national delicacy

ჯუთა, ჭიუხები, ხევის სიონი, სნო

  • ID: 53552
  • ნახვები: 5006
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/07/19
    დაბრუნება
    • 07/07/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯუთაში.

ვისაც სუფთა ჰაერზე განტვირთვა და ულამაზესი ხედების ფონზე ფოტოების გადაღება გსურთ, ეს ტური თქვენთვისაა. 

 

: ხევის სიონი - მე-9 -10 ს.ს.

: სნოს ციხე

: სოფელი ჯუთა

: ბანაკი ზეთა

: სასტურმო 5th Season

: ხედები ჭაუხებზე

: ჯუთას პატარა ჩანჩქერი და ტბა

: მივალთ ჭაუხების ძირამდე

 

✔ 7 ივლისი, კვირა.

✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

 

ფეხით გასავლელი მანძილი საერთო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 8 კმ. ვისაც ფეხით სიარული ეზარება დაგველოდებიან სასტურმო 5th Season- თან და დატკბებიან ჭაუხების ხედებით.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

 

✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.

(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 

✔ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

✔ გამყოლი

✔ მგზავრობა მიკროავტობუსით

✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

✔ კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). შუადღით ერთად ვიპიკნიკებთ ჭიუხების ძირას. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

 

✔ ტურის შემდეგ ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავაგემოვნებთ ხინკალს.

 

✔ ხევის სიონი — IX-X საუკუნეების მიჯნის სამნავიანი ბაზილიკა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრებით. ფასადების მორთულობა ღარიბულია. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.

 

✔ ჯუთა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრი.

 

✔ ჭაუხი - მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარე შავი არაგვის მარცხენა მდგენელის — ბაკურხევის სათავეში. სიმაღლე 3688 მ. აგებულია ქვედაიურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი, შიშველი ციცაბო კალთები. ამას გარდა, აღმოსავლეთ კავკასიონზე აღმართულია მთები: ჩრდილოეთის ჭაუხი (3842,5 მ), აღმოსავლეთის ჭაუხი (3644 მ) და დასავლეთის ჭაუხი (3496 მ).

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/07/19
    დაბრუნება
    • 07/07/19