთ საქართველო ჩანს: კოლხეთის დაბლობი, კავკასიონი, პალიასტომის ტბა, აჭარის სანაპირო ზოლი. მთავარი ტაძარი ადრეფეოდალური ხანით თარიღდება, მოხატულობა მე-16-18 საუკუნეებს განეკუთვნება.
2. აჭის წმინდა გიორგის ეკლესია, მე-13-14 საუკუნეები, უნიკალური ფრესკებით. ეკლესიის აშენების შესახებ არსებობს ლეგენდა. სოფელ აჭს დევი შეეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისთვის. წმინდანმა დევი მოკლა და გააქვავა, ხოლო მადლიერმა ხალხმა მას ტაძარი აუგო.
3. შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი, მე-12 საუკუნე. ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთავრების, გურიელების სამარხ-საცავი. მე-16 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოს თურქთა მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ მიაშენა გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“ (ფერისცვალების სახელობის) რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან მე-16 საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები.
4. კურორტი გომისმთა, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრი. დავტკბებით ხედებით ღრუბლებს ზემოთ, ვიხილავთ ზღვას, გემებსა და ულამაზეს დაისს.
დავბანაკდებით და ღამეს გავათენებთ კარვებში.

დღე მეორე:
დილით ავდგებით 05:30-ზე, დავტკბებით მზის ამოსვლის ცქერით, ავშლით კარვებს, მოვწესრიგდებით და გავემართებით ბახმაროსკენ.
1. ზემო ერკეთის დედათა მონასტერი, მე-9 საუკუნე, უძველესი ფრესკებით. ეკლესია აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ერკეთის ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ.
2. ხიდისთავი, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი.
3. ნაბეღლავი, ორიგინალი მინერალური წყლის დაგემოვნება.
4. კურორტი ბახმარო, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრი. აქ ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის.

✔ 27-28 ივლისი, შაბათი-კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 70 ლარი.

ჩამოსვლის დროის შუალედი: 23:30 – 00:30

ფეხით სასიარულო:
ჯუმათის მონასტერში - ჯამში 7კმ. მარტივი. ტრანსპორტმა შესაძლოა შეგვიმციროს ფეხით გასავლელი გზა ან სულაც ბოლომდე ავიდეს.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 04:45 სთ. გავდივართ 05:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
კარავი, საძილე და პარალონი (სრული აღჭურვილობა).
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

- ჯუმათის მონასტერი — მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი. მონასტრიდან ფაქტობრივად მთელი დასავლეთ საქართველო ჩანს: კოლხეთის დაბლობი, კავკასიონი, პალიასტომის ტბა, აჭარის სანაპირო ზოლი. მთავარი ტაძარი ადრეფეოდალური ხანით თარიღდება, მოხატულობა მე-16-18 საუკუნეებს განეკუთვნება. ლეგენდის თანახმად ჯუმათში ეკლესიის დაარსება უკავშირდება პალიასტომის ტბის გაჩენას და მიმდებარე „პავლიას ტომის“ წარღვნის შედეგად ტბაში დაძირვას. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, გვარად დარჩია, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს, ხოლო დიაკვანი ტაძრის დეკანოზად დააყენეს. ჯუმათის ეკლესია აქაურ მწყემსმთავართა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა, ხოლო საზამთრო რეზიდენცია მდინარე სუფსის ნაპირას მდებარე სოფელი ბოგილი იყო. ზამთარში უგზოობისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი იყო ეპისკოპოსთა ჯუმათში ცხოვრება, ამიტომ ისინი ბარში ინაცვლებდნენ. მე-18 საუკუნეში ჯუმათში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარებიათ გიორგი IV გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს. ამ დროს დატანებული სარკმლები გვიანი შუასაუკუნეების ტიპური ნიმუშებია. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჯუმათის მონასტერი რამდენჯერმე გაიძარცვა. 1924 წლისთვის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. საბჭოთა პერიოდში მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი, იოანე გოგუა ცხოვრობდა, რომელიც 1955 წელს გარდაიცვალა.

- აჭის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-13-14 საუკუნეები. ეკლესიის აშენების შესახებ არსებობს ლეგენდა. სოფელ აჭს დევი შეეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისთვის. წმინდანმა დევი მოკლა და გააქვავა, ხოლო მადლიერმა ხალხმა მას ტაძარი აუგო. აჭის ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან. 2007 წლიდან აქ ამოქმედდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი. ეკლესიის სამხრეთ კარის თავზე ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „წმინდაო გიორგი, მეოხ ექმენ პატრონთ საღირს, რატის და უშანიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭიელსა და გალატოზთა მიქელს და მხეციძესა“. ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით. დასავლეთ კედელზე არის სცენები წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა. ტაძარში ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა თამარ მეფის დროს შექმნილი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელსაც ამკობდა წარწერა: „ჰოი ძელო ცხორებისაო, მეოხ ეყავ შენთა მკობთა დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიასა ღვთის მშენებლისა ოქროსა და ვერცხლის წმიდისა, უფლებასა დედოფლისა თამარისა, ადიდენ ღმერთმან“

- შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - შემოქმედის (მაცხოვრის სახელობის) ეკლესია მე-12 საუკუნეში აიგო, როგორც გურიის მთავრების, გურიელების სამარხ-საცავი. მე-16 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოს თურქთა მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ მიაშენა გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“ (ფერისცვალების სახელობის) რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან მე-16 საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები. მესამე ძეგლია მე-16 საუკუნის სამრეკლო, რომელიც აშენებულია ერკეთელი აზნაური არსენ მგალობლიშვილის მიერ. ეკლესიის კედელზე 1961 წელს აღმოჩნდა წარწერა „გრიგოლ გალატოზთუხუცესსა ბანდასძესა და ...“. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა მე-11-15 საუკუნეებით თარიღდება. შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი. შემოქმედის მონასტერი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი ანუ ლოცვანი და „ფუტკარი“ ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული.

- გომისმთა - ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრი. რელიეფი – მთაგორიანია, კლიმატი კი – საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული — ზომიერად გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15–18 გრადუსი. გომისმთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით (ნაძვი, სოჭი) და წყაროებით. გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. ლეგენდის თანამხად, პირველად მწყემსი თუმანოვი მიადგა გომისმთას განუკურნებელი სენით შეპყრობილ ქალიშვილთან ერთად, რომელიც განიკურნა გომისმთაზე. გომისმთას იყენებდნენ გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად. გომისმთამ, როგორც კურორტმა ყურადღება მიიქცია 1931 წელს, როდესაც ფილიპე მახარაძე ავიდა კურორტზე და დაათვალიერა იგი, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა ბახმაროზე. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად. მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა.

- ზემო ერკეთის დედათა მონასტერი - მე-9 საუკუნის ეკლესია აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ერკეთის ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. მე-18 საუკუნეში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ერკეთის მიმართ. მისი ბრძანებით ააგეს მონასტრის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. იგი გამოსახულია ეპისკოპოსის სამოსლითა და მიტრით ეკლესიის მარჯვენა კედელზე, სათანადო წარწერით. ეკლესიაში შემორჩენილი არის მე-9 საუკუნის კარი და ფრესკები. კედლის მხატვრობა ფრაგმენტულია და საჭიროებს რესტავრაციას.

- ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი - მუზეუმში ძირითადად დაცულია ნოდარ დუმბაძის (1928-1984 წწ.) ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალა: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები, გამოცემები.

- ნაბეღლავი - ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.

- ბახმარო - ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრი. ბახმარო მთის კლიმატური კურორტია, პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. კლიმატური თავისებურებებია: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ - ნახეთ თქვენი მარო. ზამთარში თოვლის საფარი ბახმაროში შვიდ მეტრს აღწევს. ამიტომ გავრცელებულია დაბალი, ბოძებზე შემდგარი და ხისგან აშენებული, ყავრით გადახურული სააგარაკო სახლები, რომლებიც უკეთ უძლებენ დიდთოვლობას. სოფელში დგას მაცხოვრის ფერისცვალების ხის ეკლესია.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე70.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/07/19
    დაბრუნება
    • 28/07/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა