national delicacy

აბუდელაურის ფერადი ტბები

  • ID: 53805
  • ნახვები: 3027
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/07/19
    დაბრუნება
    • 14/07/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს პირაქეთა ხევსურეთში, აბუდელაურის ფერად ტბებზე. ❤️

მას, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ფეხით სიარული, ლამაზი ბუნება, სუფთა ჰაერი და უბრალოდ სურს „სამოთხის ნახვა დედამიწაზე“, აუცილებლად უნდა ესტუმროს აბუდელაურის ფერად ტბებს.

ეს სილამაზე შენია, შენი ქვეყნისაა… ადგილი, რომელიც სტუმარსაც და მასპინძელსაც ერთნაირად ატყვევებს და აჯადოებს თავისი სილამაზით. ცა ისეთი ლურჯია და ღრუბლები ისე ახლოსაა, გეგონება, ხელით შეეხები. ირგვლივ მთებზე აქა-იქ თოვლია შემორჩენილი, ბუნება გამწვანებულია, ტბა ლურჯი, ჰაერი სუფთა, ჰორიზონტი ულამაზესი…❤️

ვიხილავთ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ულამაზეს მთას ჭაუხს, რომელიც ხევსურეთს და ხევს ერთმანეთისაგან ჰყოფს. მთის ძირას მდებარეობს სამი სხვადასხვაფერის მყინვარული წარმოშობის უალამაზესი ტბა. ტბები მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მეტრ სიმაღლეზე.

1. სოფელი როშკა
2. იახსრის კლდე და როშკის ლოდები
2. აბუდელაურის მწვანე ტბა
3. აბუდელაურის ლურჯი ტბა
4. აბუდელაურის თეთრი ტბა
5. ჭიუხები (აბუდელაურის)

✔ 14 ივლისი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 12-15 კმ. საშუალო სირთულის.
ლაშქრობას ვიწყებთ სოფელი როშკიდან.
როშკიდან აბუდელაურის მწვანე ტბამდე ერთი გზა - 5,7 კმ.
მწვანე ტბიდან ლურჯ ტბამდე ერთი გზა - 400 მ.
ლურჯი ტბიდან თეთრ ტბამდე ერთი გზა - 1,7 კმ.
ვისაც თეთრ ტბაზე დაეზარება ამოსვლა დაგველოდებიან ლურჯ ტბასთან.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ-დან. გავდივართ 6:40 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი (ტურის ორგანიზატორი)
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები, წყალი და ა.შ. შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ გზად.
✔ ვიპიკნიკებთ შუადღით ლურჯ ტბასთან. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

✔ აბუდელაურის ტბას უკავშიირდება ძველი ქართული ლეგენდა. ლეგენდის თანახმად, იახსარის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა ტბას მისცა თავი. იახსარი ტბაში ჩაჰყვა დევს და განგმირა იგი, თუმცა დევის სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარი ტბიდან ვეღარ ამოვიდა სანამ ტბას ცხვრის სისხლი არ ასხურეს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ????

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/07/19
    დაბრუნება
    • 14/07/19