national delicacy

ვანის გოგირდის აუზები, ვარციხე, გეგუთი და ა.შ.

  • ID: 44465
  • ნახვები: 7422
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/08/18
    დაბრუნება
    • 26/08/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს იმერეთში.

1. უბისის მონასტერი - მე-9-12 საუკუნეები.
2. ვარციხე (როდოპოლისი) - მე-6 საუკუნის ეგრისის სამეფოს ნაქალაქარი (ციხესიმაგრე, ეკლესია და ა.შ)
3. მეორე ობჩა - წმ. გიორგის (მე-19 საუკუნე) და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (მე-7 საუკუნე) ეკლესიები (აქ ინახებოდა წმ. გიორგის თავის ქალის ნაწილი)
4. წითელხევი - წმ. გიორგის (დევიძეების) ეკლესია (მე-10-11 საუკუნეები, უნიკალური ფრესკებით)
5. ამაღლება - გოგირდოვანი მინერალური წყლის აუზები, ნებისმიერ მსურველს შეუძლია იბანაოს, უფასოა.
6. გეგუთის სასახლე - მე-8 საუკუნე. გიორგი III-ს დროინდელია მთავარი ნაგებობა, სადაც მან თანამოსაყდრედ თამარ მეფე გამოაცხადა.

✔ 26 აგვისტო, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

ფეხით სასიარულო არსად არ გვაქვს - 0 კმ. 

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ. გავდივართ 6:40 სთ
( გთხოვთ არ დააგვიანოთ, რადგან გასვლისას ვინც არ იქნება ვერ დაველოდებით)

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. უბისის მონასტერი - კომპლექსში შედის: წმინდა გიორგის ეკლესია (მე-9 საუკუნეში ააშენეს გრიგოლ ხანძთელმა და მისმა მოწაფეებმა ქრისტეფორე და თეოდორემ აფხაზთა მეფის დემეტრეს სამფლობელოში), 1141 წელს სიმონ ჭყონდიდელის მიერ აგებული ოთხ სართულიანი კოშკი, მე-12 საუკუნის ძველი გალავნის ნაშთი, სამრეკლო და სხვადასხვა სამკურნალო ნაგებობები. ეკლესიის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა მისი შიდა მოხატულობა, რომელიც შეასრულა მე-14 საუკუნეში მოღვაწე დიდი ქართველი მხატვრის, დამიანეს, მოწაფე გერასიმემ. წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება, სერობა, ხორცითა და სისხლით ზიარება.


2. ვარციხე (როდოპოლისი) - მე-6 საუკუნის ეგრისის სამეფოს ნაქალაქარი. თავდაპირველად მისი სახელი ვარდციხეა – „ვარდის ციხე“, ამიტომაც უწოდეს მას ძველმა ბერძნებმა, ბერძნული თარგმნით, „როდოპოლისი“ – ვარდის ქალაქი (ბერძ. „როდონ“- ვარდი, „პოლის“- ქალაქი.). უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის გულში, სამი მდინარის შესაყარში, აღმართულ ქალაქს. აქ გაივლიდა ინდოეთიდან მომავალი „დიდი წყლის გზა“ (სამდინარო გზა) და ჩრდილოეთიდან მომავალი სახმელეთო გზაც. ვარციხე ბუნებრივ სიმაგრეებს მოკლებული იყო. ამიტომ შიშველ დაბლობზე მდებარე ქალაქს ადგილობრივი ქართველობა გამუდმებით ამაგრებდა და აშენებდა.გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკის მიხედვით ვარდციხეში აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ. 

3. მეორე ობჩა - სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ლუხუტის (ყვირილას მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. სოფელში მოქმედებს 
წმ. გიორგის (მე-19 საუკუნე) და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (მე-7 საუკუნე) ეკლესიები (აქ ინახებოდა წმ. გიორგის თავის ქალის ნაწილი). 

4. წითელხევი - წმ. გიორგის (დევიძეების) ეკლესია (მე-10-11 საუკუნეები, უნიკალური ფრესკებით).

5. ამაღლება - გოგირდოვანი მინერალური წყლის (თბილი) აუზები. 

6. გეგუთის სასახლე - მე-8 საუკუნე. გიორგი III-ს დროინდელია მთავარი ნაგებობა, სადაც მან თანამოსაყდრედ თამარ მეფე გამოაცხადა.საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთი იქცა იმერეთის მეფეთა რეზიდენციად. სასახლე დაზიანდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ II-ის ბრძოლებისას.სასახლე დაზიანდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ II-ის ბრძოლებისას.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/08/18
    დაბრუნება
    • 26/08/18