national delicacy

-- საფრანგეთი - ბელგია - ჰოლანდია --

  • ID: 44397
  • ნახვები: 19281
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/01/20
    დაბრუნება
    • 23/02/19
დამატებითი ინფორმაცია

-- საფრანგეთი - ბელგია - ჰოლანდია --

დაუვიწყარი ერთკვირიანი ევროპის ტური 

პარიზი ‣ ჟევერნი ‣ რუანი ‣ (ეტრეტა) ‣ ბრიუგე ‣ ბრუსელი ‣ ამსტერდამი ‣ (ვოლენდამი - ზაანს სხანსი) ‣ ანტვერპენი ‣ პარიზი ‣ (ფონტენბლო)

 

ხანგრძლივობა: 7 ღამე/8 დღე

 

---------

 

ტურის დაწყების თარიღები:

20.03.2020, 21.03.2020 22.03.2020

 

17.04.2020, 18.04.2020, 19.04.2020

 

01.05.2020, 02.05.2020, 03.05.2020

 

12.06.2020, 13.06.2020, 14.06.2020

 

26.06.2020, 27.06.2020, 28.06.2020

 

10.07.2020, 11.07.2020, 12.07.2020

 

24.07.2020, 25.07.2020, 26.07.2020

 

07.08.2020, 08.08.2020, 09.08.2020

 

21.08.2020, 22.08.2020, 23.08.2020

 

11.09.2020, 12.09.2020, 13.09.2020

 

25.09.2020, 26.09.2020, 27.09.2020

 

09.10.2020, 10.09.2020, 11.09.2020

 

23.10.2020, 24.10.2020, 25.10.2020

ტური იწყება შემდეგ დღეებში: პარასკევი, შაბათი, კვირა

 

 

პარასკევი

ჩამოფრენა პარიზში. დახვედრა აეროპორტში ევროპა ვოიაჟერის აბრით. განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა პარიზში. 

 

შაბათი

პარიზი

 

საუზმე პარიზის სასტუმროში. თავისუფალი დრო პარიზში. სურვილისამებრ ექსკურსია მონმარტსა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საღამოს საათებში შესაძლებელია ცნობილი კაბარეს სტუმრობაც (ლიდო, მულენ ღუჟი, ქრეიზი ჰორსი). ღამისთევა პარიზში.  .

კვირა

პარიზი

 

საუზმე პარიზის სასტუმროში. დამატებითი ექსკურსია ფონტენბლუს სასახლეში , რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენა საფრანგეთის მეფეების რეზიდენციას. საექსკურსიო ტური პარიზში. პარფიუმერული ფაბრიკის ფრაგონარის დათვალიერება. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ ექსკურსია  ღამის პარიზი. ღამისთევა პარიზში. 

 

ორშაბათი

 

პარიზი-ჟევერნი-(ეტრეტა)-რუანი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ჟევერნის მიმართლებით. ნორმანდია, ჟევერნის კუთხე. პატარა თვალწარმტაცი სოფელი მდინარე სენას სანაპიროზე, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 540 შეადგენს. სწორედ ამ სოფელში გაატარა ცხოვრების მეორე ნახევარი იმპრესიონიზმის სკოლის ფუძემდებელმა კლოდ მონემ. აქ თქვენ იხილავთ დოქებით მორთულ გუბეს, სადაც მონე საკუთარი ხელოვნების შედევრებს ქმნიდა. გამგზავრება რუანის მიმართულებით. ქალაქში გასეირნება ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად. გზად შესაძლებელია ქალაქი - კურორტი ეტრეტას დათვალიერება, რომელიც მდებარეობს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე. სწორედ აქ დაედო დასაბამი იმპრესიონისტების ულამაზეს ქმნილებებს. განთავსება სასტუმროში. ღამისთევა

 

 

სამშაბათი

ბრუგე-ბრუსელი

საუზმე სასტუმროში. გამგავრება ბრიუგეში. საექსკურსიო ტური ქალაქში. თავისუფალი დრო. გამგზავრება ბრიუსელის მიმართულებით. ექსკურსია ქალაქში. ბრიუსელი - ფლანდრიის ფრანგულენოვანი მოსახლეობის პატარა კუნძული, იგი წარმოადგენს დამბყრობლის იმართ დაუმორჩილებლობის ისტორიულ სიმბოლოს. ქალაქს გულის ფორმა აქვს. 1979 წ. ბრუსელს შეუსრულდა ათასწლიანი ისტორია. ბელგიის სამეფოს დედაქალაქში საფეხმავლო ტურის განმავლობაში თქვენ დაათვალიერებთ გრანდ პლაცის ულამაზეს მოედანზე მდებარე მერიის და გილდიის  შენობებს, «მანეკენ პისს» (შიშველი ბიჭის ქანდაკებას), რომელიც ბრუსელის სიმბოლოს წარმოადგენს, საბლონის ღვთისმშობლის ტაძარს, მსოფლიოში განთქმულ ატომიუმს – რომელიც ასევე ბრუსელის სიმბოლოს წარმოადგენს. თავისუფალი დრო. ღამისთევა ბრუსელში.  

 

ოთხშაბათი

ამსტერდამი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ამსტერდამის მიმართულებით. ქალაქის საექსკურსიო ტური. ალმასის ფაბრიკის დათვალიერება. სურვილისამებრ გასეირნება ნავით ამსტერდამის არხებში. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა ამსტერდამში.

 

ხუთშაბათი

(ვოლენდამი - ზაანს სხანს)-ანტვერპენი

საუზმე სასტუმროში.  სურვილის შემთხვევაში საექსკურსიო ტური ვოლენდამსა და ზაანს სხანსიში. ხუთი ქარის წისქვილი, რომლებიც ამშვენებენ მდინარე ზაანსის ნაპირს. ისინი გვახსენებენ იმ ეპოქას, როდესაც მდინარე ზაანსის წარმადობა დამოკიდებული იყო ქარის ძალაზე.  ზაანს სხანსი წარმოადგენს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ღია ცის ქვეშ, სადაც გლეხები ცხოვრობენ საუკუნეობრივი ტრადიციების შესაბამისად, აცვიათ ფერადოვანი ნაციონალური ტანსაცმელი და ხის ამოჭრილი ფეხსაცმელი, კლომპები, ამზადებენ ყველს ტრადიციული ტექნოლოგიით. კარგად შენარჩუნებული შენობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰოლანდიის აყვავების ხანას 17-18-ე საუკუნეში. შენობების ავთენტური სტილი, ისტორიული გემსაშენები, ქარის წისქვილები ასობით ათას ტურისტს იზიდავს ყოველწლიურად.  დღესდღეობით ვოლენდამი ცნობილია, როგორც ეთნოგრაფიული ტურისტული ცენტრი, „ნამდვილი ჰოლანდიის“ სიმბოლო. ყოველწლიურად აქ ჩამოდის 2 მილიონი მოგზაური, რათა იხილონ კოხტად მოწყობილი ეროვნული სახლები, რომელთა ფანჯრებიც ვიტრინებივითაა მოკაზმული, ძველებური ეკლესიები, მყუდრო, რომანტიული ტუპიკები, ლამაზი არხები, ამწე ხიდები  და ცნობილი ადგილობრივი ნავსადგური, აქ წარმოდგენილია ნებისმიერი ტიპის იახტა და თევზსაჭერი ნავები. გამგზავრება ანტვერპენის მიმართულებით. გასეირნება ქალაქში ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა.

 

პარასკევი

პარიზი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება პარიზში. ტრანსფერი აეროპორტში.   

 

ტურის ღირებულებაში შედის:

 

- 3* სასტუმროში განთავსება საუზმით

- ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი (უფასო ტრანსფერი - ჩამოფრენა: 10.30 სთ.-დან 13.00სთ.-მდე და გაფრენა: 13.00 სთ.-დან 18.00 სთ.-მდე.

- ტრნასპორტით მომსახურება მთლიანი ტურის განმავლობაში 

- რუსულენოვანი ჯგუფის ხელმძღვანელი

- ექსკურსიები რუსულენოვან გიდთან ერთად პარიზში, ბრუგეში, ბრიუსელსა და ამსტერდამში. 

- ჟივერნის, რუანის და ანტვერპენის დათვალიერება რუსულენოვან ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად.

 

ტურის ღირებულებაში არ შედის: 

- ავიაბილეთები

- დამატებითი ექსკურსიების ღირებულება

 

▸ ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში

▸ შესაძლებელია ტურის მორგება თქვენთვის სასურველ თარიღზე!

▸ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:☏ 593729042 ☏599190022; ☏ 2 92 02 94 ან მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ბესიკის ქ. 4/ ბესიკის ბიზნეს ცენტრი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 290.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/01/20
    დაბრუნება
    • 23/02/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა