national delicacy

მოირონინე ზემო აჭარა - ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, ბეშუმი

  • ID: 53088
  • ნახვები: 4457
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/06/19
    დაბრუნება
    • 23/06/19
დამატებითი ინფორმაცია

21-23 ივნისს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთვაზობთ სამ დღიან ტურს ულამაზეს ზემო აჭარაში ♥ ტური დასრულდება ქობულეთში ზღვაში ჭყუმპალაობით

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 06:00 სთ
გასვლა: 06:15 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ტურის დეტალური აღწერა:
21 ივნისს დილის 6 საათზე ვიკრიბებით დიდუბეში, არ ვაგვიანებთ ! 6:15 სთ-ზე გავდივართ თბილისიდან, პირველ რიგში მოვინახულებთ XIV საუკუნეში აგებულ ზარზმის ტაძარს... შემდეგ გოდერძის უღელტეხილისკენ ავიღებთ გეზს... მოვინახულებთ ულამაზეს კურორტ ბეშუმს... ამის მერე დავიძვრებით მწვანე ტბის მიმართულებით. ამ სასიამოვნოთ გავლილი გზის შემდეგ დავბანაკდებით ტბის ნაპირზე ♥ სურვილისამებრ ვნახავთ მის სიახლოვეს არსებულ რამოდენიმე ტბას ;) საღამოს დავანთებთ კოცონს და დავისვენებთ რათა მზად ვიყოთ შემდეგი დღის ლაშქრობისათვის...

22 ივნისს გავემართებით გოდერძისკენ,საიდანაც დავიწყებთ ფეხტურს იაილებისა (იაილები ზაფხულის საძოვრებია. ყოველი წლის მაისში, ზემო აჭარაში მცხოვრებნი, საკუთარ სახლებს ტოვებენ და საქონელი სამი თვით იაილებში მიჰყავთ) და ულამაზესი ტბების გავლით ხიხანის ციხისკენ, გზად გავივლით საზაფხულო სოფლებსა და აგარაკებს: თეთრობი, რაქვთა, თხილვანა. მოვინახულებთ X-XI საუკუნით დათარიღებულ ხიხანის ციხეს,შემდეგ დავბანაკდებით ხიხანიც ციხის ასასვლელთან... ამ დღის ფეხით გასავლელი მანძილი 14-16 კმ... დავისვენებთ, დავანთებთ კოცონს, ვიპიკნიკებთ, აღვიდგენთ დაკარგულ ენერგიას და მოვემზადებით შემდეგი დღისთვის ♥

23 ივნისს ავშლით კარვებს და გავემართებით XII საუკუნის სხალთის მონასტრის მოსალოცად ♥
შემდეგი სანახაობა მახუნცეთის ჩანჩქერი (სიმაღლე 50 მეტრი) და მახუნცეთის ხიდია ( ხიდს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და მისი სიგრძე 24 მეტრია).
ბოლოს კი 535 წლით დათარიღებულ პეტრას ციხეს მოვინახულებთ.
ყველა ამ სანახაობით აღფრთოვანებულნი საღამოს ქობულეთში ჭყუმპალაობით განვიტვირთებით და გამოვემართებით მონატრებული დედაქალაქისკენ უამრავი ემოციით დატვირთულნი ;)

მოსანახულებელი ადგილები:
1 დღე:

1. ზარზმის მონასტერი
2. კურორტი ბეშუმი
3. მწვანე ტბა

2 დღე:

1. გოდერძის უღელტეხილი
2. იაილები
3. ტბები
4. ხიხანის ციხე


3 დღე:

1. სხალთის მონასტერი
2. მახუნცეთის ჩანჩქერი
3. პეტრას ციხე
4. ქობულეთი (ჭყუმპალაობა)


მარშრუტის სირთულე:
საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში:
22 კმ.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ტურის ღირებულება 75 ლარი.

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:

ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥



ფასში არ შედის:
სამი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)

რა ჩავიცვა?!
სალაშქრო ფეხსაცმელი, მოსახერხებელი ტანსაცმელი.

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე75.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/06/19
    დაბრუნება
    • 23/06/19