national delicacy

ფრანგული კლასიკა

  • ID: 52479
  • ნახვები: 3366
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/06/19
    დაბრუნება
    • 19/10/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფრანგული კლასიკა" ->   (8 დღე / 7 ღამე)

პარიზი / ლუარას სასახლეები / ბურჟი / ლიონი /  დიჟონი / კოლმარი / რეიმსი / პარიზი
დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში, შეგიძლია მოინახულო:
(ვერსალი), (ნორმანდია), (სტრასბურგი).

 

1 დღე: ჩაფრენა პარიზში. შეხვედრა აეროპორტში კომპანია ევროპა ვოიაჟის წარმომადგენელთან. სასტუმროში დაბინავება. დღის მეორე ნახევარში სურვილისამებრ დამატებითი ღირებულებით შეგიძლიათ მოინახულოთ ვერსალის სასახლე.

 

2 დღე: პარიზი-(ნორმანიდა ონფლერი-ეტრეტა)
საუზმე და თავისუფალი დრო. დღის განმავლობაში სურვილისამებრ დამატებითი ღირებულებით შეგიძლიათ მოინახულოთ: ონფლერი და ეტრეტა-ქალაქი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე; კაბარე მულენ რუჟი; ლიდო.

 

3 დღე: ლუარი-ბურჟის ციხეები
საუზმე და გასეირნება ლუარის ხეობაში.  ნახავთ ციხესიმაგრეებს, რომელებიც ერთ დროს საფრანგეთის მეფეების მფლობელობაში იყო. ღვინის დაგემოვნება. გადასვლა ქალაქ ბურჟში. გასეირნება ქალაქის ისტორიულ ნაწილში. განთავსება სასტუმროში და თავისუფალი დრო.

 

4 დღე: ლიონი-დიჟონი
საუზმე და გამგზავრება ქალაქ ლიონში. მიმოხილვითი ქესკურსია ძველ ლიონში, ისტორიული ექსკურსია: საფეხმავლო ქუჩები; სახლები ვარდისფერი კოშკებით, ჰენრი IV სახლი; გალერია დელორმის ფასადი, საკათედრო ტაძარი და წმ.იოანე ნათლისმცემლის მოედანი; წმ.პავლეს და წმ.გიორგის ეკლესიის ფასადები; იურისტთა სახლი, ებრაული ქუჩა, სადგურის შენობა, თომას სახლი, მე-16 საუკუნის გოთიკური სტილის ფასადები და ა.შ. თავისუფალი დრო ქალაქში. წასვლა დიჟონში. ქალაქის ექსკურსია. სასტუმროში განთავსება და თავისუფალი დრო.

 

5 დღე: კოლმარი-(სტრასბურგი)
საუზმე და გამგზავრება კოლმარში. დაბინავება სასტუმროში და თავისუფალი დრო ქალაქში. დამატებითი ღირებულებით შეგიძლიათ მოინახულოთ: ქალქი სტრასბურგი „გაერთიანებული ევროპის დედაქალაქი“ და  ქალაქი კოლმარი.

 

6 დღე: რეიმსი-პარიზი
საუზმე და გამგზავრება ქალაქ რეიმსში. გასეირნება ქალაქის ისტორიულ ნაწილში. რეიმსისი ნოტერ დამი. თავისუფალი დრო. დაბრუნება პარიზში. დაბინავება სასტუმროში.  დღის მეორე ნახევარში სურვილისამებრ დამატებითი ღირებულებით შეგიძლიათ მოინახულოთ ლუვრი.

 

7 დღე: პარიზი
საუზმე და თავისუფალი დრო. სურვილისამებრ დამატებითი ღირებულებით შეგიძლიათ მოინახულოთ:მონ მარტი; მოინახულოთ: მონ მარტის რაიონი; პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი; ლათინური უბანი; ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. ვიზიტი პარფიუმერულ ქარხანა  ფრაგონარში. თავისუფალი დრო.

 

8 დღე: საუზმე და ტრანსფერი აეროპორტში.

 

 

ტურის დაწყების თარიღები: 2019 წლის 21 და 22 ივნისი; 19 და 20 ივლისი; 6 და 7 სექტემბერი; 18 და 19 ოქტომბერი;

 

ღირებულებაში შედის:

  • 3* სასტუმროებში განთავსება
  • დილის კვება
  • ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი
  • პარიზის და ლიონის ექსკურსიები რუსულენოვანი გიდის თანხლებით
  • ბურჟის, დიჟონის და რეიმსის მონახულება რუსულენოვან ასისტენტთან ერთად
     

დამატებითი ექსკურსიები და ღირებულებები:

  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
  • ღამის პარიზის ექსკურსია 30 ევრო
  • ვახშამი და საღამოს შოუ პროგრამა კაბარე მულენ რუჟში ან (ღირებულება დამოკიდებულია არჩეულ პროგრამაზე)
  • ექსკურსია ლუვრში გიდის თანხლებით 40 ევრო + შესასვლელი ბილეთი 17 ევრო
  • ექსკურსია ვერსალში 50 ევრო + შესასვლელი ბილეთი 18 ევრო
  • ნავით გასეირნება მდინარე სენაზე 13 ევრო
  • შესასვლელი ბილეთები ლუარის სასახლეში 11-13 ევრო
  • ექსკურსია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 35 ევრო
  • ექსკურსია მონმარტზე 35 ევრო
  • ექსკურსია ნორმანდიაში (ონფლერი-ეტრეტა) 70 ევრო
  • ექსკურსია სტრასბურგში 50 ევრო
  • ექსკურსია კოლმარში 20 ევრო
  • მძღოლის და თანაშემწის მოსაკრებელი
     

სავალდებულო გადასახადები:

  • ინდივიდუალური ყურსასმენები მთელი ტურის განმავლობაში 15 ევრო
  • სასტუმროების მოსაკრებელი 1დან 3,5 ევრომდე ღამეში ერთ ადამიანზე.


პროგრამის ღირებულება  ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში 1175 ლარია.

ერთადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში ღირებულებას ემატება 730 ლარი. 

ორჯერადი კვების დამატება 65 ევროა ყველა ქალაქში პარიზის გარდა.

 

ყურადღება!

 

-პროგრამაში გათვალისწინებული სასტუმროები არ არის ქალაქების ცენტრალურ უბნებში.

 

-(უფასო ტრანსფერი ემსახურება ჩაფრენას ორლის და შარლ დე გოლის აეროპორტში, რომელიც შესრულდება 10.30-დან 13.00 საათამდე და გამგზავრებას 13.00-დან 18.00 სთ-მდე. თუ იქნება სხვა ფრენის დროები ემატება 20 ევრო ერთ ადამიანზე ერთ გზაზე. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბოვეს აეროპორტს სადაც ფრენებს ახორცილებს ვიზ ეარი ტრანსფერი არ ემსახურება.)

 

-ბოვეს აეროპორტში ფრენების შემთხვევაში, აეროპორტიდან პარიზამდე ტურისტი უნდა ჩავიდეს დამოუკიდებლად პორტ მაილოტის ავტობუსების სადგურში, სადაც დახვდებათ ტრანსფერი.

 

-ავტობუსით გზავრობისას სურვილისამბერ დამატებით: პირველ რიგი 50 ევრო, მეორე რიგი 40 ევრო, მესამე რიგი 30 ევრო.

 

-ტურში ბავშვები დაიშვებიან 4 წლიდან.

შენიშვნა! საგზურის ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთების თანხა, რომელიც დამოკიდებულია თქვენთვის სასურველ მოგზაურობის პერიოდზე და ავიაკომპანიაზე

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 130.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/06/19
    დაბრუნება
    • 19/10/19