national delicacy

ესპანეთი - პორტუგალია

  • ID: 39775
  • ნახვები: 10053
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/03/18
    დაბრუნება
    • 10/04/18
დამატებითი ინფორმაცია

ესპანეთი - პორტუგალია 4-5-6-7-8-9-10 აპრილი ....

დაგეგმე გაზაფხულის ყველაზე რომანტიული მოგზაურობა ჩვნეთნ ერთად ♥

კოსტა ბრავა ჯირონა - ბარსელონა - ლისაბონი - პორტო - სინტრა - ეშპინიუ ♥

მოგზაურობა ეს არის დანიშნულების ადგილი...... ♥

იპოვე შენი დანიშნულების ადგილი #ესანეთი და #პორტუგლია კი ყოველთვის საუკეთესო იდეაა ......

მოგზაურობის ღირებულება 700 ევრო !

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონაში ათათურქის აეროპორტის გავლით მოვხვდებით და ამ საოცარი ქვეყნის დათვალიერებას პირდაპირ ჯირონადან ვიწყებთ:

“Shame! Shame! Shame!“ ალბათ გახსოვთ სერსეი ლანისტერის ეპიზოდი სამეფო კარის თამაშებიდან, როდესაც შიშველს შემოატარეს ქალაქი. შეიძლება გაგიკვირდეთ აქ რა მოსატანიაო, მაგრამ სწორედ ჯირონაში გადაიღეს ამ ეპიკური ტელესერიალის მე-6 სეზონის ძირითადი ნაწილი, რაც ქალაქს კიდევ უფრო მეტ ინტრიგას სძენს.

ამ პატარა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას მისი ძველი ნაწილი წარმოადგეს, რომლსი დათვალიერება ერთ დღეში სეირნობით შეგიძლიათ. მთაზე გაშენებულ სახლებს შორის ვიწრო ქუჩებსა და საფეხურებზე სიერნობის, ქალაქის გალავნის შემოვლის, ებრაული უბნის სტუმრობის, ძველი აბანოს მონახულების და მთავარი კათედრალის სტუმრობის შემდეგ სერიალის მონაწილეები გეგონებათ თავი ...

არ დაგავიწყდეთ ქალაქის ახალ და ძველ ნაწილებს შორის დამაკავშირებელ ხიდებზე ფოტოების გადაღება, როდესაც პანორამად გალავნის ფონზე ჩამწკრივებული ფერადი სახლები გადაგეშლებათ.....

ვასრულებთ კოსტა ბრავას ემოციებს და ვიწყებთ ბარსელონას სადაც მატარებლით მოვხვდებით :

კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა, სიდიდით მეორე ქალაქი ესპანეთში და მეოთხე ყველაზე სტუმართმოყვარე ევროპაში. ეს ქალაქი მსოფლიოში ორ რამესთან ასოცირდება: გენიოს არქიტექტორ ანტონიო გაუდისთან და რათქმაუნდა, სტადიონ ნოუკამპთან .
მისი დათვალიერება ჯერ კიდევ თვითფრინავიდან უნდა დაიწყო. ყურადღებით იყავით, როგორც კი ბორტგამცილებელი15 წუთში დაჯდომას გაუწყებთ არც ერთი წამი არ მოაცილოთ თვალი ფანჯარას... ქალაქი 20 საუკუნის დასაწყისში განუახლებელ-გადაუსხვაფერებია ანტონიო გაუდის, შედეგად ქალქას ზევიდან თუდაყურებ ძალიან მარტივად, კონტურების მეშვეობით წაიკითხავ არქიტექტორის გვარს- გაუდი.
თავად ქალაქის დათვალიერება იკაზანოვის ქმნილებით ტრიუმფალური თაღით უნდა დაიწყო - ეს 30 მეტრიანი თაღი საგამოფენოდ ააგეს 19 საუკუნის მიწურულს და გამოირჩევა მოწითალო უნიკალური ქვით ,რომელიც მხოლოდ ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში გვხვდება. იქვეა გოთიკური ტაძარი „ლასეუდი“ , რომელსაც ბარსელონელები ქალაქის კეთილდღეობის სიმბოლოდ და მფარველად თვლიან. გზად კოლუმბის სვეტიც უნდა ნახო და იპოზიორო, რომელიც ამერიკიდან დაბრუნებულ ქრისტოფერ კოლუმბის სამარადჟამო ხსოვნას მიუძღვნეს მადლიერმა ესპანელებმა. ცოტა ხანში კასამილა ცშემოგხვდება იგივე ქვის სამტეხრო, საოცარი ნაგებობის შენობა, მისი ანალოგი ჯერ სხვა არქიტექტორმა ვერ შექმნა, კასამილას სახურავიდან ქალაქის ხედით ტკბობა ერთი სიამოვნებაა. შემდეგი სანახავი ობიექტი ადამიანების სახეებიანი შენობა კასაბატლოა,)). 
მზის გადასვლამდე უნდა მოასწრო გაუდის პარკის ნახვა, ეს არის საოცრება, მისი თითოეული ქვახელოვნების ნიმუშია სულ მცირე 50 ევრო უნდა გადადო იქვე სუვენირების საყიდლად- მსოფლიო რომ მოიარო მსგავს მოზაიკის, თუნდაც ყავის ჭიქას ვერსად შეხვდები.
საგრატედეფამილიას ნახვა მზე რომ იწურება მაშინ ღირს, ეს ქვაში ჩაღვენთილი ტაძარი ჯერაც დაუმთავრებლად ითვლება. დღემდე ასობით ცნობილიმ მოქანდაკე მის თითოეულ ქვას ნაბიჯ-ნაბიჯ თლის.მთელი ტაძარი უნიკალური ხელით ჩამოთლილი ქვითაა შესრულებული და მისი ქარხნულად დამუშავება აკრძალულია. გამჭრიახ ესპანელებს კარგად აქვთ გათვალისწინებული ამ ქმნილების ემოციით მიღებული შთაბეჭდილების ზემოქმედება ტურისტებზე, ხოდა იქვე ათობით ღია კაფე გაუკეთებიათ, იმისთვის, რომ მეტყველების უნარდაკარგული დამთვალიერებელი გემრიელი ბარსელონური ლიმონათით მოასულიერონ, აქ არდაჯდომა დანაშაულია!
ღამე აკვარიუმში უნდა წახვიდე. ეს ერთადერთი აკვარიუმია მსოფლიოში, რომელიც იდეალურად იმეორებს ოკეანეს, ძალიან ახლოს მიდიხარ კბილებდაკრეჭილ ზვიგენებთან და ნათლად შეიგრძნობ წყალქვეშა სამყაროს მისტიურობას.

ამის შემდეგ კი პორტუგალიური მოგზაურობა იწყება :

პორტუგალია არის ყველაზე ამოუცნობი ქვეყანა ევროპაში, კონტინენტის კიდეზე მყოფი მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, გამოირჩევა ულამაზესი ქალაქებითა და სოფლებით, ხელმისაწვდომი ფასებით, გემრილეი საკვებით და საინტერესო ხალხით ...

ამ ულამაზესი ქვეყნის მონახულებას ლისაბონით ვიწყებთ:

ლისაბონი პორტუგალიის დედაქალაქია, ეს არის ქალაქი რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ. ლისაბონში გელოდებათ საოცარი მისტიკა მდიდარი ისტორია, ლამაზი ხედები, მეგობრული პორტუგალიელები და საოცრად გემრიელი სამზარეულო ♥

ლისაბონი არის ქალაქი რომელიც არ ჩამოუვარდება სხვა ცნობილ ევროპულ ქალაქებს, ეს ქალაქი სასიამოვნოდ გაგაოცებთ .....

ლისაბონის ექსკურსიას ცენტრალურ პროსპექტის მონახულებით დავიწყებთ, ვნახავთ რაიონ ბაიშას , რომელიც ქალაქის ფინანსური და სავაჭრო ცხოვრების ცენტრია. სწორედ აქაა განლაგებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები: დონ პედრო IV მოედანი, ეროვნული თეატრი, მე-19 საუკუნის როსიუს სადგური და 45 მეტრი სიმაღლის სანტა- ჟუშტას ლიფტი. შემდეგ გავემართებით რაიონ ბელემისკენ, მდინარე ტეჟუს შესართავთან პატარა კუნძულზე. აქ მდინარე ატლანტის ოკეანეს უერთდება. სწორედ აქედან გამოდიოდნენ გემები, დიადი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში. თქვენ ნახავთ ბელემის კოშკს, რომელიც ლისაბონის სახეა. აშენებულია 1500-იან წლებში ქალაქის ნავსადგურის დასაცავად. შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. აგებულია მდინარეში და ნამდვილად შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს. აქედან შეგიძლიათ, ფეხით გაისეირნოთ სანაპიროზე, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება მდინარეზე და ჩანს ქრისტეს ბრაზილიური ქანდაკების ასლი. რომელიც პორტუგალიელებმა მადლიერების ნიშნად აღმართეს. - როგორც ცნობილია, ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით პორტუგალიამ თავიდან აიცილა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა. პორტუგალიელებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი გახდა მათი ერთობლივი, მშვიდობის მავედრებელი ლოცვა, რომელიც ქრისტემ შეისმინა. მადლიერების ნიშნად პორტუგალიელები ქრისტეს ქანდაკების მშენებლობისთვის ფულს არ იშურებდნენ. ბრაზილიური ქანდაკების 28-მეტრიანი ასლი 1959 წელს, 84 მ სიმაღლის პოსტამენტზე აღიმართა. დღეს ქრისტეს ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პორტუგალიის სასულიერო კულტურაში. იმ ადგილზე, სადაც ის არის აღმართული, მდინარის ორ ნაპირს 25 აპრილის ხიდი (მანამდე ანტონიო სალაზარის სახელს ატარებდა) აერთებს. აქედან ქალაქზე საუკეთესო ხედი იშლება. ვნახავთ ხერონიმოს მონასტერს, პორტუგალიის ძალისა და სიმდიდრის ყველაზე შთამბეჭდავი სიმბოლო, მოგზაური ვასკო და გამას დასასვენებელი ადგილი, რომელიც ახლა დიდებული ეკლესიაა. შესასვლელშია მოთავსებული ვასკო და გამას აკლდამაც. აშენებულია 1500-იან წლებში. მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მონასტრებს შორისაა აღიარებული და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. შემდეგ ავალთ ქრისტეს ქანდაკებასთან და დავტკბებით ქალაქის ულამაზესი ხედით.....
ასევე ლისაბონში სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ მსოფლიოში ცნობილი ეტლების მუზეუმი ...

მოგზაურობა სინტრაში - ლისაბონიდან მივდივართ ყველაზე ძველ ქალაქ სინტრაში, რომელმაც უცვლელად შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სახე. სინტრა და მისი მიმდებარე ადგილები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა. ეს იმიტომ, რომ მთელი ქალაქი გადატვირთულია ღირსშესანიშნაობებით. მარტო რამდენი სასახლეა: სინტრას ეროვნული სასახლე, პენას სასახლე, მავრების ნახევრად დანგრეული სასახლე და უამრავი ტაძარი. ასევე, ქალაქიდან ზღვამდე დადის ტრამვაი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი მარშრუტით. თან ჩვეულებრივი ტრამვაი არ არის, ძველი, ასი წლის წინანდელია. სინტრა - ეს მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებია. შემდეგ ნაციონალური პარკის გავლით გავემართებით როკის კონცხისკენ, ევროპის უკიდურეს დასავლეთით მდებარე ადგილია. (40 კმ ლისაბონიდან). 140 მეტრიანი კლდის სიმაღლიდან საუკეთესო ხედი იშლება ატლანტის ოკეანეზე. როგორც პორტუგალიელმა პოეტმა ლუის კამოენსემ აღნიშნა: „ეს არის ადგილი, სადაც მიწა მთავრდება და ზღვა იწყება“. აქვე შეგიძლიათ ისადილოთ, დააგემობნოთ ნაციონალური კერძები და დატკბეთ ნაციონალური ფოლკლორის ფადუს ჰანგებით.....

ეშპინიუ კიდევ ერთი ოკეანისპირაა დასახლებაა, რომელიც პორტოდან სულ რაღაც 20 კილომეტრითაა დაშორებული. აქ მოხვედრა პორტოდან, მატარებლით შეგიძლიათ, რომელიც დღეში რამდენჯერმე, დილიდან გვიან ღამემდე ასრულებს რეისს და მგზავრობის ღირებულებაც ორი ევროს ფარგლებშია.

ეშპინიუ პორტუგალიის ფრენბურთის დედაქალაქადაა მიჩნეული. გარდა ამისა, ეშპინიუმ 2015 წლის ზაფხულში ფიფას პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თვალუწვდენელი ქვიშის პლაჟები ამისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

თუ ქვიშიანი სანაპირო და ოკეანის დიდ ტალღებს შეჭიდებული სერფერების ყურება სიამოვნებას მოგანიჭებთ, ეს ადგილი თქვენთვისაა. თუმცა, რატომ მხოლოდ შორიდან ყურება? ეშპინიუში არაერთი სკოლაა, სადაც სერფინგს ასწავლიან, იქნებ, ღირდეს ცდა?

-----------------------------------------------------
ჯგუფში მოხვედრა ჩვენთან 700 ევრო დაგიჯდებათ და მიიღებთ გაცილებით მეტს ვიდრე აქ ვსაუბრობთ ...

ჩვენ ვემზადებით 10 აპრილს ამ ძალიან საინტერესო ორი ქვეყნის სანახავად ...
-----------------------------------------------
ღირებულებაში შედის :

ავიაბილეთები: თბილისი - ბარსელონა - თბილისი

ყველა ჰოსტელი სასტუმრო ყველა ქალაქში ♥

შიდა მოგზაურობის ორგანიზება გიდის დახმარებით ♥

--------------------------------------------------------------

ღირებულებაში არ შედის :

კვება და მუზეუმების მოსაკრებელი

----------------------------------------------

თამამად გადადგი ნაბიჯი მოგზაურობისკენ - გზას ჩვენ გიჩვენებთ!
---------------------------------------------

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:

* 599 42 03 95 
* 555 36 73 82 
* 577 34 88 53
* 568 99 02 25
------------------------------------------
ან გვესტუმრეთ შემდეგ მისამართზე: ხილიანის N25
----------------------------------------------------

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე2 268.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/03/18
    დაბრუნება
    • 10/04/18