გთავაზობთ ტურს ძამას ხეობა / ბატეთის ტბაზე 22 ოქტომბერს!
მარშრუტი:
თბილისი-ქარელი-ძამას ხეობა-მზოვრეთი-ყინწვისი-სარკინეთი-ბატეთი-თბილისი
ტურის აღწერა:
გასვლა თბილისიდან ქ. ქარელის მიმართულებით, ქარელში ჩასვლის შემდეგ გადავუხვევთ ძამასხეობისკენ და ✔მივემგზავრებით ყინწვისის მონასტერში
✔ყინწვისი
✔ მზოვრეთის ციხე
✔ სარკინეთის კლდეში ნაკვეთი მონასტერი
✔ და ბოლოს ბატეთის ულამაზესი ტბა
ბატეთის ტბა კლასიკური მეწყრული ტბაა, სარკის ფართობი 0,02 კვ. კმ, მაქსიმალური სიღრმე - 12 მ, სიგრძე - 190 მ, სიგანე - 150 მ. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული.ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირე აზიური ტრიტონი (წითელი წიგნის მონაცემებით კალმახიც).
ტურის ღირებულება 23 ლარი.
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
ერთჯერადი ჭიქები/თეფშები პიკნიკისათვის
ფასში არ შედის:
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.
ტურის თარიღი 22 ოქტომბერი
ვიკრიბებით რუსთაველის მეტროს მოპირდაპირედ ველოსიპედის ძეგლთან.
ადგილის დაჯავშნა ხდება წინასწარ!
საბანკო ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე
591 811 842 შაკო
599 075 765 ლაურა