national delicacy

შვეიცარიის კლასიკური ტური!

  • ID: 50287
  • ნახვები: 5994
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/06/19
    დაბრუნება
    • 21/09/19
დამატებითი ინფორმაცია

 შვეიცარიის კლასიკური ტური 

 

საგზურის ღირებულება: 1470 ლარი!

 

  • ეს ტურიზმის ქვეყანაა 

 

  • სადაც თავმოყრილია: ალპების მწვერვალები, ულამაზესი ტბები, ჩანჩქერები, კარგად მოვლილი ძველი ქალაქები.
  • ტური მოიცავს შვეიცარიის ოთხ ყველაზე დიდ ქალაქს!

 

 

ციურიხი - ლუცერნი - შტაინ ამ რაინი - რეინფელდენი - კოლმარი - ბაზელი -  ინტერლაკენი -ბერნი - ფრიბურგი - გრიუიერი - შილონის ციხე სიმაგრე - მონტრე - ჟენევა - ციურიხი -

-------

 

ტურის დაწყების თარიღები: 20.07.19,10.08.19,21.09.19

 

განთავსება: 3 ღამე ციურიხში - 2 ღამე რეინფელდენში - 1 ღამე ბერნში - 1 ღამე ჟენევაში

----

დღე 1. ციურიხი

ჩამოფრენა ციურიხის აეროპორტში. დახვედრა აეროპორტში და შეხვედრა რუსულენოვან წარმომადგენელთან. საექსკურსიო ტური ქალაქში. თავისუფალი დრო ქალაქში. ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება. ღამისთევა ციურიხში ან მის შემოგარენში.

დღე 2 . ციურიხი-შტაინ ამ რაინი - ლიუცერნი

საუზმე სასტუმროში. დღის პირველ ნახევარში ნებაყოფლობითი ექსკურსია რეინის ჩანჩქერზე; მდინარე რეინის სანაპიროზე გაშენებული ზღაპრული ქალაქის შტაინ ამ რაინის მონახულება. დღის მეორე ნახევარში ნებაყოფლობითი ექსკურსია ლუცერნში. ექსკურსია ლუცერნის ისტორიულ ცენტრში, რომელიც განთქმულია მდინარე რიოისზე გადებული ულამაზესი ხის ხიდებითა და ძველებური ჯებირებით. თავისუფალი დრო. დაბრუნება ციურიხში. ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 3 . ბაზელი - რეინფელდენი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ბაზელის მიმართულებით. თავისუფალი დრო ქალაქში გასასეირნებლად. გამგზავრება რეინფელდენის მიმართულებით. განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო გერმანიის საზღვარზე მდებარე ულამაზეს ზღაპრულ ქალაქ რეინფელდენში. ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 4. კოლმარი

საუზმე სასტუმროში. ნებაყოფლობითი ექსკურსია ქ. კოლმარში (საფრანგეთი) . თვალწარმტაცი ელზასური ქალაქი, კარგად შემონახული უძველესი შუასაუკუნეობრივი კვარტლებით. ქალაქში შემონახულია აღორძინების ხანისა და შუასაუკუნეების დროს აშენებული უამრავი შენობა. ქალაქი ცნობილია მისი უძველესი კვარტლებით, ერთ-ერთ მათგანს „პატარა ვენეციას“ უწოდებენ; აქ თქვენ გაიხსენებთ იმ დროს, როცა ქალაქში ვითარადებოდა ხელოსნობა და აყვავებული სოფლებიდან ქალაქში უამრავი მნახველი ჩამოდიოდა მისი ციხესიმაგრის დასათვალიერებლად. ეს ადგილი ნამდვილი სამოთხე იყო მხატვრებისათვის, აქ მუშაობდა მარტინ შონგაუერი - ავტორიგანთქმული ტილოს ავტორი „მადონა ვარდის ეზოში“ - რომელიც გვიანი შუასაუკუნეების ფერწერული ნიმუშის ნამდვილი მარგალიტია, დღეს ეს ტილო დომინიკანას სამლოცველოში ინახება. ექსკურსია ჩატარდება ქალაქის მასტაბით. თავისუფალი დრო. დაბრუნება სასტუმროში.

 

დღე 5 ინტერლაკენი ბერნი


საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. გამგზავრება ინტერლაკენის მიმართულებით.შვეიცარიის შუაგულში მდებარე ინტერლაკენი წარმოადგენს შემაერთებელ ხაზს ორ რკალისებრ ტბას - ბრიენცსა და ტუნსკის შორის. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი დასახელება, რაც „ტბათაშორისს“ ნიშნავს. თავისუფალი დრო. გამგზავრება ქ. ბერნში. საექსკურსიო ტური ქალაქის ცენტრში, სადაც მდებარეობს შვეიცარიის ყველაზე მაღალი ტაძარი საათის კოშკი, დათვის ღრიალი. ბერნი მდებარეობს განსხვავებული კულტურების გადაკვეთაზე. გერმანული წარმომავლობის მქონე ქალაქმა შეინარჩუნა მრავალფეროვანი ევროპული კულტურის გავლენა.ბერნზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილი მუზეუმი-ქალაქია, რომელიც ცოცხალი პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს. 1848 წლიდან ბერნი წქარმოადგენს შვეიცარიის დედაქალაქს, აქ განთავსებულია თითქმის ყველა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა ბერნში.

დღე 6. ფრიბურგ-გრიუიერი

 

საუზმე სასტუმროში. გამგზავრბა ფრიბურგის მიმართულებით. ქალაქი დაარსდა 1157 წ. იგი იზიდავს უამრავ ტურისტს მისი შუასაუკუნეობრივი გოთიკური არქიტექტურით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მდიდარია მთელს ევროპაში. მთის ფერდობზე მდებარე ქალაქი ფრიბურგი საკმაოდ ფერადოვანია, იგი მთლიანად ჩაფლულია სიმწვანეში და უამრავ ტურისტეს იზიდავს ძველებურ ჩიხებში სასეირნოდ. თავისუფალი დრო. გასეირნება ქალაქის ცენტრში. გამგზავრება გრიუიერის მიმართულებით. გასეირნება ქალაქში ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად. გრიუიერი –ალპის მთების ძირში მდებარე ულამაზესი შუასაუკუნეობრივი პატარა სოფელია. იგი ერთ დროს დამოუკიდებელი გრიუერის საგრაფოს დედაქალაქი იყო. ეს სახელი წარმოსდგება წეროსგან, რომელიც გრუიერის გრაფი რუდოლფ III -ის გერბს ამშვენებდა. მთავარი ქუჩა მორთულია კრამიტით გადახურული სახლებით, რომელსაც ციხე-სიმაგრესთან მივყავართ. ქუჩის ორივე მხარეს განთავსებული სუვენირის ფარდულები შერეულია რესტორნებთან, სადაც მზადდება განთქმული ფონდიუ ადგილობრივად წარმოებული ევროპაში განთქმული გრიუიერის ყველით. ადგილობრივი ყველის საწარმოს მონახულება. გეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ შვეიცარული ყველი და შეიძინოთ ყველის ნაირსასხეობა ადგილობრივ წარმოებაში. თავისუფალი დრო. გამგზავრება ჟენევის გარეუბნისკენ. განთავსება სასტუმროში. ღამისთევა.

 

დღე 7. ჟენევა


საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ჟენევის მიმართულებით. საექსკურსიო ტური ქალაქში. თავისუფალი დრო ჟენევაში. ნებაყოფლობითი ექსკურსია ულამაზეს ქალაქ მონტროში, მდებარე ჟენევის ტბის სანაპიროზე, შილიონის ციხე-სიმაგრის დათვალიერება. მოხერხებული მდეობარეობისა და რბილი კლიმატური პირობების გამო იგი ყველაზე პოპულარული კურორტია ჟენევის ტბის სანაპიროზე. მონტრო უდავოდ ყველაზე ლამაზი ქალაქია ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ეს არის მუდმივი დღესასწაულის ქალაქი. თავისუფალი დრო ქალაქში. გამგზავრება შილიონის ციხე-სიმაგრის მიმართულებით. (10 წთ). შილიონის ციხე-სიმაგრე (Chillion Castle) ითვლება შვეიცარიის ციხეებს შორის ყველაზე დიდებულ ციხედ. იგი განთავსებულია ჟენევის ტბის სანაპიროზე მონტრესა და ვილნევს შორის. XI ს.-ში ამ ადგილას იყო მომცრო ზომის ციხე, რომელიც იცავდა სენ ბერნარის უღელტეხილზე გამავალ მნიშვნელოვან სავაჭრო გზას იტალიისკენ. იგი ეკუთვნოდა სიონის თავად - ეპისკოპებს. 1150 წლიდან იგი გადაეცა სავოის უფლისწულებს, რომლებიც იმ დროის ძლევამოსილ მმართველებს წარმოადგენდნენ. შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი ფაბრიკის დათვალიერება, აქ შეძლებთ დააგემოვნოთ და შეიძნოთ შოკოლადი დაბალ ფასად. გამგზავრება ციურიხის მიმართულებით. განთავსება სასტუმროში. ღამისთევა.

დღე 8. საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი ციურიხის აეროპორტში.

 

ტურის ღირებულებაში შედის:

  • საუზმე
  • განთავსება სასტუმროში 3*-4* 
  • ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში - აეროპორტში
  • ტრანსპორტით მომსახურება რუსულენოვან წარმომადგენელთან ერთად.
  • ექსკურსია რუსულენოვანი ლიცენზირებულის გიდის თანხლებით შემდეგ ქალაქებში: ციურიხი, ბერნი, ჟენევა 
  • გასეირნება ქალაქ გრიუერში ჯგუფის ძელმძღვანელთან ერთად
  •  

მომსახურებაში არ შედის:

  • ავიაბილეთები
  • მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები
  • ე.წ. ქალაქის მოსაკრებელი

 

▸ შენიშვნა: ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში.

▸ შესაძლებელია ტურის მორგება თქვენთვის სასურველ თარიღზე!
-------

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

593729042
599190022; 
2 92 02 94 
ბესიკის ქ. 4/ ბესიკის ბიზნეს ცენტრი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 470.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/06/19
    დაბრუნება
    • 21/09/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა