national delicacy

ახალი წელი ბაქოში. საუკეთესო შემოთავაზება , იჩქარეთ !

  • ID: 35693
  • ნახვები: 6864
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/12/17
    დაბრუნება
    • 24/12/17
დამატებითი ინფორმაცია

გაატარე ახალი წელი ბაქოში.იყავიგამორცეული <3 ჩვენი კომპანია ,,Host in Georgia” გთავაზობთ 2 დღიან ტურს აზერბაიჯანში. 
➡ გასვლა, პარასკევს 23:55 სთ.ზე. 
სასტუმრო რედისონიდან. 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ ვიქნებით წითელი ხიდის საზღვარზე. 
სასაზღვრო პროცედურების გავლის შემდეგ გავუყვებით აზერბაიჯანის მაგისტრალს. 
 შაბათს 08:00 სთ.ზე ვიქნებით სასტუმროში, სადღაც 12:00 სთ.მდე გვექნება დრო დასვენებისთვის. შემდეგ უკვე დავიწყებთ ტურს ქალაქში. 
ტურის განმავლობაში ვინახულებთ:
✔ ბაქოს ცეცხლის ალის ფორმის კოშკებს, 190 მეტრიანი კოშკები მოიცავენ სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებლებს,ოფისებს და სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებებს.
✔ გავისეირნებთ ყარაბაღის ომის დროს დაღუპულთა მემორიალში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ქალქაზედა კასპიის ზღვაზე.
✔ flame tower_ დან საბაგიროთი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დავეშვებით, საიდანაც დავიწყებთ საფეხმავლო ტურს.
✔ მოვინახულებთ ასევე ხალიჩების მუზეუმს სადაც ამჟამად 13 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატი ინახება.
✔ გვექნება საშუალება გავისეირნოთ ნავებით ბაქოს ბულვარის პატარა ქალქში, რომელსაც ,,პატარა ვენეციას” უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს ბულვარი სიდიდით მეორეა, გამოირჩევა ულამაზესი ინფრასტრუქტურით და გიგანტური კაქტუსებით.
✔ ბულვარის შემდეგ ქალწულის კოშკს დავათვალიერებთ და გავუყვებით ნიზამგანჯევის ქუჩას.
აღნიშნული ქუჩა გამოირჩევა სუვენირების მაღაზიების და რესტორნების სიმრავლით. ამ ქუჩაზე გვექნება საშუალება ვივახშმოთ და დავაგემოვნოთ ადგილობრივი საჭმელები.
ორდღიანი ტურის განმავლობაში ასევე მოვინახულებთ.
✔ შირვანშაჰების სასახლეს უძველესი მრავალფუნქციური შენობანაგებობებით.
✔ მინიატურილი წიგნების მუზეუმს სადაც 1090 წიგნია წარმოდგენილი. (წარმოდგენილია ასევე ქართული მინიატურილი წიგნებიც)
✔ მონეტების მუზეუმს ჰეიდარალიევის ცენტრს. მასში განთავსებულია კონგრესცენტრი, მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები და ადმინისტრაციული ოფისები.
✔ მეჩეთს
და გვექნება საშუალება გავისეირნოთ გემით კასპიისზღვაზე.
მეორე დღეს გვექნება თავისუფალი დრო შოპინისთვის.
- 18:00 საათისთვის დავადგებით საქართველოს გზას. 
დაბრუნებისას გავჩერდებით განჯის ულამაზეს პარკში.
თბილისში ჩამოსვლის სავარაუდო დრო 02:00 სთ.

ტურის თარიღი: 18-19 ნოემბერი
➡ გასვლა თბილისიდან 23:55 სთ.
- ჩამოსვლა თბილისში 02:00 სთ.
- შეკრების ადგილი: სასტუმრო რედისონი.
- ფეხით გასავლელი მანძილი: სულ 8 კმ
- ტურის ღირებულება: 125 ლარი,
ღირებულება მოიცავს: ❗
- ტრანსპორტირება თბილისი – ბაქო – თბილისი
- გიდის მომსახურება
- ფოტოგადაღება
- სასტუმრო და მეორე დღის საუზმე.
ღირებულება არ მოიცავს : 
- კვებას
- მუზეუმებში შესასვლელ ბილეთს (დაახლოებით 30 - 35 მანათი)
დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ნომერზე:
☎ 591 81 18 42 შაკო
ან მოგვწერეთ facebook - ზე  https://www.facebook.com/HostinGeorgia/
ტურის ხელმძღვანელი: შაკო ფოფხაძე

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე125.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/12/17
    დაბრუნება
    • 24/12/17
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა