national delicacy

დაშბაშის კანიონი, ბერთა, მანგლისი, ბურატინოს ტბა

  • ID: 44963
  • ნახვები: 5815
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/09/18
    დაბრუნება
    • 16/09/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს დაშბაშის კანიონზე.

1.დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი
2. დაშბაშის წმ.გიორგი - X-XI სს. 
3. წალკის ბერთას სამი მღვდელმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი (სასწაულმოქმმედი კალმახები) VI-VII ს.ს.
4. მანგლისის სიონი IV ს.
5. ბურატინოს ტბა

✔ 16 სექტემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში 3კმ დაშბაშის ჩანჩქერზე და ჯამში 1კმ ბურატინოს ტბაზე. დაშბაშის ჩანჩქერზე ჩასვლისას არის დაღმართი, ამოსვლისას შესაბამისად დაგვხვდება აღმართი :) სასიარულოდ მარტივი რელიეფია.

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი - დაშბაშის კანიონი ბუნებრივი მრავალფეროვნებით და ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა. მის ფერდობებზე მიწისქვეშა წყლების მრავალი გამოსასვლელი და ჩანჩქერია. კანიონი გამომუშავებულია ვულკანურ (ბაზალტური ლავის) ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი.

2. დაშბაშის წმ.გიორგი - "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა. წარწერის მიხედვით X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. გუმბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი. შენობის დეკორატიულ სამკაულში გავრცელებულ სახეებთან ერთად გვხვდება ორიგინალური სკულპტურული კომპოზიციებიც.

3. წალკის ბერთას სამი მღვდელმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი (სასწაულმოქმმედი კალმახები) VI-VII ს.ს.
ამჟამინდელი მართლმადიდებლური მონასტერი დაარსდა 2004 წ. ტაძრის ქვემოდან აღმოცენებული უხრწნელი წყალი განსაკუთრებულია იმით, რომ ამ წყალში ბინადრობენ კალმახები. მიუხედავად იმისა, რომ, ამ აუზში მრავალი ადამიანი განიბანება კურნების მიზნით, ისინი აუზს არ ტოვებენ.

4. მანგლისის სიონი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობა დაიწყო წმ. ნინოს დროს, მე-4 საუკუნეში. დღევანდელი სახე მიიღო მე-11 საუკუნეში. აქ ინახებოდა მაცხოვრის ჯვარცმის ფერხთა ფიცარი და სამსჭვალი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ გამოგზავნა საჩუქრად ქართველი ერის გაქრისტიანების გამო. იმჟამად მანგლისი იყო დიდი ქალაქი, რადგანაც ის მდებარეობდა საერთაშორისო სავაჭრო გზაზე, რომელიც კლდეკარისა და თრიალეთის გავლით ქართლს, სომხეთსა და ალბანეთს აკავშირებდა. ტაძრის წინ აღმართულ ჯვრის ქვეშ დაკრძალულია წმინდა თევდორე მღვდლის ნაწილები და მას მაკურნებელი ძალა აქვს. ტაძარში ასევე არის წმ. იოანე მანგლელის თანმხლები ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/09/18
    დაბრუნება
    • 16/09/18