national delicacy

პილიგრიმული ტური კვიპროსზე

  • ID: 39812
  • ნახვები: 5473
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/18
    დაბრუნება
    • 22/05/18
დამატებითი ინფორმაცია

პილიგრიმული ექსკურსიები კვიპროსზე

 

კვიპროსს სამართლიანად უწოდებენ „წმინდანთა კუნძულს“. გარდა  მისი სანაპიროებისა, ეს უნიკალური კუნძული ცნობილია წმინდა ადგილების, ეკლესია-მონასტრების სიმრავლით. ჩვენი შემოთავაზების ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ადგილები გიდთან ერთად.

 

პაფოსის სიწმინდეები (კერპთაყვანისმცემლობიდან ქრისტიანობამდე) - კვიპროსის უძველესი ქალაქის წმინდა ადგილები. ამ ექსკურსიის ფარგლებში თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მოინახულოთ წმ. ნიკოლოზის მონასტერი, გამოქვაბულში მდებარე პანაგია ვუნაკროტისის ტაძარი, წმ. ფეოდოსიას სახელობის მე-13 საუკუნის ბიზანტიური ტაძარი და პაფოსის სხვა უძველესი სიწმინდეები.

ტროდოსის მთის სიწმინდეები - ამ ექსკურსიის ფარგლებში გთავაზობთ ეწვიოთ კვიპროსის მთიანი ნაწილის მართლმადიდებლურ სიწმინდეებს.

მესაორიის და ნიქოზიის წმინდა ადგილები - წმ. იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი უნიკალური ფრესკებით, წმ. თეკლეს დედათა მონასტერი, ასევე გზად მოინახულებთ არქიეპისკოპოსის რეზიდენციას.

აღმოსავლეთ კვიპროსის სიწმინდეები - ლარნაკა და წმ. ლაზარე. ექსკურსიის ფარგლებში მოინახულებთ ლარნაკას პირველი ეპისკოპოსის - წმ. ლაზარეს სახელობის ტაძარს. შემდეგი გაჩერება კი წ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერია, სადაც ინახება მისი სასწაულმოქმედი ხატი და წმინდა ნაწილი.

 

ტურის სრული ღირებულება - 982 ლარი

ფასში შედის:

✈ ორმხრივი ავიაბილეთები - (ქუთაისი-ლარნაკა)

Ⓗ სასტუმროში განთავსება (კვება: BB - საუზმით)

☑ სამოგზაურო დაზღვევა

✔ ერთდღიანი ექსკურსია 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

■ მოცემული ფასები ცვალებადია და დაჯავშნამდე გადაამოწმეთ ოპერატორთან.

■ ტურის ღირებულება მოცემულია 1 პერსონაზე 6კაციან ჯგუფში.

 

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

Ⓐ პეკინის #34, ბიზნეს ცენტრი „საბურთალო“

✆ 032 2 23 88 31

✆ +995 555 500 437

E_mail: info@everywhere.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე982.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/18
    დაბრუნება
    • 22/05/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა