national delicacy

დაშბაშის კანიონი, მანგლისი, ბურატინოს ტბა

  • ID: 53554
  • ნახვები: 2493
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/07/19
    დაბრუნება
    • 06/07/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს დაშბაშის კანიონზე.

1. მანგლისის სიონი მე-4 ს.
2. ბურატინოს ტბა
3. წალკის წყალსაცავი
4. დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი
5. დაშბაშის წმ. გიორგი - მე-10 -11 სს.

✔ 6 ივლისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 18 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში 3 კმ. დაშბაშის ჩანჩქერზე და
1კმ. ბურატინოს ტბაზე. მარტივი სირთულის.

✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურის ბოლოს სოფელ დაშბაშთან ახლოს მდებარე ულამაზეს ტყეში ვიპიკნიკებთ. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს, ვითამაშებთ თამაშებს: ბურთი, ბადმინტონი, კარაოკე, განვიტვირთებით ჰამაკებში. ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ამბებს, ვიმხიარულებთ და საღამოს დადებითი ემოციებით სავსე დავუბრუნდებით დედაქალაქს. წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ. 
 

✔ დაშბაშის კანიონი, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს იმ მოგზაურებს, ვისაც მცირე დისტანციის გავლის ფასად თვალწარმტაცი ფოტოების გადაღება უყვართ. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას, სადაც ვიხილავთ ულამაზეს ჩანჩქერს.კანიონიდან ამოსულები მოვილოცავთ მე-10 საუკუნის დაშბაშის წმ. გიორგის ეკლესიას. რომელიც აუგიათ თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით.

✔ მდინარე ალგეთის ხეობას, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთა, აქ მდებარეობს მანგლისის სიონი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრი. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეზო აქვს ამ ტაძარს. რაც შეეხება ისტორიას, ტაძრის მშენებლობა დაიწყო წმ. ნინოს დროს, მე-4 საუკუნეში. დღევანდელი სახე მიიღო მე-11 საუკუნეში. აქ ინახებოდა მაცხოვრის ჯვარცმის ფერხთა ფიცარი და სამსჭვალი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ გამოგზავნა საჩუქრად ქართველი ერის გაქრისტიანების გამო. იმჟამად მანგლისი იყო დიდი ქალაქი, რადგანაც ის მდებარეობდა საერთაშორისო სავაჭრო გზაზე, რომელიც კლდეკარისა და თრიალეთის გავლით ქართლს, სომხეთსა და ალბანეთს აკავშირებდა. ტაძრის წინ აღმართულ ჯვრის ქვეშ დაკრძალულია წმინდა თევდორე მღვდლის ნაწილები და მას მაკურნებელი ძალა აქვს. ტაძარში ასევე არის წმ. იოანე მანგლელის თანმხლები ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე18.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/07/19
    დაბრუნება
    • 06/07/19