საოჯახო სასტუმრო" ბაკურიანში გთავაზობთ კომფორტულად და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო. სასტუმრო მდებარეობს მყუდრო, მშვიდ და სასიამოვნო ადგილზე."BAKURIANI UNIQUE"-ში. ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის და თქვენი ბავშვებისათვის,რომ სუფთა ჰაერზე თქვენი დასვენება შედეგიანი გამოდგეს. კომფორტული გარემოთი, პარკირების ადგილით,ავტოსადგურში უფასო დახვედრა - გაცილებით.
სასტუმროში 5 ნომერია:
1 - ორადგილიანი;
1 - სამადგილიანი;
2 - ოთხადგილიანი.
1 - ხუთადგილიანი .
თითოეულ ოთახში გარდა თანამედროვე ავეჯისა, არის:
პლაზმური ტელევიზორი ( საკაბელო ტელევიზიით );
ინტერნეტი ( wi-fi );
სააბაზანო ( მუდმივი ცხელი წყლით );
სასტუმროს აივნებიდან ბაკურიანის ტყეების ულამაზესი ხედები იშლება, ეზოს უკან 30 მეტრში ფიჭვის, ნაძვის, არყის ხის, რცხილას შერეული უმდიდრესი ტყეა, ეზოს წინ კი სპორტული მოედანია საბავშვო გასართობი საქანელებით, ეზოში - გასარუჯი შეზლონგები და საბავშვო სათამაშო კუთხე ყვითელი ქვიშით.
სასტუმროში არის ყველანაირი ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო. გთავაზობთ დასვენებას როგორც კვების გარეშე, ასევე 3-ჯერადი სრულფასოვანი კვებით. გელით სასტუმრო “BAKURIANI UNIQUE” -ში დასვენების დღეებისა და არდადეგების გასატარებლად