national delicacy

ლომისობა (სწორზე) - 26 ივნისი

  • ID: 53323
  • ნახვები: 1876
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/06/19
    დაბრუნება
    • 26/06/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ლომისას სალოცავზე. ❤

ვინც ლომისობას ვერ წამოხვედით, მივდივართ ლომისობის სწორზე.

1. ლომისა - წმ. გიორგის უძველესი სალოცავი მე - 9-10 ს.ს. მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე. ტაძარში ინახება დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

2. მლეთის წმ. გიორგი (ლომისის ქვედა ეკლესია)

3. ნაღვარევის წმ. გიორგი - ტაძარი, სადაც 1795 წ. კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა ფიცი დადო.

 ტურში ჩამოთვლილი ძეგლების ისტორიებს ქვემოთ ნახავთ სრულყოფილად.

✔ 26 ივნისი, ოთხშაბათი
✔ ტურის ღურებულება: 15 ლარი.

სოფელი მლეთიდან ფეხით ავუყვებით ლომისის ქედს, ლომისას სასწაულმოქმედი ტაძარი მდებარეობს წვერზე.
ვიხილავთ ულამაზეს ხედებს მთიულეთზე, სხვადასხვა მწვერვალებზე და ა.შ.

✔ ფეხით სასიარულო ერთი გზა 3,5 კმ.
ჯამში მთელი დღის განმავლობაში 7 კმ.
გზა ასვლისას არის აღმართიანი, ჩამოსვლისას დაღმართი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ვიკრიბებით:
მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთან
6:40 სთ. გავდივართ 7:00 სთ.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ტურის ბოლოს დავაგემოვნებთ ხინკალს.

✔ ლომისობა - ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.
ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მართლაც, აღუსრულებია აღთქმა ქალიშვილს, რა დღიდანაც ითვლება, რომ გამოისყიდა ცოდვები წმიდა გიორგის მეოხებით. ამის შემდეგ ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის გამეორებას.

✔ ნაღვარევის წმ. გიორგი - ტაძარი, სადაც 1795 წ. კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300-მა არაგველმა ფიცი დადო, რომ იბრძოლებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და დაბრუნდებოდნენ გამარჯვებულები ან ბრძოლის ველზე გმირულად დაეცემოდნენ. არც ერთი მათგანი უკან არ დაბრუნებულა, 300 მთიული გმირ არაგველებად შემორჩა ისტორიას.
ნაღვარევი დუშეთის რაიონში ერთი პატარა სოფელია, ნაღვარევი, არაგვს გაღმა-გამოღმა მთებს­ შუა ხეობას შეფენილი, ზამთარ-ზაფხულ მშვენიერი და იდუმალი. გზის პირას, სოფლის ბოლოს, მე-12 საუკუნის პატარა ტაძარი დგას.
თურმე ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ადრე მთიდან გადმოჰ­ყურებდა ხეობას. მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია... სხვადასხვა ცნობა ადასტურებს, რომ ნიაღვრით ჩამობრძანებული ეს ეკლესია სამეფო კარის სალოცავი
იყო და არა სამრევლო... მე-16 საუკუნეში მისთვის გამაგრების მიზნით სამრეკლო მიუშენებიათ.
300 არაგველის ფიცი:მთიულეთს ბატონი არ ჰყოლია, ის მეფეს ემორჩილებოდა. საერთოდ, მთიელნი ლომისის ტაძრის ყმებად იწოდებიან. როცა მათ მეფე შიკრიკის პირით იხმობდა, არაგვის ხეობის მებრძოლები იკრიბებოდნენ ნაღვარევის ეკლესიაში და აქ დებნენ სამშობლოს ერთგულების ფიცს, რადგან დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებდნენ ლომისის მთის წვერზე ასვლას. გადმოცემით, კრწანისის ველისკენ წასვლამდე არაგველმა მებრძოლებმა ხატს ბარძიმი შესწირეს. ეს ცნობა დასტურდება ჯანაშიას მუზეუმში დაცული ექსპონატით, რომელიც კრწანისის ომის წლისთავზე ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს, არაგველების შთამომავლებთან ერთად, მათი სულების საოხად, ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეუწირავს. მასზე ამგვარი წარწერაა:
"შენ წმინდისა და დიდებულისა მთავარმოწამისა გიორგისა ეკლესიასა ლომისად წოდებულისა. თასი ესე მსასოებელმა მფარველობისა შენისამან ყოვლისა საქართველოსა მეფის ირაკლის მეორის ძემან ვახტანგ მპყრობელმან არაგვისამან ოდეს ჩღჟზ წელსა აღამაჰმადხანის მეორედ მომავლობა გვეგულებოდა და ჩვენ შენს დღესასწაულზე მოვედით და არაგველნი სრულ აქ გვახლდნენ და შენი დიდებული ბავარაყი ნაღვარევის ეკლესიაში ჩამოვასვენეთ და იქ იფიცეს ერთობით არაგველთ ჩვენს ერთგულებაზედ და უნაკლოდ ლაშქრობაზედ და თუ ვინმე შემსახიზნავად სულ იყვნენ იმის კეთილად დაცვაზედ და ამისათვის შენი დიდებულის ბავრაყის პატივისაცემლად მოგართვით თასი ესე. შეიწირე, მსგავსად მეუფისა შენისა და იოხენ მათთვის, რომელნიც არაგველნი აღამაჰმადხანის ომში მოისრნენ, რათა საუკუნესა ცხოვრებასა ღირს იქმნენ. მისხალნი პ. (80)".
გადმოცემის მიხედვით, მთიულეთში, ხადის ხეობაში, კრწანისის ველიდან დაბრუნდა ერთ-ერთი მებრძოლის დაჭრილი, შუბგაყრილი ცხენი... ახალგაზრდა ვაჟკაცს კი შინ ახალშერთული ცოლი და მამა ელოდნენ... ამ გადმოცემას ლეგენდის სახე აქვს, თუმცა იმ ოჯახის შთამომავლები ინახავენ შუბს, რაც თქმულებას ფაქტით ამტკიცებს.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/06/19
    დაბრუნება
    • 26/06/19