national delicacy

ბატეთის ტბა

  • ID: 45770
  • ნახვები: 5168
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/10/18
    დაბრუნება
    • 21/10/18
დამატებითი ინფორმაცია

ორგანიზატორი: მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''

საკონტაქტო ნომერი: 
555 93 38 59 გიორგი
577 23 70 35 რეზი

დეტალურად გაეცანით ღონისძიების აღწერას დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე.

იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს ორგანიზებული,სასიამოვნო აუცილებლად უნდა შეასრულოთ შემდეგი ვალდებულებები: 1)უსიტყვოდ ვემორჩილებით ლაშქრობის ორგანიზატორის გადაწყვეტილებებს.
2)ტურზე აკრძალულია ალკოჰოლი
მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
3)არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
4)არ ვეწევით ტრანსპორტში
5)არ ვყრით ნაგავს
6)არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე
7)არ ვბილწსიტყვაობთ
8)არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
9)მარშირებისას არ ვრჩებით ჩამკეტზე უკან და არ მივდივართ წინმძღოლზე წინ რადგან ისინი ადგენენ მარშირების სიარულის ტემპს და მიყვებიან დაგეგმილ განრიგს

ამ პირობებიდან ერთის დარღვევის შემთხვევაშიც კი ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას დამრღვევზე,იგი ეთიშება ლაშქრობას და ვეღარასდროს შეძლებს ჩვენთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებას.
ასე რომ გაითავისეთ კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით.... 

ლაშქრობის თარიღი: 21 ოქტომბერი (კვირა)

გასვლის დრო: რუსთავი-05:30-შარტავა მადაგონის ტერიტორია
თბილისი-07:00- სპორტის სასახლის მიმდებარე 
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან.
>>>>დამგვიანებელს თუ დაგვირეკავს ან მოგვწერს და შეგვატყობინებს რომ საპატიო მიზეზით აგვიანდება დაველოდებით 20 წთ. <<<<<

მდებარეობა: შიდა ქართლი 

მოსანახულებელი ადგილი: 
ორთუბნის დედათა მონასტერი
ბატეთის ტბა 

ლაშქრობის ხანგრძლივობა : 1 დღე

ლაშქრობის სირთულე: საშუალო სირთულის (რელიეფი-ტყის ბილიკი,აღმართი)

ფეხით გასავლელი მანძილი: 6 კმ (+-1)

რა ჩაიცვათ?- მოსახერხებელი ფეხსაცმელი ბოტასი,კედი და ა.შ. (სასურველია სალაშქრო მაღალყელიანი ფეხსაცმელი)
მოსახერხებელი კომფორტული ტანსაცმელი

სასურველია თან იქონიოთ:
გამოსაცვლელი ტანსაცმელი 
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 
თბილი მოსაცმელი 
პირადი აფთიაქი,თუ საჭიროებთ სპეციფიური წამლების მიღებას აუცილებლად იქონიეთ თან!!!

ლაშქრობის ღირებულება: 25 ლარი

ფასში შედის:
ტრანსპორტირება 
გამყოლები 

ფასში არ შედის: 
კვება 
ჩემპიონთა ლიგის უეჭველი 2 კუში
მძღოლზე მანქანის მართვისას თვალებზე ხელების აფარება 

საბანკო რეკვიზიტები: 
GE41TB7305436010100041 თიბისი ბანკი 
მიმღების დასახელება: რევაზი შოშიაშვილი 
დანიშნულებაში მიუთითებთ: ლაშქრობის საფასური (სახელი, გვარი)....
შეინახეთ ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი იქამდე სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას.

>>>>ჩარიცხვამდე აუცილებლად დაგვიკავშირდით.<<<<<<<<

გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.

თუ ლაშქრობა ჩაიშალა ჩვენი მიზეზით გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ უკან.

კლუბის წევრების მოქმედება ფორსმაჟორულ სიტუაციებში
მაგ:
>რომელიმე წამომსვლელის ან კლუბის წევრის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
>აღნიშნული ბილიკი გახდა საფრთხის შემცველი ოდნავ მაინც
და ა.შ. სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებზე აღარ დავკონკრეტდებით
ლაშქრობის ორგანიზატორს უფლება აქვს ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს, შეუძლია შეწყვიტოს ლაშქრობა და ჯგუფი უკან დაგაბრუნოთ თქვენივე უსაფრთოხებისათვის (ასეთ დროს თანხა უკან არ ბრუნდება).

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
მოლაშქრეთა კლუბი ,,ირბისი''
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/10/18
    დაბრუნება
    • 21/10/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა