national delicacy

ორდღიანი ტური ხვამლის მთაზე 2 აგვისტოს

  • ID: 53544
  • ნახვები: 3371
complogo
ჰოსტ ინ ჯორჯია
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/08/19
    დაბრუნება
    • 03/08/19
დამატებითი ინფორმაცია

ლეჩხუმი ერთ-ერთი გამორჩული მხარეა საქართველოში, განსაკუთრებით სოფელი ოყურეში და ხვამლის მთა

ხვამლის მთა, ადგილი რომლიდანაც ჩანს მთელი დასავლეთ საქართველო. ულამაზესი პანორამული ხედები, სიმწვანე.....

 

2 აგვისტოს აღინიშნება ხვამლობის დღესასწაული. სწორედაც, რომ ჩვენი ჯგუფი გეგმავს ამ ძალიან საინტერესო და გამორჩეული ტურის ორგანიზებას შემოგვიერთდი და ნახე საქართველოს საოცარი მხარე

#სალაშქროტური #ხვამლისმთა #ხვამლობა2019 #თავგადასავლები #ორდღიანიტური #ტურიხვამლისმთაზე

 

რას ვნახავთ?

რაჩხას ჩანჩქერს

მდინარე ცხენისწყალს, რომელსაც სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე

სოფელი ოყურეში

ხვამლის მთა

ხვამლის წმ.გიორგის ეკლესია

ყინულის გამოქვაბული

ულამაზეს ხედებს, სოფ.ზუმს, სოფ.მახურა, სოფ. ისინდარა

 

ტურის პროგრამა

2 აგვისტოს გამგზავრება თბილისიდან დილით. თბილისი-ქუთაისი-წყალტუბო-ღვედი-ოყურეში.

ჩავალთ სოფელ ოყურეშში და მოვემზადებით ხვამლის მთაზე გასამგზავრებლად სპეციალური მთის მანქანებით.

მოვინახულებთ ხვამლის მთას და წმ. გიორგის ეკლესიას.

დავესწრებით ხვამლობის დღესასწაულს.

დღის ბოლოს გავშლით კარვებს და დავბანაკდებით ხვამლის მთის მიმდებარედ.

3 აგვისტოს მოვინახულებთ ყინულის გამოქვაბულს და ვნახავთ ულამაზეს პანორამულ ხედებს.

საღამოს გამომგზავრება თბილისის მიმართულებით.

 

რა წავიღოთ?

წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი, საძილე ტომრები, პლედები, გიტარა ან თუნდაც ფანდური და ა.შ.

 

ჯანმრთელობა:

თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შეგვატყობინეთ წინასწარ

სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

 

ტურის საერთო სირთულე: საშუალო სირთულის

ტრანსპორტით გასავლელი მანძილი: 290 კმ ერთი გზა

ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 4-6 კმ ორივე გზა

ღამისთევა: 2-3 ადგილიან კარვებში

 

შეკრების ადგილი და დრო:

ვიკრიბებით ქ. თბილისში მეტრო რუსთაველი, ველოსიპედის ძეგლთან

შეკრების დრო: 2 აგვისტო დილის 6:00 საათი

გასვლის დრო: 6:3 საათი (დაგვიანებულებს ველოდებით 10 წუთი)

დაბრუნების დრო 3 აგვისტო 22:00-23:00 საათი

 

ტურის თარიღი: 2-3 აგვისტო

ტურის საფასური 65 ლარი

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტის მომსახურება თბილისი-ოყურეში თბილისი

მაღაი გამავლობის მანქანა (მთის) ოყურეში-ხვამლის მთა-ოყურეში

სალაშქრო გამყოლი

კარვები

ფოტოგადაღება

 

ღირებულებაში არ შედის:

კვება. თან იქონიეთ ორი დღის სამყოფი საკვები.

გაითვალისწინეთ, რომ ჯგუფი მივირთმევთ ერთად და არა ცალცალკე!

 

ფორსმაჟორი!

ასეთ სიტუაციაში ტურის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას შეცვალოს მარშუტის მიმართულება ან გააუქმოს ტური, თუ რომელიმე ტურის მონაწილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!

 

სხვა დამატებითი ინფორმაციის,ან ტურზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე ან მოგვწერეთ ფეისბუქ პირად შეტყონინებაში

ტელ: +995 591 811 842 / +995 598 003 444 შაკო

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე65.00
ჰოსტ ინ ჯორჯია
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/08/19
    დაბრუნება
    • 03/08/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა