national delicacy

გომისმთა - 1 დღიანი ტური

  • ID: 53306
  • ნახვები: 2543
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/06/19
    დაბრუნება
    • 29/06/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველო ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გომისმთაზე.

: შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - მე-12 ს.
: კურორტი გომისმთა
დასვენება ღრუბლებს მიღმა ულამაზესი ხედების ფონზე.

✔ 29 ივნისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 32 ლარი

✔ ფეხით სასიარულო არსად არ გვაქვს - 0 კმ. მხოლოდ კურორტზე გასეირნება :*

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

✔ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 5:00
სთ. გავდივართ 5:15 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

 

- შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - შემოქმედის (მაცხოვრის სახელობის) ეკლესია მე-12 საუკუნეში აიგო, როგორც გურიის მთავრების, გურიელების სამარხ-საცავი. მე-16 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოს თურქთა მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ მიაშენა გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“ (ფერისცვალების სახელობის) რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან მე-16 საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები. მესამე ძეგლია მე-16 საუკუნის სამრეკლო, რომელიც აშენებულია ერკეთელი აზნაური არსენ მგალობლიშვილის მიერ. ეკლესიის კედელზე 1961 წელს აღმოჩნდა წარწერა „გრიგოლ გალატოზთუხუცესსა ბანდასძესა და ...“. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა მე-11-15 საუკუნეებით თარიღდება. შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი. შემოქმედის მონასტერი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი ანუ ლოცვანი და „ფუტკარი“ ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული.

- გომისმთა - ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრი. რელიეფი – მთაგორიანია, კლიმატი კი – საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული — ზომიერად გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15–18 გრადუსი. გომისმთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით (ნაძვი, სოჭი) და წყაროებით. გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. ლეგენდის თანამხად, პირველად მწყემსი თუმანოვი მიადგა გომისმთას განუკურნებელი სენით შეპყრობილ ქალიშვილთან ერთად, რომელიც განიკურნა გომისმთაზე. გომისმთას იყენებდნენ გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად. გომისმთამ, როგორც კურორტმა ყურადღება მიიქცია 1931 წელს, როდესაც ფილიპე მახარაძე ავიდა კურორტზე და დაათვალიერა იგი, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა ბახმაროზე. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად. მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა.

P.S. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :*

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე32.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/06/19
    დაბრუნება
    • 29/06/19