national delicacy

დაშბაში, მანგლისი, წვერი, ქოროღლი უძო

  • ID: 52852
  • ნახვები: 3331
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/06/19
    დაბრუნება
    • 15/06/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 15 ივნისს მიემგზავრება წალკის მდ. ქციის (ხრამის) ხეობაში, სადაც მოვინახულებთ დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლს. ამ ტურში ნახავთ ყველაფერს: უძველეს ტაძრებს, ულამაზეს ხედებს, სტრატეგიულ ციხეს, თვალწარმტაც ტბასა და საოცარ ჩანჩქერს, რომელიც არც ერთ მნახველს არ ტოვებს გულგრილს. საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️ და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. ქოროღლის (კოჯრის, აზეულა, აგარნი) ციხე - მე-11 საუკუნე. მდებარეობს ზ. დ. 1200 მ.-ზე და ციხეზე ასვლის შემდეგ გასაოცარ ხედებს ნახავთ ყველა მიმართულებით. სიამაყესთან ერთად ეს ადგილი დიდ სევდასაც იწვევს, რადგან აქ გარდაიცვალა თამარ მეფე და აქ შეეწირნენ ქართველი გმირი იუნკერები საბჭოთა იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლას.
2. უძო - წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, შუა საუკუნეები. მდებარეობს უძოს მთაზე, ზ. დ. 1420 მ.-ზე, საიდანაც ულამაზესი სანახაობა იშლება. ტაძრამდე მიმავალი გზა მთლიანად მწვანე ხეებშია ჩაფლული და გომბორისა თუ საბადურის უღელტეხილებზე არანაკლებ ლამაზია. არსებობს ლეგენდა, რომ ეს ეკლესია უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და შევედრებია უფალს შვილი მომეციო. მისი სათხოვარი შესრულებულა.
3. წვერის წმინდა გიორგი - დგას მთლიანად მთებით გარშემორტყმულ მაღალ კლდოვან კონცხზე, მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, იშლება პანორამული ხედები გარშემო სოფლებზე. აგების თარიღი უცნობია.
4. მანგლისის სიონი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობა დაიწყო წმ. ნინოს დროს, მე-4 საუკუნეში. დღევანდელი სახე მიიღო მე-11 საუკუნეში. აქ ინახებოდა მაცხოვრის ჯვარცმის ფერხთა ფიცარი და სამსჭვალი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ გამოგზავნა საჩუქრად ქართველი ერის გაქრისტიანების გამო.
5. ბურატინოს ტბა, მდ. ალგეთის ხეობა. ბრწყინვალე ადგილი ფოტოსესიისთვის, ძველი ავტობუსი, ტბაზე გადასახედი ხიდი, ლამაზად გაფორმებული ნავები და ა.შ.
6. დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი - დაშბაშის კანიონი ბუნებრივი მრავალფეროვნებით და ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა. მის ფერდობებზე მიწისქვეშა წყლების მრავალი გამოსასვლელი და ჩანჩქერია. კანიონი გამომუშავებულია ვულკანურ (ბაზალტური ლავის) ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი.
7. დაშბაშის წმ.გიორგი - "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა. წარწერის მიხედვით მე-10-11 სს.

✔ 15 ივნისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ქოროღლის ციხე - ჯამში 1 კმ.
წვერის წმ. გიორგი - ჯამში 2 კმ.
ბურატინოს ტბა - ჯამში 1 კმ.
დაშბაშის კანიონი - ჯამში 3 კმ.
ტურის საერთო სირთულე - ყველგან მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ მანგლისის სიონი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობა დაიწყო წმ. ნინოს დროს, მე-4 საუკუნეში. დღევანდელი სახე მიიღო მე-11 საუკუნეში. აქ ინახებოდა მაცხოვრის ჯვარცმის ფერხთა ფიცარი და სამსჭვალი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ გამოგზავნა საჩუქრად ქართველი ერის გაქრისტიანების გამო. იმჟამად მანგლისი იყო დიდი ქალაქი, რადგანაც ის მდებარეობდა საერთაშორისო სავაჭრო გზაზე, რომელიც კლდეკარისა და თრიალეთის გავლით ქართლს, სომხეთსა და ალბანეთს აკავშირებდა. ტაძრის წინ აღმართულ ჯვრის ქვეშ დაკრძალულია წმინდა თევდორე მღვდლის ნაწილები და მას მაკურნებელი ძალა აქვს. ტაძარში ასევე არის წმ. იოანე მანგლელის თანმხლები ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.

✔ ქოროღლის (კოჯრის) ციხე - აზეულას ქედზე, ზღვის დონიდან 1200 მ, მე-11 საუკუნე. მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რადგან კვეთდა სომხით-საბარათიანოდან თბილისში მომავალ ერთადერთ გზას. ამიტომაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი სახელმწიფო მესვეურები. 1118 წელს აიღო დავით აღმაშენებელმა. 1195 წელს შამქორის ომის წინ კოჯრის ციხეს სტუმრობდა შირვან შაჰი. 1213 წელს აქვე გარდაიცვალა წმიდა თამარ მეფე. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დამარცხებულმა ქართველებმა მეორე დღეს აქ დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ქართველებმა აქ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სპარსელ დამპყრობლებს. გადმოცემის მიხედვით ამ ციხეს თავს თინა წავკისელი აფარებდა. 1921 წელს, რუსეთის XI არმიასთან შეუპოვარი ბრძოლის მერე, აქ დაიღუპა ქართველ იუნკერთა უმეტესობა.

✔ დაშბაშის წმ.გიორგი - "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა. წარწერის მიხედვით X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. გუმბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი. შენობის დეკორატიულ სამკაულში გავრცელებულ სახეებთან ერთად გვხვდება ორიგინალური სკულპტურული კომპოზიციებიც.

✔ დაშბაშის კანიონი - ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/06/19
    დაბრუნება
    • 15/06/19