national delicacy

ტაბაწყურის ტბა, ცხრაწყაროს უღელტეხილი და ა.შ.

  • ID: 53305
  • ნახვები: 6315
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/06/19
    დაბრუნება
    • 29/06/19
დამატებითი ინფორმაცია

,, საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ლამაზ ხედებიან ტურს 

ცხრაწყაროს ულამაზესი უღელტეხილის გავლით, ვიმოგზაურებთ უჩვეულო სოფელში, რომელსაც ტაბაწყური ჰქვია. ტაბაწყური ნახევარკუნძულზეა გაშენებული და იშიფრება როგორც ტბის (ტაბის) ყურე, იგი ტბაშია შეჭრილი. ტბა წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.

1. დაბის წმ. გიორგი მე-14 ს.
2. ბაკურიანი
3. ცხრაწყაროს უღელტეხილი ზღ. დ. 2462 მ.
4. ტაბაწყურის ტბა
5. სოფელ ტაბაწყურის ,,წითელი საყდარი“ მე-10 ს.

✔ 29 ივნისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 28 ლარი

აუცილებელია ტურზე გქონდეთ პირადობის მოწმობა.

ფეხით სასიარულო - 1 კმ. მარტივი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ტაბაწყურის ტბის პირას ნაძვნარში განვიტვირთებით ჰამაკებში, ვითამაშებთ თამაშებს, ვიმხიარულებთ, ვიპიკნიკებთ.
წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ.
ბადმინტონი, ჰამაკები, ბურთი, დინამიკები და ა.შ. ჩვენ გვექნება 

✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

✔ კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
საკვები, წყალი და ა.შ. შეიძინეთ წინა დღეს. გზად მხოლოდ საპირფარეშოსთან გავაჩერებთ.

✔ დაბის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-14 საუკუნე. დასავლეთ შესასვლელის თავზე შესრულებულია წარწერა: „ინდიქტიონისა მეფეთ–მეფე გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტისა, სიტყვისა ღვთისა ხორცშესხმის მიზეზით, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფის გიორგისა მე მოლარეთუხუცესმა“. ე.ი. დაბის ეკლესია 1333 წელს გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს აუშენებია. დარბაზული ეკლესია დაბურულ ტყეში დგას და სანახევროდ გამოქვაბული ფარავს.

✔ ცხრაწყაროს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე 2462 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით და მათი პიროკლასტოლითებით. მიდამოები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით.ცხრაწყაროს უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს.

✔ სოფელი ტაბაწყური მდებარეობს (ზღვის დონიდან 2 200 მ.) ჯავახეთის ზეგანზე. იგი ბორჯომის რაიონის ბოლო სოფელია, რომელიც ახალციხეს ესაზღვრება. სოფელ ტაბაწყურს ბორჯომის რაიონთან აკავშირებს ცხრაწყაროს უღელტეხილი. სოფელი, რომელიც ნაევარკუნძულზეა გაშენებული და იშიფრება როგორც ტბის (ტაბის) ყურე, იგი ტბაშია შეჭრილი. ტბა წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ის საკმაოდ ღრმაა– 40.2მ. ასევე გამოირჩევა ცივი წლით.ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა თევზით მდიდარ ტბად. ამჟამად ტბაში 13 სახის თევზია. რაც შეეხება კულტურულ მონაპოვარს მეოცე საუკუნის დასაწყისში ნაპოვნია ბრიჯაოს ხანის ოთხი ყორღანი(სამარხი). სოფელში ორი ქართული და ერთი სომხური ეკლესიაა.

✔ სოფელ ტაბაწყურის ,,წითელი საყდარი“ X ს. დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესია. „წითელ საყდარს„ უწოდებენ ქვების შეფერილობის გამო.ძეგლმა დღემდე დაზიანებული სახით მოაღწია. 1940 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ტაძარი ნაწილობრივ დაზიანდა. ტაბაწყურის წითელი საყდრის უმნიშვნელოვანესი დეკორატიული ელემენტები დასავლეთ ფასადზეა თავმოყრილი. ტაძრის ერთადერთი შესასვლელიც ამავე ფასადზეა გაჭრილი, რომლის არქიტრავის ქვაზე სადა ჯვარია ამოკვეთილი. აქვე, ცენტრალური სარკმლის თავზე, „წმ. ევსტატე პლაკიდას ნადირობის სიუჟეტია“ მოცემული. აღნიშნული რელიეფის მარცხნივ, ჩრდილოეთი მხრიდან, გამოსახულია ,,დანიელი ლომთა ხაროში“, მის ქვემოთ კი ღვთისმშობლის წინაშე წარმდგარი ქტიტორია წარმოდგენილი. გარდა ფიგურატიული გამოსახულებებისა, ამავე ფასადზე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი და ვარდულია გამოსახული.
რელიეფური დეკორი ამკობდა საკურთხევლის სარკმელს. თავსართიანი ქვა დღეს ტაძრის ინტერიერშია დაბრძანებული. კომპოზიციის ცენტრში გოლგოთის ჯვარია
წარმოდგენილი. მის ორსავ მხარეს კი - ვაზის ყლორტზე გამობმული მტევნები.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤️

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე28.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/06/19
    დაბრუნება
    • 29/06/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა