national delicacy

ლეჩხუმი: ქულბაქის ტბები, ცაგერი, რაჩხის ჩანჩქერი და ა.შ.

  • ID: 53804
  • ნახვები: 7710
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/07/19
    დაბრუნება
    • 13/07/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს ლეჩხუმში. ❤️

1. რაჩხის ჩანჩქერი
2. ლადო ასათიანის სახლ - მუზეუმი
3. წმ. მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერში
4. მდ. ჯონოულის ხეობა
5. ჩქუმის ჩანჩქერი იგივე ჯოჯოხეთს ღელე
6. ქულბაქის მწვანე ტბა (ხედები ასხის მთის მასივზე)
7. ქულბაქის ბაბუშკინოს ტბა

✔ 13 ივლისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 30 ლარი

ქულბაქის მწვანე ტბაზე ულამაზეს ტყეში განვიტვირთებით ჰამაკებში, ვითამაშებთ თამაშებს, ვიმხიარულებთ.
ჰამაკები, ბურთი, ბადმინტონი, დინამიკები ჩვენ გვექნება. :*

მძღოლი გამოდის რუსთავიდანაც.

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
2 კმ.

სოფელ ქულბაქში მწვანე ტბაზე არის საკალმახე.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიირთვათ. 1კგ. შემწვარი კალმახი 20 ლარი. ერთ პერსონაზე მიახლოებით 5 ლარის კალმახი მოუწევს :D

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.


ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 5:00 სთ-დან. გავდივართ 5:15 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი (ტურის ორგანიზატორი)
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის: ლადო ასათიანის
სახლ-მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისათვის: 2 ლ. ბავშვებისათვის: 1 ლ.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები, წყალი და ა.შ. შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ გზად.
✔ ვიპიკნიკებთ ჩქუმის ჩანჩქერთან შუადღეს. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

ლეჩხუმი: საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, დღევანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან - ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან - მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან - მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი. მოქცეულია მდინარეების ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებში. ლეჩხუმი, მსგავსად რაჭისა, მთის კალთებზე და გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ????

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/07/19
    დაბრუნება
    • 13/07/19