national delicacy

კუმურდო, ზრესკა, გორელოვკა, მადათაფა და ა.შ

  • ID: 52165
  • ნახვები: 4940
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/05/19
    დაბრუნება
    • 25/05/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე“ გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯავახეთში.

1. ვაგონის ხიდი
2. კუმურდო - მე-10 ს.
3. ზრესკის (პასკიას) ტბა და სამლოცველო
4. ახალქალაქი - ტურინის სუდარის ასლი
5. გორელოვკა - დუხაბორების ეთნოგრაფიული მუზეუმი
6. მადათაფის ტბა
7. საღამოს ტბა
8. ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი - 1992 წ.
9. ფოკის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტერი -
( სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში ).
10. ფარავნის ტბა - ფართობით საქართველოში ყველაზე დიდი ტბა

✔ 25 მაისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი


ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
6:40 სთ. გავდივართ 7:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში)..

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

✔ კუმურდო - X ს. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზემოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.

✔ ახალქალაქი - ტურინის სუდარის ასლი.
სუდარა, რომელშიც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის სხეული გაახვიეს. „მეხუთე სახარებად“ წოდებული. საგანგებოდ აშენებულ ეკვდერშია დაბრძანებული. შენობა მოხატულია ერთ-ერთი ყველაზე რთული და უძველესი მეთოდით, რომელიც ენკაუსტიკის სახელითაა ცნობილი.

✔ გორელოვკა - დუხაბორების ეთნოგრაფიული მუზეუმი.
სოფელი რუსეთიდან იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროს გამოძევებულმა დუხაბორებმა XIX ს. დააარსეს. დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, რუსულ-უკრაინული ტიპის ხატა და 1946-1947 წლებში ევროპულ ყაიდაზე ააგეს სამლოცველო სახლი.

✔ მადათაფის ტბა - ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ. სარკის ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ. ტბაში თევზი არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ბუღდაშენი

✔ საღამოს ტბა - მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 1996 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2,3 მ. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.

✔ ფოკის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტერი -
სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში. პირველად გაჩერდა ფარავნის ტბასთან, სადაც ორი დღე დაჰყო. 1989 წ. დაარსდა მონასტერი.

✔ ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი -1988 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა იმოგზაურა ჯავახეთში, მოინახულა სოფელი ფოკა, რომელიც დაკავშირებულია წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილთან და ამ მოვლენის აღსანიშნავად, წმ. ნინოს სახელზე აგებული მეთერთმეტე საუკუნის ბაზილიკის გვერდით პირადად შეიძინა სახლი, სადაც ჩაეწერა როგორც მაცხოვრებელი, რათა შეძლებოდა იმ დროისთვის დახურულ მხარეში ჩამოსვლა.
1989 წელს საქართველოს საპატრიარქოს სოფ. ფოკის შემოგარენში, ფარავნის ტბის პირას, გადაეცა 22 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც აშენდა ღია ტრაპეზი წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად და დაარსდა მამათა მონასტერი. ამავე წელს დაიწყო 40 დღიანი მომლოცველობის ტრადიცია წმ. ნინოს გზაზე ფოკიდან მცხეთამდე.1992 წელს პატრიარქის სახლში გაიხსნა დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი). მონასტერს მიეცა მისიონერული დატვირთვა, წლების მანძილზე წარმოადგენს ერთადერთ ქართულენოვან კუნძულს გაუცხოებულ გარემოში. მონასტერი ამზადებს და ყიდის 16 სახეობის ყველს, მრავალგვარ საკონდიტრო ნაწარმსა და სხვა პროდუქციას.

✔ ფარავნის ტბა - ფართობით საქართველოს უდიდეს ტბა. გაწოლილია ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², აუზის ფართობი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ. ტბის ქვაბული წარმოქმნილია მდინარის ხეობის გადაკეტვით სამსარის ქედიდან ჩამოსული პლეისტოცენის პერიოდის ახალგაზრდა ვულკანური ნაკადით.მდიდარია თევზით; გვხვდება ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/05/19
    დაბრუნება
    • 25/05/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა