national delicacy

ბევრეთი ლისი მაჩხანი წოდორეთი

  • ID: 50004
  • ნახვები: 3319
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/03/19
    დაბრუნება
    • 16/03/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბევრეთში.

1. მაჩხანის თეოდორე ტირონი - 853 წ.
2. ბევრეთი წმ. თეკლას სავანე - 1995 წ. (ტაო- კლარჯეთის ეკლესიათა მსგავსი)
3. წოდორეთის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი
4. ლისის წმინდა გიორგის ეკლესია - მე -7 ს.
5. ლისის ღვთისმშობელის ეკლესია -გვიანი ფეოდალური ხანა.
6. ლისის ტბა

✔ 16 მარტი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 15 ლარი

???? ფეხით სასიარულო ერთი გზა 5 კმ. ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში - 10 კმ. მარტივი სირთულის. სწორ რელიეფზე.
(თუ სამანქანო გზა შედარებით კარგ მდგომარეობაში იქნება შეიძლება მიკროავტობუსმა შეგვიმციროს ფეხით გასავლელი მანძილი).

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
7:45 სთ. გავდივართ 8:00სთ. (დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში)

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).


კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????
ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ტურის შემდეგ დავანთებთ კოცონს და ვიმწვადავებთ ან შევწვავთ კარტოფილებს :D

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 555 40 76 50 ანი
 

✔ მაჩხანის თეოდორე ტირონი - წარწერების თანახმად, ეკლესია აშენებულია 853 წელს, არაბთა ბატონობის ხანაში. ინტერიერში შემორჩენილია მოგვიანო ხანის (XI ს.) მოხატულობის კვალი. ტაძარს შესასვლელ კარის ზემოთ აქვს ასომთავრული და არაბული წარწერები.

✔ ბევრეთი წმ. თეკლას სავანე - სავანეს საფუძველი ჩაეყარა 1995 წელს. მდებარეობს მთებში, ტყეებით გარშემორტყმულ ხეობაში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. ამ ადგილს "კალამონი" უწოდეს (წმინდა თეკლა ანტიოქიაში, კალამონის მთაზე მოღვაწეობდა). X ს არქიტექტურული სტილი. ტაო- კლარჯეთის ეკლესიათა მსგავსი. ტაძარი შირიმის ქვით არის ნაგები (ფორიანი, წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისაგან. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს).

✔ ლისის წმინდა გიორგის ეკლესია - მე -7 ს. ეკლესიაში დაკრძალული არიან თარხან მოურავთა საგვარეულოს წარმომადგენლები.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/03/19
    დაბრუნება
    • 16/03/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა