national delicacy

ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, ლომინას ტბა

  • ID: 53536
  • ნახვები: 3300
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/07/19
    დაბრუნება
    • 06/07/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფირსმანი ტურები“ 6 ივლისს იმერეთში მიემგზავრება. ტური მრავალფეროვანია, ვიხილავთ ტყე-პარკს, ბაღს, კანიონს, ჩანჩქერებს, ტბას. მაშ ასე:

1. ოკაცეს კანიონი - მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ. სიგრძის კლდეზე კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.
2. კინჩხას ჩანჩქერი - ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.
3. ლომინას ტბა და ჩანჩქერი.

✔ 6 ივლისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 26 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
ოკაცეს კანიონში (გორდის ბაღიდან კლდეზე კიდულ ბილიკამდე): 3.5 კმ.
კინჩხას ჩანჩქერი: 1 კმ.
ლომინას ტბა და ჩანჩქერი - 1.5 კმ.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
⚠️ ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთი: 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო; არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი; საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 9.20 ლარი; სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.25 ლარი;
⚠️ კინჩხას ჩანჩქერზე შესასვლელი ბილეთი: 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო; არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) 5 ლარი; საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანების - 9 ლარი;
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 15 ლარი;

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე26.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/07/19
    დაბრუნება
    • 06/07/19