national delicacy

ივერია ელლი

  • ID: 922
დამატებითი ინფორმაცია

სასტუმრო ივერია ელი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე დაბა შეკვეთილში, ფიჭვნარით მდიდარ სამკურნალო შავ  მაგნიტურ სანაპიროზე.სასტუმრო ფლობს პირველ ზოლში  საკუთარ 2500 კვ/მ ეზოს და  250 გრძივ მეტრ პლაჟს.სასტუმროდან გასართობი ატრაქციონი ციცინათელა,Black sea arena და ურეკის რკინიგზის სადგური   დაშორებულია 3 კილომეტრით.ქობულეთი 6 კილომეტრით,ბათუმის აეროპორტი 52 კილომეტრით.

ინფორმაციასასტუმროსინფრასტრუქტურისშესახებ:

სასტუმრო  ,,ივერია ელლი’’ შედგება ორი გვერდიგვერდ მდგომი კორპუსებისგან,რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო კვების ბლოკით:

I კორპუსი არის ახალაშენებული  ექვსართულიანი შენობა,რომელშიც განთავსებულია 44 ერთოთახიანი დელუქს ნომრები.ამ ნათელ და ფართო ოთახებში, ერთმანეთთანაა შერწყმული კლასიკური ელემენტები და საერთაშორისო სტანდარტები; ყველა ოთახიდან იშლება მშვენიერი ზღვის და ტყის ხედები. ოთახებში არის სამუშაო მაგიდა, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი საერთაშორისო არხებით, უკაბელო ინტერნეტი, ინდივიდუალურად მართვადი კონდინციონერი, აბაზა საშხაპით, სააბაზანო აღჭურვილობები, თმის ფენი და მინი-ბარი.  ოთახში არსებული  თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უკაბელო ინტერნეტით თქვენ მუდმივ კავშირში იქნებით სამყაროსთან; კომფორტული სავარძელი, სამუშაო სივრცე, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, გაბარიტული ფანჯრები და ინტერიერი პასტელის ფერებში - ყოველივე ეს ელეგანტურ, მყუდრო და განმუმხტველ გარემოსთან გაზიარებთ.

 I კორპუსს აქვს ლიფტი.

II კორპუსი  არის ხუთსართულიანი : სულ 14 ნომერი ,აქედან  6 ერთოთახიანი  და

8 ოროთახიანისაოჯახო ტიპის ნომრები.

II კორპუსს არა აქვს ლიფტი.

ყველა ნომერში არის: კონდიციონერი,ტელევიზორი,მინი-ბარი,რბილი ავეჯი და სხვა.

ინფორმაციასასტუმროსინფრასტრუქტურისშესახებ:   

 

ორი  კორპუსი სრული კომფორტით;

  • ღია აუზი;
  • სამჯერადი კვება  შვედური სტილით;
  • რესტორანი, ბარი;
  • საკონფერენციო დარბაზი(140 კაცზე თეატრალური წყობით);
  • დარბაზები შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების მოსაწყობად;
  • სარეპეტიციო დარბაზი ქორეოგრაფიული ჯგუფებისთვის;
  •  კეთილმოწყობილი ეზო;
  • ბავშვთა სათამაშო მოედანი;
  • საკუთარი, კეთილმოწყობილი სანაპირო;
  • დაცული ავტოსადგომი.
  • 24 საათიანი დაცვა;
  • 24 საათიანი ადმინისტრაცია.

ფასი ფასი შეთანხმებით