national delicacy

ძამას ხეობა: ბატეთის ტბა, მზოვრეთი, ყინწვისი, სარკინეთი

  • ID: 52867
  • ნახვები: 3869
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/06/19
    დაბრუნება
    • 15/06/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველო ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ძამას ხეობაში.

1. ყინწვისი მე-13 ს. ტაძრის კედელზე გამოსახული არიან თამარ მეფე, გიორგი III და ლაშა - გიორგი.
2. მზოვრეთი - ქალაქი მონაზონთა "მზ(ძ)ოვრეთი", მე-10-21 ს.ს.
3. სარკინეთის კლდეში ნაკვეთი ტაძარი - 2008 წ.
4. ბატეთის ტბა

✔ ტურში ჩამოთვლილი ძეგლების ისტორიებს ქვემოთ ნახავთ სრულყოფილად.

✔ 15 ივნისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

✔ ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში:
ბატეთის ტბა - ჯამში 6 კმ. მარტივი სირთულის.
მზოვრეთი - ჯამში 4 კმ. მარტივი სირთულის.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

ბატეთის ტბაზე ულამაზეს ტყეში განვიტვირთებით ჰამაკებში, ვითამაშებთ თამაშებს, ვიმხიარულებთ.
წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ. 

✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

✔ კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). ვიპიკნიკებთ ბატეთის ტბაზე.
ტურის ბოლოს კი ჯგუფის სურვილის შემთხვევაში გვექნება კოცონ-პიკნიკი, ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ემოციებს, ვიმხიარულებთ, მოვყვებით საინტერესო ამბებს და ა.შ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს.

✔ ყინწვისი XIII ს. კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო. ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია XIII ს-ის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.

✔ ქალაქი მონაზონთა "მზ(ძ)ოვრეთი", მე-10-21 საუკუნეები. ნაქალაქარი მძოვრეთი (ზოვრეთი) მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის დავაკებაზე მდებარეობს. სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოადგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე. მე-10 საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნასეს რეზიდენცია იყო. მე-14-17 საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. მე-18 საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად". მე-19 საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2008 წლის 20 მაისს ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.

✔ სარკინეთის მამათა მონასტერი - შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთი ტაძარი. კლდეში გამოკვეთილ ტაძარს ულამაზესი გუმბათი ადგას. მომლოცველები ტაძრის გამო, კლდეს წმინდას ეძახიან.

✔ ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ. მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/06/19
    დაბრუნება
    • 15/06/19