national delicacy

ვლაქერნობა

  • ID: 53806
  • ნახვები: 3180
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/07/19
    დაბრუნება
    • 15/07/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან მომლოცველობით ტურს ვლაქერნობის დღესასწაულზე.

ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიკვია - პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ყოველი წლის
15 ივლისს, ისტორიულ მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და აქ დაცული სხვა სიწმინდეები (წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავი, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილები) ლიტანიით, საკათედრო ტაძარში გადაააქვთ, სადაც საშუალება გვექნება მოვილოცოთ სიწმინდეები. ამავე ტაძარშია დაბრძანებული ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

1. ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი - მე-19 საუკუნე.
2. კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი - მე-10 საუკუნე.
3. ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი მე-13-14 სს. აქ არის ცოტნე დადიანის საფლავი.
4. მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) ტაძარი. აგებულია ღირსი მამა - ალექსი შუშანიას მიერ 1908 წ.
5. თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი მე-19 ს.

ღვთისმშობლის კვართის მოლოცვის შემდეგ დრო როგორც დაგვრჩება, ამის მიხედვით მოვილოცავთ შემდეგ ტაძრებასაც. თუ დიდხანს მოგვიწია ვლაქერობის დღესასწაულზე გაჩერება, შეიძლება რომელიმე ტაძარის მოლოცვა ვერ მოვასწროთ.

✔ 15 ივლისი, ორშაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 33 ლარი

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი (ტურის ორგანოზატორი)
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 5:45
სთ. გავდივართ 6:00 სთ. დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ რიკოთზე.
✔ კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება, დღის მეორე ნახევარში, სადაც ყველა ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

✔ ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი - მე-19 საუკუნე. მშენებლობა დაიწყო ლევან V დადიანის დროს 1825 წელს და დასრულდა 1830 წელს. ასაშენებელი ფული იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოუგზავნა სამეგრელოს მთავარს და თან დაუბრუნა ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი თავისი სარტყლით. 2 ივლისს (ახ. სტ. 15 ივლისს), ტაძრის დღესასწაულზე ხდება ღვთისმშობლის სამოსელის გადმობრძანება ტაძარში, სადაც მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ თაყვანი სცენ ქრისტიანულ სიწმინდეს.

✔ კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი - მე-10 საუკუნე. კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, სამეგრელოს მთავარმა ლევან II- დადიანმა მე-17– საუკუნის პირველ ნახევარში აღადგინა , შეამკო და იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა. ლევან II– დადიანის მიერ ტაძრის განახლებას ადასტურებს მე-17– საუკუნის წალენჯიხის ეკლესიის ფრესკა, სადაც სამეგრელოს მთავარი ლევან II– დადიანი და დედოფალი ნესტან–დარეჯანი კორცხელის ეკლესიის მაკეტით ხელში არიან გამოსახულნი. წინათ ეკლესია სულ მოხატული ყოფილა. მხატვრობა შემორჩენილია საკურთხევლისა და ტაძრის დასავლეთის კედელზე, ბერძნული წარწერით: წმინდა გიორგი, წმინდა დიმიტრი და წმინდა თევდორე. კორცხელის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ბუნდოვნად და დაზიანებულად შემორჩენილია ლევან II–დადიანის ფრესკა. ეკლესიის წინ დგას ქვის კოშკი, რომელიც სამრეკლოს ფუნქციასაც ასრულებდა. კორცხელის (კოცხერის) ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტერის მეტოქი (ფილიალი) ყოფილა. ოდიშის მთავარმა ლევან II –დადიანმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა სოფელ კორცხელში მოსახლე ასი კომლი ყმა–გლეხი.

✔ ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი XIII-XIV სს. (თუ დრო დაგვრჩა).
საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო:
მარიამ ღვთიმშობლის კვართი, წმ. გიორგის ბარძაყი,იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმინდა მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და ა.შ.

✔ მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) ტაძარი. აგებულია ღირსი მამა - ალექსი შუშანიას მიერ 1908 წ.
ადრე არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე.
აქვეა დაკრძალული წმ. ბერი ალექსი.

✔ თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი XIX ს.
დაბრძანებულია უდიდესი სიწმინდე - წმ. იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი. 1904 წლიდან აქ დასვენებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ,,დაუჭკნობელ ყვავილად” წოდებული. მონასტერი დაარსა წმ. ბერმა ალექსი შუშანიამ. თავდაპირველად აქ დაკრძალეს წმ. ბერი, შემდეგ გადაასვენეს მენჯის მთავარანგელოზში. თვითმხილველთა გადმოცემით ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ დაუკარგავს თავისი ფერი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე33.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/07/19
    დაბრუნება
    • 15/07/19