national delicacy

ინფო ტური: ზეკარის უღელტეხილი. იმერეთიდან სამცხეში

  • ID: 53299
  • ნახვები: 5217
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/06/19
    დაბრუნება
    • 28/06/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ორ დღიან ინფო ტურს. კერძოდ, იმერეთიდან ზეკარის უღელტეხილით გადავალთ სამცხეში და გზად ვნახავთ ბევრ საინტერესო და ლამაზ ადგილს. ❤

რას ნიშნავს ინფო ტური:
ტურში ჩამოთვლილ უმეტეს ადგილებში ჩვენც პირველად მივდივართ, მაგრამ წინასწარ გვაქვს შესწავლილი ყველა ადგილი.

გასვლა არის არაკომერციული. ვდებთ მხოლოდ დელიკის (ჯიპი) (საწვავის) და მძღოლის თანხას.
მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4).

 ინფო ტურებს არ ვიმეორებთ და მხოლოდ ერთხელ გეძლევათ შანსი მინიმალურ ფასად ნახოთ მაქსიმუმი.

 რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ 6 კაცის წაყვანა შეგვიძლია.

ტურის ორ დღიანი გეგმა კი ასეთია:
I დღე:
1. აჯამეთის აღკვეთილი - აჯამეთის ბოტანიკური ნაკრძალი შეიქმნა 1946 წელს. აჯამეთის განთქმული მუხნარი ძალიან ძველია. ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტს ითვლის. ვისეირნებთ ტყის ულამაზეს ბილიკებზე.
2. კურორტი საირმე - მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. ცნობილია მინერალური და თერმული წყლების აუზებით.
3. ზეკარის უღელტეხილ- - რკინის ჯვრის უღელტეხილი. მდებარეობს მესხეთის ქედზე. ზღ. დ. 2182 მ. იგი ორ რეგიონს, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთის აკავშირებს. უღელტეხილიდან იშლება ულამაზესი ხედები იმერეთსა და სამცხეზე. ულამაზესი სანახაობაა მცირე კავკასიონის მთების მომაჯადოებელი ხედები, მდელოები, გორაკები და მწყემსების პატარა ქოხები.
4. ქვასაყდარა - ბუნებრივი საოცრება. ამ ადგილიდან საინტერესო პანორამული ხედები იშლება როგორც მესხეთის ქედის მიმართულებით, აგრეთვე მდინარე წაბლარასწყლის ხეობაზე. მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე არაერთი ვულკანური წარმოშობის ქვასვეტია აღმართული. ქვასვეტები ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა და საინტერესო ბუნებივი ქვასვეტების ფორმა მიიღო. კურორტს საირმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაბლარას აუზში, ზღვის დონიდან 2205 მეტრ სიმალეზე, ადგილ ,,წითელმინდორის” ზედა ნაწილში მდებარეობს რამდენიმე ქვის სვეტი, რომლებსაც ადგილობრივები ,,ქვასაყდარას” უწოდებენ. საინტერესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისათვის (ორნეტოლოგები), რადგანაც ამ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ძირითადად მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი ფრინველები, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესის სფეროს წარმოადგენენ ვიზიტორებისათვის.
5. აბასთუმანი:
რომანოვების სასახლე, აბასთუმნის თამარის ხიდი მდ. ოცხეზე მე-9-11 სს. და სამონასტრო კომპლექსი განვით. შუა საუკუნეები, აბასთუმნის თამარის ციხე და ეკლესია მე-9-11 სს. აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ეკლესია - „ახალი ზარზმა“ (1899-1902), შებინდებისას კი ავალთ აბასთუმნის ობსერვატორიაში და დავაკვირდებით პლანეტებს.

 ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში. კაცი 10 ლარი.
 ვისაც კარავი აქვს თავის აღჭურვილობით ღამისთევა უფასოა :)

ობსერვატორიის ბილეთი:
ზრდასრულები - 6 ლარი.
მოსწავლეებიი და სტუდენტები - 3 ლარი.

მეორე დღეს დილით ვიღვიძებთ ადრე და 7:00 საათზე ვიწყებთ ტურს.

II დღე:
1. არალი - ირმისას სტელა და ეკლესია
2. უდე - წმ.ნინოს სახელობის ეკლესია მე- 6-7 ს.ს. ტაძრის კედელზე გამოსახულია ქვაჯვარი" ხუთჯვრიანი დროშის" სავარაუდო პროტოტიპი.
3. უდე - ხანდაკის ციხე
4. უდე - შუშანქალას ეკლესია
5. ზაზალოს - ირმისჭალის ციხე
6. თრიალას ტბები (სამი ტბა)
7. ოქროს ციხე - მე -13ს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში. ოქროს ცახე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო.
8. ზანავის ციხე - განვითარებულ შუა საუკუნეები
9. იჯარეთი - მე-12 ს. მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს შემორჩენილია კომპლექსის ნაშთები (ეკლესია, საძვალე, გალავანი და სხვა). განსაკუთრებით სამრეკლო - საქართველოში ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთი უძველესი ნიმუში.
10. შუშხუთი დარბაზული ეკლესია - მე -14 ს.

✔ 27 -28 ივნისი, ხუთშაბათი - პარასკევი.
✔ ტურის ღირებულება: 85 ლარი.
თანხას ვაგროვებთ წინასწარ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

 ვიკრიბებით:
დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელთან 6:20 სთ. .
გასვლა 6:30 საათზე. მძღოლი გამოდის რუსთავიდან. (რუსთავიდან თუ ვინმე მოდიხართ შეგიძლიათ გამოყვეთ).

ტურზე გასათვალისწინებელი:
✔ დილით არ ვაჩერებთ მაღაზიასთან. ყავა ვისაც გსურთ თერმოსით წამოიღეთ. საპირფარეშოსთან გავჩერდებით გზად. პიკნიკზე ვჩერდებით ცოტახანს, რათა მაქსიმალურ დროს ვუთმობთ ძეგლების მონახულებას.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე85.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/06/19
    დაბრუნება
    • 28/06/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა